ინკლუზიური განათლება
საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ინკლუზიური განათლება (Maj/Min)
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: განათლების ბაკალავრი
პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 240 კრედიტი (აქედან 60 კრედიტი - ზოგადი მოდული, 120 კრედიტი - ძირითადი პროგრამა, 60 კრედიტი - მეორე პროგრამა/ თავისუფალი კრედიტები)
პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია, სტუდენტებს მისცეს ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა აღზრდის, განვითარების, განათლებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის საკითხებზე. პროგრამა მიზნად ისახავს, მისცეს სტუდენტებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და საერთოდ საზოგადოებაში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის და მათი განათლებისთვის საჭირო გარემოს განვითარების უნარი.
სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა სპეციალური განათლებისა და ინკლუზიის მთავარი პრინციპების, თეორიებისა და კონცეფციების, დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდების, განათლების თეორიებისა და მეთოდოლოგიის საფუძვლების, სწავლისა და სწავლების რიგი სტრატეგიებისა და თეორიების, საგანმანათლებლო სისტემის სტრუქტურისა და მიზნების, პედაგოგიური ეთიკის, მოსწავლის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებების, ინკლუზიური განათლების, მულტიკულტურულ და მულტილინგვურ მიდგომებისა და პრინციპების შესახებ. მას შეუძლია დარგობრივ სფეროში პრობლემების ამოცნობა და მათ გადაჭრა შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ეთიკური ნორმების გამოყენებით.

- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა დღის