GE
ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - Business Administration (MBA)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე -  Business Administration (MBA).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი სამაგსიტრო პროგრამა - Business Administration (MBA) მიზნად ისახავს ისეთი უნარების განვითარებას, როგორიცაა სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განსაზღვრა და განხორიცელება, ბიზნეს-საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტური მართვა. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ საშულება, პროფესიონალური ცოდნის განვითარების მიზნით გამოიყენონ ბიზნეს-ქეისები და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მინაცემთა ბაზების მართვის სისტემები. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში ყველა კურსი ინგლისურ ენაზე იკითხება, რაც მისცემს სტუდენტებს თავისუფალი ნავიგაციის საშუალებას ბიზნესის თანამედროვე გარემოში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი წელს გახდა „მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის წევრი“ - CEEMAN. რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაკულტეტის სწავლების მაღალ ხარისხს.

პროგრამაზე სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია სხვადასხვა მიმართულების კვლევით პროექტებში სტუდენტების მონაწილეობა. სწავლის პროცესში სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული საქართველოს ბიზნეს გარემოს კვლევებში. დოქტორანტებთან ერთად მონაწილეობენ „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მომზადებაში, რომლის კვლევების პრეზენტაციაც იმართება ყოველკვირეულად და საკმაოდ აქტიურად შუქდება მასმედიის საშუალებით. ასევე შექმნილია საიტი, სადაც ყოველდღიურად ხდება კვლევების და სხვადასხვა ანალიტიკური მასალების განთავსება IBR.iliauni.edu.ge. დაგეგმილია ყოველკვარტალური გამოცემის მომზადებაც.

პროგრამაზე მიღება: ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხორციელდება საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის, მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა:
  • გადალახოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი;
  • 31 აგვისტომდე გაიროს რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის კანცელარია, ჩოლოყაშვილის 3/5);
  • გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო ორსაფეხურიანი გამოცდა: 31 აგვისტომდე წარმოადგინოს ესსე/სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ელ-ფოსტა: admission_business@iliauni.edu.ge ) და 4-6 სექტემბრამდე გაიაროს გასაუბრება ინგლისურ ენაში.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის კოეფიციენტია 50, ესეს ქულის კოეფიციენტია 10, გასაუბრების კოეფიციენტია 30.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
  • განაცხადი (სპეციალური ფორმა, ივსება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი ასლთან ერთად ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ.
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობა.
პოგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

ნიკოლოზ ყაველაშვილი,
ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე,
ტელ.: (+995 577) 77 40 07,
ელ-ფოსტა: nikoloz.kavelashvili@iliauni.edu.ge.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები