GE
სამაგისტრო პროგრამა - განათლების ადმინისტრირება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე განათლების ადმინისტრირება.

განათლების ადმინისტრირების პროგრამა ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტისა და კალიფორნიის ლოს ანჟელესის უნივერსიტეტის (UCLA) თანამშრომლობით. სასწავლო კურსები შეიქმნა ამერიკელი და ქართველი პროფესორების ერთობლივი მუშაობით. კურსები ეფუძნება თანამედროვე შინაარსსა და სწავლების მეთოდოლოგიებს. განათლების ადმინისტრირების ამ პროგრამისთვის ქართულად სპეციალურად ითარგმნა თანამედროვე სახელმძღვანელოები და სამეცნიერო ლიტერატურა, რომლებიც უფასოდ არის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი.

სტუდენტები იძენენ ცოდნას მართვისა და განათლების შესახებ. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს პრაქტიკულ გამოცდილებას საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ინტენსიურად სწავლობენ კვლევის მეთოდებს. პროგრამა მათ სხვადასხვა ტიპის სასწავლო დაწესებულების გაუმჯობესების პროექტში ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები თავდაპირველად მოკლევადიან, ხოლო შემდეგ ერთწლიან სამაგისტრო კვლევის პროექტზე მუშაობენ.

პროგრამაზე მიღება: სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხორციელდება საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის, მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა:
  • გადალახოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი;
  • 31 აგვისტომდე გაიროს რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის კანცელარია, ჩოლოყაშვილის 3/5) და წარმოადგინოს ესე (ელექტრონული ვერსია);
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის კოეფიციენტია 0, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (ესე)  ქულის კოეფიციენტია 100.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
  • განაცხადი (სპეციალური ფორმა, ივსება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბატათი და მისი ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი ასლთან ერთად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ.
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყონის დამადასტურებელი ცნობა.
პოგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო პირი: ნინო აბესაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ.3/5, ოთახი E-210
Tel: 2 231-057;   2 220- 648
Email: graduatschool@iliauni.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები