GE
სამაგისტრო პროგრამა - სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებათა სამაგისტრო პროგრამაზე (ეკოლოგია, ბუნებათსარგებლობა (MBA),  ბუნებათსარგებლობა (MSc), სატყეო მეცნიერება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა, მოლეკულური ბიომეცნიერებები,  ბიოფარმაცია, ნეირომეცნიერებები).

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებათა სამაგისტრო პროგრამის შედეგზეა ორიენტირებული. მისი მიზანია აღჭურვოს მაგისტრანტი დარგის არჩეული მიმართულების ღრმა და სისტემური ცოდნით, განსაკუთრებიუთ არჩეული მიმართულების მიხედვით, შეასწავლოს ამ დარგის კვლევებში გამოყენებული მეთოდები, განუვითაროს  კვლევითი და ანალიტიკური უნარები.
  • ნეირომეცნიერებების მიმართულებით  პორგრამის მიზანია:
    -   სტუდენტს მისცეს სამეცნიერო საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა ნეირომეცნიერების ძირითადი მიმართულებებით (ნერვული, კუნთოვანი და სენსორული სისტემების ფუნქციების ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმების, თავის ტვინის უმაღლესი ფუნქციებისა და ინტეგრაციული მოქმედების მექანიზმების თანამედროვე კონცეფციების შესახებ);
    -   მოტივაციურ-ემოციური ქცევების ფორმირების, დასწავლისა და მეხსიერების სხვადასხვა ტიპის ნეირობიოლოგიური მექანიზმების, თავის ტვინის ლიმბური სისტემის სტრუქტურული და ფუნქციური ორგანიზაციის ფუნდამენტური საკითხების შესახებ;
    -   ძილ-ღვიძილის ციკლის ბაზისური მექანიზმების შესახებ: გააცნოს ძილის რეგულაციის თანამედროვე კონცეფციები, მისი ასაკობრივი თავისებურებები და მნიშვნელობა ზოგადად სასიცოცხლო ფიზიოლოგიური ფუნქციების განხორციელებასა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის;
    -   ტკივილის, ოპიოიდური სისტემისა და ადიქციის ნეირობიოლოგიური მექანიზმების, ოპიატების (ნარკოტიკული ნივთიერებების) მოხმარების შედეგად თავის ტვინში განვითარებული კომპლექსური ცვლილებების შესახებ;
    -   გააცნოს სქესობრივი ქცევის თანამედროვე ნეირომეცნიერული კონცეფციები;
    -   გააცნოს თანამედროვე ექსპერიმენტული კვლევების მეთოდები. ჩამოუყალიბოს ექსპერიმენტული კვლევის, მიზანმიმართული დაგეგმვისა და ჩატარების უნარ-ჩვევები.
  • ბიოფარმაციის მიმართულებით, პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე მოლეკულური ბიო-სამედიცინო მეცნიერებების შესწავლას. ყურადღება გამახვილებულია მოლეკულური პათოლოგიის, იმუნოლოგიის, ნეირობიოლოგიის, მიკრობიოლოგიის, უჯრედის რეგულაციის პრინციპების, მოლეკულური ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის შესწავლაზე, წამალთა მოქმედების მექანიზმებზე, მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების და ჰომეოპატური პრეპარატების მოქმედებაზე, წამალთაშორის ურთიერთობის და მათი სამკურნალო პოტენციალის გარკვევაზე.
  • მოლეკულური ბიომეცნიერებების მიმართულებით პროგრამის მიზანია გააცნოს მაგისტრებს ბიოლოგიის სხვადასხვა მიმართულებების მიღწევები მოლეკულურ დონეზე, შეასწავლოს ამ სფეროს კვლევის მეთოდები და რაც მთავარია, განუვითაროს ანალიზური აზროვნება. პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოლეკულურ ნეირობიოლოგიას, მიკრობიოლოგიას, სხვადასხვა პათოლოგიების მოლეკულურ საფუძვლებს.
  • ტყის მეცნიერების და ბუნებათსარგებლობის მიმართულებით პროგრამის მიზანია მოამზადოს სატყეო და ბუნებრივი რესურსების მეცნიერებისა და მართვის პროფესიონალ მენეჯერები და მეცნიერები, რომლებსაც ექნებათ უნარი მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები ბუნებირვი რესურსების მდგრადი მართვის შესახებ. პროგრამა ორინეტირებულია ასეთი სპეცალისტების კვლევითი უნარებით და კვლვითი გამოცდილებით აღჭურვაზე. მიმართულებას, რომელთა შესაბამისად სტუდენტებს მიენიჭებათ: ბიზნესის ადმისნიტრირების მაგისტრი ბუნებათსარგებლობაში, მეცნიერებათა მაგისტრი ბუნებათსარგებლობაში, სატყეო მეცნიერების მაგისტრი და ბიზნესის ადნიმისტრირების მაგისტრი ტყის რესურსების მდგრად მართვაში.
პროგრამაზე მიღება: სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხორციელდება საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის, მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა:
  • გადალახოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი;
  • 31 აგვისტომდე გაიროს რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის კანცელარია, ჩოლოყაშვილის 3/5);
  • 4-6 სექტემბერს გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის კოეფიციენტია 0, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის (გასაუბრება)  ქულის კოეფიციენტია 100.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
  • განაცხადი (სპეციალური ფორმა, ივსება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბატათი და მისი ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი ასლთან ერთად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ.
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყონის დამადასტურებელი ცნობა.
პოგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო პირი: ნინო აბესაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ.3/5, ოთახი E-210
Tel: 2 231-057;   2 220- 648
Email: graduatschool@iliauni.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები