GE
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ბიოლოგია, ეკოლოგია
საბაკალავრო პროგრამის დასახელება: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:  ბიოლოგია, ეკოლოგია (Maj/Min)

მისანიჭებელი კვალიფიკაცია
: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ბაკალავრი ბიოლოგიაში/ ეკოლოგიის ბაკალავრი.

პროგრამის მოცულობა კრედიტებში:  240 კრედიტი (აქედან 60 კრედიტი - ზოგადი მოდული, 120 კრედიტი - ძირითადი პროგრამა, 60 კრედიტი - მეორე პროგრამა/ თავისუფალი კრედიტები).

პროგრამის მიზანი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ინტერდისციპლინური პროგრამაა. მისი მიზანია, მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა დარგის - ბიოლოგია და ეკოლოგია - და ამ დარგებს შორის ურთიერთმიმართების შესახებ; ერთ-ერთ დარგზე კონცენტრაციის შემთხვევაში კი მისცეს შედარებით ღრმა ცოდნა ამ დარგის - ბიოლოგიის და ეკოლოგიის შესახებ.

სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთ-ერთი ან სხვადასხვა დარგისა და მათი ურთიერთმიმართების შესახებ ფართო ცოდნა.

ბიოლოგიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ბიოლოგიის ძირითადი თეორიების, კონცეფციებისა და შესაბამისი ტერმინოლოგიის ცოდნა; შესწავლილი აქვს ისეთი ბიოლოგიური დისციპლინები, როგორებიცაა ბიოქიმია, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია, მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია, იმუნოლოგია, მცენარეთა ფიზიოლოგია, ასევე სტატისტიკის საფუძვლები და ლაბორატორიული კვლევის ძირითადი მეთოდები.

ეკოლოგიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებული იცნობს ეკოლოგიის, კონსერვაციული ბიოლოგიის, ასევე გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ძირითად ასპექტებს, ეკოსისტემების ტიპებს, სტრუქტურას; სახეობებისა და ეკოსისტემების გავრცელების კანონზომიერებებს და ამ კანონზომიერებებზე კლიმატის, გეოლოგიური წარსულის, ევოლუციისა და ადამიანის საქმიანობის ზეგავლენას; იცნობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივ გამოყენებასთან დაკავშირებულ გლობალურ პრობლემებს და აკავშირებს მათ ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებთან; ფლობს საწყის უნარ-ჩვევებს გარემოსდაცვითი საკითხების გამოყენებისათვის ბიოლოგიის, მედიცინის, სოფლის მეურნეობის, ბიზნესის, სამართლისა და სხვა მომიჯნავე მიმართულებებით წარმატებული მუშაობისთვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები