GE
სადოქტორო პროგრამები სამართალში
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამაზე სამართლის მიმართულებით:
  • სისხლის სამართალი და კრიმინოლოგია;
  • კერძო სამართალი;
  • საჯარო სამართალი.
სადოქტორო პროგრამა სრულად აკმაყოფილებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნებსა და საერთაშორისო სტანდარტებს.
ითვალისწინებს 180 კრედიტის დაგროვებას. სწავლების ვადა 3 წელია.
მოცემული სადოქტორო პროგრამა თანამედროვეა და ყვლაზე მეტად ადაპტირებულია პედაგოგიური, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის წარსამართავად იურისპრუდენციის სფეროში.
პროგრამა გულისხმობს დოქტორანტების საფუძვლიან თეორიულ მომზადებას:
  1. მეთოდურ საგნებში: სამართლის თეორიისა და სამართლის  ფილოსოფიის პრობლემები, სამეცნიერო კვლევის მეთოდები, აკადემიური წერა, სამართლებრივი  სტატისტიკა, გრანტის მიპოვების მეთოდიკა სამეცნიერო და პედაგოგიური მიზნებისათვის;
  2. სპეციალურ და მომიჯნავე საგანში არჩეული სპეციალიზაციის შესაბამისად;
  3. უცხო ენაში;
  4. საინფორმაციო ტექნოლოგიებში უმაღლესი განათლების სისტემასა და სამეცნიერო კვლევებში მათი გამოყენების მიზნით.
სადოქტორო პროგრამა მაქსიმალურად ორიენტირებულია სამეცნიერო კვლევების წარმოებასა და დისერტაციის დაცვაზე. ამ მიზნით 180-იდან 100 კრედიტი გათვლილია სამეცნიერო შემადგენელზე.
სადოქტორო პროგრამა ითვალისწინებს სწავლების მოქნილ გეგმას, რომელიც საშუალებას მისცემს დოქტორანტებს მოამზადონ და დაიცვან დისერტაცია ისე, რომ არ მოსწყდნენ ძირითად სამუშაოს.
სადოქტორო პროგრამის ფარგლებში, დოქტორანტს უფლება ეძლევა პედაგოგიური პრაქტიკა განახორციელოს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატში, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, საგრძნობლად შეამციროს სწავლისათვის დაწესებული გადასახადი.
პროგრამა ითვალისწინებს წამყვანი პროფესორების მოწვევას მასტერ კლასებისა და საჩვენებელი ლექციების ჩასატარებლად პარტნიორი ევროპული და ამერიკული უნივერსიტეტებიდან.
უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან წამყვანი ქართველი პროფესორები და სამართლის აღიარებულიპროფესორი გერმანიიდან.
დოქტორანტები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ინდივიდუალურ და კოლექტიურ გრანტებში ევროპული პროგრამის ”ერაზმუს მუნდუს” (Erasmus Mundus) ფარგლებში და ექნებათ შანსი, მოიპოვონ დაფინანსება ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.
უნივერსიტეტი უშვებს ყოველწლიურ სამეცნიერო ჟურნალს, რომელშიც დოქტორანტების სტატიების პუბლიკაცია უფასოდ განხორციელდება.
გრიგოლ რობაქიძის სახ. უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის გავლის შემდეგ დოქტორანტს მიენიჭება სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი შესაბამის სპეციალობაში.
დოქტორანტურაში სწავლების საფასური ითვალისწინებს  სოციალურ შეღავათებს და პრეფერენციების მთელ სისტემას.
სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად საკონკურსო საბუთების ნუსხა:
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • აპლიკაციის ფორმა (ივსება უნივერსიტეტში);
  • CV პირადი ხელმოწერით;
  • დიპლომი, დანართთან ერთად (ასლი)
  • ერთი პროფესორის რეკომენდაცია (უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით)
  • რეკომენდაცია სამსახურიდან (უნივერსიტეტის მიერ დადგენილი ფორმით) ან ორი პიროვნების სახელი, გვარი საკონტაქტო ინფორმაციით, ვისგანაც შეიძლება ინფორმაციის მიღება აპლიკანტის შესახებ
  • სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • 4 ფოტოსურათი (3ხ4)
  • საბანკო ქვითარი რეგისტრაციის საზღაურის გადახდის შესახებ, რომელიც დგინდება ადმინისტრაციის მიერ.
  • სამოტივაციო წერილი.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 20 იანვარი.
საკონტაქტო პირი:
  • იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სრული პროფესორი მანანა მოსულიშვილი;
  • სადოქტორო პროგრამის დირექტორი,  სრული პროფესორი გიორგი ღლონტი.
დამატებითი პირობების გაცნობა შესაძლებელია ყოველდღე 11-დან 17 საათამდე შაბათ-კვირის გარდა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები