GE
საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება
სამაგისტრო პროგრამის დასახელება:  საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საჯარო მმართველობის მაგისტრი.
პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 4 სემესტრი/120 კრედიტი.

პროგრამის მიზანი: საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს  საჯარო პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებთა და ანალიტიკოსთა ახალი თაობა, რომელსაც შეეძლება თავი გაართვას საჯარო პოლიტიკის სივრცეში არსებულ რთულ, კომპლექსურ გამოწვევებს, განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნების დროს.

სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს აქვს გაღრმავებული ცოდნა საჯარო პოლტიკის  შერჩეულ სფეროში; საჯარო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, მათ შორის კრიზისულ ვითარებაში. მას შეუძლია საჯარო პოლიტიკის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა, ალტერნატივების შემუშავება და საუკეთესოს გამორჩევა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები