GE
სინქრონული თარგმნის კურსები - ინგლისურ ენაში
ღირებულება: 3000 ლარი
პროგრამა განკუთვნილია მსმენელთათვის, ვისაც სურს სრულყოფილად დაეუფლოს ინგლისური ენას და შეძლოს სინქრონული თარგმნა პროფესიონალურ დონეზე.
მსმენელთა ჩარიცხვა მოხდება უცხოურ და ქართულ ენებში წარმატებით ჩაბარებული ტესტირების შედეგად.

პროგრამაზე ჩაწერის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
  • უმაღლესი სასწავლებლის დიპლომისა და ნიშნების დანართის ასლები;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ორი ფოტოსურათი 3x4;
  • ავტობიოგრაფია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სწავლის დამთავრების შემდეგ მსმენელს მიენიჭება მთარგმნელ-თარჯიმნის კვალიფიკაცია მიეცემა საუნივერსიტეტო სერტიფიკატი.
სწავლის ხანგრძლივობა: ოთხი სემესტრი
სემესტრის ღირებულება - 750 ლარი
სწავლის ღირებულება: წლიური  - 1500 ლარი
განცხადებები მიიღება 19 სექტემბრამდე.
ტესტირება ჩატარდება 22-23 სექტემბერს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები