სტიპენდიები გერმანული ენის მასწავლებელთათვის
გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ სემინარებს შემდეგი ოთხი მიმართულებით:
- ცოდნის გაღრმავება გერმანულ ენაში (სემინარის ტიპები PL და DL);
- ცოდნის გაღრმავება მხარეთმცოდნეობაში (სემინარის ტიპი L);
- ცოდნის გაღრმავება მეთოდიკა, დიდაქტიკასა და მხარეთმცოდნეობაში (სემინარის ტიპი LM);
- ცოდნის გაღრმავება გერმანული ენის მასწავლებლების მომზადებასა და გადამზადებაში (სემინარის ტიპი F).
სტიპენდიის მისაღებად კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ:
- იმ მასწავლებლებს, რომლებიც გერმანულ ენას ასწავლიან ან გერმანულის მასწავლებლებს ამზადებენ;
- აინტერესებთ ზემოთჩმოთვლილი სემინარები;
- მომდევნო ექვსი წელი გერმანულს ასწავლიან;
- ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ ენას და შეუძლიათ დისკუსიებში მონაწილეობის მიღება გერმანულ ენაზე. (გამონაკლისია DS ტიპის სემინარები "მასწავლებლები სწავლობენ გერმანულ ენას", ან ენის კურსები გერმანული ენის მასწავლებელთათვის),
- მზად არიან, სემინარს სრულად დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ კულტურულ პროგრამებში.
თქვენ შეგიძლიათ გოეთეს ინსტიტუტის სტიპენდია მიიღოთ, თუ:
- ზემოთჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებთ;
- ბოლო ოთხი წლის განმავლობაში (2004 - 2007) გერმანული მხარის მიერ დაფინანსებული სტიპენდია არ მიგიღიათ;
- მზად ბრძანდებით, სემინარზე მიღებული ცოდნა გაუზიაროთ თქვენს კოლეგებს საქართველოში;
- გამოგვიგზავნით დეტალური გაკვეთილის გეგმას და შევსებულ ანკეტას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე;
- თბილისის გოეთეს ინსტიტუტის სემინარებზე აქტიურად ესწრებით და მზად ბრძანდებით დაესწროთ სტიპენდიატების მოსამზადებელ შეხვედრას.
სტიპენდიებზე განაცხადების მიღება სრულდება 1 ნოემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ - ანა მშვილდაძეს.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი გერმანია
- სწავლების ენა გერმანული
- სწავლის ფორმა დღის