სამართლის სამაგისტრო აკადემიური პროგრამა
ღირებულება:
3060
ლარი
უნიკალურობა - სამართლის სამაგისტრო პროგრამა უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. მის განსაკუთრებულობას პროგრამის შემადგენელი ელემენტები და აკადემიური პერსონალი განსაზღვრავს. პროგრამა ითვალისწინებს სავალდებულო საბაზისო მოდულებს, სავალდებულო პრაქტიკულ კომპონენტს (კლინიკა), სპეციალიზაციის თეორიულ დისციპლინებს, სამართლის დარგის უცხოენოვან სასწავლო კომპონენტს (არჩევით), კონცენტრაციის მოდულს - იგულისხმება სტუდენტის კონცენტრაცია საჯარო, კერძო, სისხლის სამართლისა და საგამოძიებო საქმის მოდულებზე, რაც არ კრძალავს არჩევანს სხვა მიმართულებით, მაგალითად, კონცენტრაცია კერძო სამართალში საჯარო სამართლის ელემენტებით.
ნოვაცია - აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტის ავტორობით ახალი მოდული შეიქმნა, სახელწოდებით საგამოძიებო საქმე. ის ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ერთადერთია და მხოლოდ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტის არჩევით. ამისთვის უნივერსიტეტს გამორჩეული სასწავლო რესურსი გააჩნია: კრიმინალისტიკის ლაბორატორიული ცენტრი, რომელსაც, თავისი ტექნიკური აღჭურვილობით, ანალოგი არ აქვს საქართველოს სინამდვილეში; პროფესურა, რომლის შემადგენლობაშიც FBI სერთიფიცირებული ტრენერები არიან; მოდელირების მეთოდებისა და ქეისმეთოდების გამოყენება სწავლებაში, რაც გამოძიების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
ადამიანური რესურსი - ჩვენი სამართლის სკოლა გამოირჩევა თავისი აკადემიური და მოწვეული პერსონალით - მერაბ ტურავა, ზურაბ ძლიერიშვილი, ეკა ბესელია, ვალერი ხრუსტალი, პაატა ტურავა, დევი ხვედელიანი, ელიკო წიკლაური-ლამიხი (გერმანია), დიტერ უმბახი (გერმანია), ნუნუ კვანტალიანი, დავით ძამუკაშვილი, თემურ თოდრია, გიგა გაბრიჩიძე, აგრეთვე, მოქმედი მოსამართლეები და ადვოკატები.
საერთაშორისო მობილობა - სტუდენტებს საშუალება აქვთ ზოგიერთი სასწავლო კურსი გაიარონ ან განახორციელონ კვლევა ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში. დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ, უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
კვალიფიკაცია - პროგრამა რეალურად ამზადებს სამართლის მაღალკვალიფიციურ, კონკურენტურიან სპეციალისტებს, რომლებსაც თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები აქვთ ჩამოყალიბებული.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
სწავლის საზღაური შეადგენს, წელიწადში, 3060 ლარს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის