ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე)
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე).
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში/ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საბანკო საქმეში.
პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი.
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მაგისტრანტს მისცეს სისტემური ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების დარგში; გამოუმუშაოს სტრატეგიული მიზნების და ამოცანების ფორმულირების და განხორციელების, ბიზნეს-საქმიანობის დაგეგმვის და ეფექტური მართვის უნარი.
სწავლის შედეგი: კურსდამთავრებულს მენეჯმენტის მიმართულებით აქვს სიღრმისეული ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმალური სტრუქტურის შემუშავების შესახებ; გამომუშავებული ექნება სამუშაო გეგმების შექმნის უნარი; შეუძლია შრომითი მაჩვენებლების ანალიზი, შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე პერსონალზე მოთხოვნის განსაზღვრა, სოციალური პარტნიორების ინტერესების ანალიზი და მოსალოდნელი კონფლიქტების პროგნოზირება.
კურსდამთავრებულს საბანკო და საფინანსო საქმის მიმართულებით აქვს ღრმა და სისტემური ცოდნა კომერციული ბანკის ეკონომიკური საქმიანობის, საგადასახდელო ბრუნვის ორგანიზაცია და ბანკთაშორისი საკორესპონდენტო ურთიერთობების შესახებ; ასევე კომერციული ბანკების ლიკვიდობის შესახებ. კურსდამთავრებულს შეუძლია გადახდისუნარიანობის შეფასება. ის ფლობს საბანკო მენეჯმენტის და საბანკო მარკეტინგის თეორიულ საფუძვლებს, კომერციული ბანკების საკასო, სადეპოზიტო და სავალუტო ოპერაციების სტრუქტურას, ანგარიშსწორების ფორმებს და სისტემებს, თანამედროვე საბანკო პროდუქტების სტრუქტურას.

- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის