დისტანციური სწავლების კურსი გერმანული ენის მასწავლებლებისთვის
ღირებულება:
300
ლარი
ცხადდება მიღება გერმანული ენის მასწავლებლთა დაუსწრებელი სწავლების კურსზე "გერმანულის როგორც უცხო ენის სწავლების თეორია და პრაქტიკა".
ორგანიზატორები:
ორგანიზატორები:
- ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- კასელის უნივერსიტეტი;
- გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.
მიზნობრივი ჯგუფი: გერმანული ენის მოქმედი ან მომავალი მასწავლებლები. კურსი ემსახურება მეთოდურ-დიდაქტიკური ცოდნის შეძენა-გაღრმავებას.
შინაარსი: ეს კურსი შედგება 8 მოდულისგან და მოიცავს შემდეგ თემებს: გერმანულის როგორც უცხო ენის დიდაქტიკას, მეთოდიკასა და ქვეყანათმცოდნეობას.
მონაწილეობის წინაპირობები:
მონაწილეობის წინაპირობები:
- უმაღლესი განათლება;
- გერმანული ენის კარგი ცოდნა.
კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში კურსის მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს, რომელსაც გასცემს ქ. ქუთაისის აკ. წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, კასელის უნივერსიტეტი და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში.
წარმატებით კურსის დასრულება გულისხმობს 8 მოდულის დამუშავებას, ონლაინ ფაზებსა და სემინარებში მონაწილეობის მიღებას, 4 კლაუზურისა და 4 საშიანო დავალების შესრულებას, ჰოსპიტაციასა და საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარებას.
კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ სხვადასხვა სასწავლო მასალებს, გერმანელი და ქართველი რეფერენტების კონსულტაციებს, ასევე ინფორმაციებს სასწავლო პლატფორმის მუდლის შესახებ.
კურსს ხელმძღვანელობენ გოეთეს ინსტიტუტის რეფერენტები.
განაცხადისთვის საჭირო საბუთები:

- ავტობიოგრაფია (გერმანულად);
- სამოტივაციო წერილი (გერმანულად);
- გერმანული ენის ცოდნის C1 დონის დამადასტურებელი მოწმობა (იმ შემთხვევაში, თუ მოგეპოვებათ)
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 31 იანვარი, 2009.
ტესტირება იმ მსურველთათვის, ვისაც არ გააჩნია ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ჩატარდება 2009 წლის 5 თებერვალს.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი საქართველო
- სწავლების ენა გერმანული
- სწავლის ფორმა დისტანციური