GE
სამაგისტრო პროგრამა - თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება ორიენტირებულია პროფესიონალების მომზადებაზე, რომლებიც შეძლებენ არქიტექტურული პროექტის სრულყოფილად შესრულებას, პროექტირების თანამედროვე ტენდენციების გამოყენებას და ურთიერთთანამშრომლობას სხვა მომიჯნავე პროფესიონალებთან. სტუდენტეს ექნებათ საშუალება შეისწავლონ მოცულობითი არქიტექტურა, ქალაქგეგმარება ან/და რეკონსტურცია/რესტავრაცია. ამასთან, პროგრამის ფოკუსი გაკეთდება მდგრადი არქიტექტურის საკითხებსა და არიქტურულ ტექნოლოგებზე.  სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის პროგრამა იყენებს, როგორც პრაქტიკული ხასიათის სტუდიურ კურსებს, ასევე პრაქტიკებს არქიტექტურულ კომპანიებში. სტუდენტებს ექნებათ საშუალება სწავლისა და პრაქტიკის განმავლობაში შეძენილი ცოდნდა და გამოცდილება გამოავლინონ აქტიტექტურულ პროექტში.

პროგრამაზე მიღება: სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხორციელდება საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის, მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა:
  • გადალახოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი;
  • 31 აგვისტომდე გაიროს რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის კანცელარია, ჩოლოყაშვილის 3/5);
  • 4-6 სექტემბერს გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გასაუბრება, რომელიც გულისხმობს ინტერვიუს და ესკიზური პროექტის შესრულებას.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის კოეფიციენტია 50, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ქულის კოეფიციენტია 50.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
  • განაცხადი (სპეციალური ფორმა, ივსება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი ასლთან ერთად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ.
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყონის დამადასტურებელი ცნობა.
პოგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

პროგრამის საკონტაქტო პირი:
სახელი, გვარი: მარიკა ნინიძე, მეგი აბშილავა.
ტელეფონი: 231-79-83, 577 23 77 79; 577 23 77 72.
ელექტრონული ფოსტა: marika.ninidze@iliauni.edu.ge; megi.abshilava@iliauni.edu.ge.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები