GE
ჰუმანიტარული მეცნიერებები
საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ჰუმანიტარული მეცნიერებები: საქართველოსმცოდნეობა, ანგლისტიკა, გერმანისტიკა, ესპანისტიკა, საფრანგეთისმცოდნეობა, იტალიისმცოდნეობა, სლავისტიკა, აღმოსავლეთმცოდნეობა, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, თეატრმცოდნეობა, კინომცოდნეობა, კულტურის მენეჯმენტი, ლიტერატურათმცოდნეობა, ქართული ფილოლოგია (Maj/Min), ნიდერლანდისტიკა (Min) 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი საქართველოსმცოდნეობაში/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ანგლისტიკაში/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი გერმანისტიკაში/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ესპანისტიკაში/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი საფრანგეთისმცოდნეობაში/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი იტალიისმცოდნეობაში/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი სლავისტიკაში/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი აღმოსავლეთმცოდნეობაში/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ისტორიაში/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ხელოვნებათმცოდნეობაში/მენეჯმენტის ბაკალავრი/ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ფილოლოგიაში

პროგრამის მოცულობა კრედიტებში:  240 კრედიტი (აქედან 60 კრედიტი - ზოგადი მოდული, 120 კრედიტი - ძირითადი პროგრამა, 60 კრედიტი - მეორე პროგრამა/ თავისუფალი კრედიტები)

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია გააცნობიერებინოს სტუდენტი ისტორიული, არქეოლოგიურ, ხელოვნებათმცოდნეობით, თეატრმცოდნეობით, კინომცოდნეობით, ლიტერატურათმცოდნეობით ანდა ენათმეცნიერული კვლევის თავისებურებებში, დანიშნულებასა და მნიშვნელობაში; განუვითაროს სტუდენტს კულტურათშორისი ცნობიერება; განუვითაროს მას ისტორიული წყაროების, არქეოლოგიური ძეგლების, ლიტერატურული ნაწარმოებების, სახვითი ხელოვნების ნიმუშების, თეატრალური დადგმების, კინოშედევრების, ენობრივი წარმონაქმნების - ტექსტებისა და დისკურსების ანალიზისა და კრიტიკული შეფასების, მათი კულტურულსა და ისტორიულ ჭრილში განხილვის, კომენტირებისა და ინტერპრეტაცია-თარგმნის უნარი; გააცნოს მას მსოფლიოს ცივილზაციების წარსული და განვითარების ისტორია, ამ ცივილიზაციების აზროვნება გადმოცემული მათ შემოქმედებითსა და ენობრივ პროდუქციაში; მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, ხელოვნების, თეატრის, კინოს, ლიტერატურის ანდა ენების უმნიშვნელოვანესი ასპექტების შესახებ.

სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა ენის აგებულებისა და ისტორიის, საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების, წარსულის სხვადასხვა სოციალური, პოლიტიკური, კულტურული, მენტალური და იდეოლოგიური სისტემის შესახებ და შეუძლია გაანალიზოს ქართული კულტურა სხვა კულტურებთან მიმართებაში.

საქართველოსმცოდნეობაზე  კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო თეორიული ცოდნა ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ; აქვს ქართულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ან რამდენიმე პერიოდის შედარებით ღრმა ცოდნა. იცნობს ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს.

ანგლისტიკაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო თეორიული ცოდნა ინგლისური ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ. იგი იცნობს ბრიტანული ანდა ამერიკული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ან რამდენიმე პერიოდსა და  მნიშვნელოვანი ბრიტანელი და ამერიკელი ავტორების შემოქმედებას.

გერმანისტიკაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო თეორიული ცოდნა გერმანული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ. იგი იცნობს გერმანულენოვანი ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ან რამდენიმე პერიოდსა და მნიშვნელოვანი გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი ავტორების შემოქმედებას.

ესპანისტიკაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო თეორიული ცოდნა ესპანური ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ. იგი იცნობს ესპანურენოვანი ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ან რამდენიმე პერიოდსა და მნიშვნელოვანი ესპანელი და ლათინოამერიკელი ავტორების შემოქმედებას.

საფრანგეთისმცოდნეობაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო თეორიული ცოდნა ფრანგული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ. იგი იცნობს ფრანგული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ან რამდენიმე პერიოდსა და მნიშვნელოვანი ფრანგი ავტორების შემოქმედებას.

იტალიისმცოდნეობაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო თეორიული ცოდნა იტალიური ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ. იგი იცნობს იტალიური ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ან რამდენიმე პერიოდსა და მნიშვნელოვანი იტალიელი ავტორების შემოქმედებას.

სლავისტიკაზე  კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო თეორიული ცოდნა რუსული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ. იგი იცნობს რუსული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ ან რამდენიმე პერიოდსა და მნიშვნელოვანი რუსი ავტორების შემოქმედებას.

აღმოსავლეთმცოდნეობაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ერთ-ერთი აღმოსავლური ენის ფართო თეორიული ცოდნა. ის იცნობს ენათმეცნიერების საფუძვლებს, პრინციპებს, ძირითად თეორიებს და აქვს ცოდნა შესაბამისი ენის ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის შესახებ. მას აქვს ახლო აღმოსავლური სივრცის ლიტერატურის ფართო ცოდნა, იცნობს ერთ-ერთი აღმოსავლური ქვეყნის ლიტერატურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ავტორების შემოქმედებასა და მათ ნაწარმოებებს.

ისტორიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს წარსულის ზოგადი დიაქრონული ჩარჩოს ცოდნა (საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის), საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი რომელიმე ეპოქის ან დიაქრონული მოვლენის ფართო ცოდნა, მსოფლიოს ისტორიის ერთ-ერთი რომელიმე ეპოქის ან დიაქრონული მოვლენის ფართო ცოდნა, სხვადასხვა სახის ისტორიული კვლევის, მიდგომებისა და მეთოდების ცოდნა.

ხელოვნებათმცოდნეობაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო წარმოდგენა მსოფლიოს ხელოვნების ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდებისა და საკითხების შესახებ; აქვს შედარებით ღრმა ცოდნა ერთზე მეტი გეოგრაფიული რეგიონის ანდა ქრონოლოგიური პერიოდის სახვითი ხელოვნების შესახებ. მას შეუძლია ხელოვნების ისტორიის ცალკეული პერიოდის და ცალკეული სახელოვნებო დარგების მხატვრულ-სტილისტური და კონცეპტუალური თავისებურებების გარჩევა.

თეატრმცოდნეობაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო წარმოდგენა მსოფლიოს თეატრის ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდებისა და საკითხების შესახებ; აქვს ერთზე მეტი გეოგრაფიული რეგიონის და/ან ქრონოლოგიური პერიოდის სათეატრო კულტურის შესახებ შედარებით ღრმა ცოდნა. მას შეუძლია თეატრის ისტორიის ცალკეული პერიოდისა და ცალკეული სახელოვნებო დარგის მხატვრულ-სტილისტური და კონცეპტუალური თავისებურებების გარჩევა.

კინომცოდნეობაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ცოდნა მსოფლიოს კინემატოგრაფის ისტორიის შესახებ; იცნობს მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური კინოს წარმოშობის ისტორიას; აქვს უნარი, განიხილოს კინოს ისტორია მსოფლიოს ხელოვნების ჭრილში. მას შეუძლია სხვადასხვა ქვეყნების კინემატოგრაფის ისტორიულ, კულტურულ, ფილოსოფიურ და სოციოლოგიურ კონტექსტში გააზრება. იგი აცნობიერებს კინემატოგრაფის როლს საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

კულტურის მენეჯმენტზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა სოციოლოგიისა და ეკონომიკის ძირითადი კატეგორიებისა და კულტურის ურთიერთმიმართების შესახებ; შეუძლია კულტურული მოვლენების სოციალურ-ეკონომიკური ასპექტების გაცნობიერება და სოციალური და ეკონომიკური ანალიზის მეთოდების გამოყენება; აქვს ფართო ცოდნა კულტურის მენეჯმენტის კონცეფციების, ღირებულებებისა შესახებ.

ლიტერატურათმცოდნეობაზე  კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებისა და პრინციპების შესახებ. იგი აცნობიერებს ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნის პროცესს; აცნობიერებს ლიტერატურული ნაწარმოების მნიშვნელობასა და ღირებულებას და შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს იგი.

ქართულ ფილოლოგიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო თეორიული ცოდნა ქართული ენის მორფოლოგიის, სინტაქსის, ლექსიკოლოგიის, ენის ისტორიისა და სტილისტიკის შესახებ; იცნობს ენათმეცნიერების საფუძვლებს, პრინციპებსა და ძირითად თეორიებს; აქვს ფართო თეორიული ცოდნა ქართულენოვანი ლიტერატურის ერთ-ერთი ან რამდენიმე პერიოდის შესახებ. იცნობს ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვან ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს; იცნობს ლიტერატურათმცოდნეობის საფუძვლებსა და პრინციპებს; აქვს მშობლიური ენის კულტურული, პოლიტიკური და სოციალური კონტექსტის ფართო ცოდნა და შეუძლია, ეფექტიანად გამოიყენოს იგი კულტურათშორისი კომუნიკაციის დროს.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები