GE
სამაგისტრო პროგრამა - უცხო ენათა ფილოლოგია და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგსიტრო პროგრამაზე უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგსიტრო ინტერდისციპლინური პროგრამა უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა ერთ-ერთე ყველაზე პოპულარული პროგრამაა. ამ პროგრამაზე სწავლა საინტერესო იქნება ყველასთვის, ვისაც სურს გაიღრმავოს ერთ-ერთი ევროპული (ინგლისური, გერმანული, ესპანური, ფრანგული, იტალიური) ენის ცოდნა; დაეუფლოს დარგობრივი (პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, ტექნიკური და სხვა) ტექსტის აგებისა და თარგმნის პრინციპებს; გაეცნოს უახლეს ენათმეცნიერულ თეორიებსა და კვლევით მეთოდებს; სიღრმისეულად გაერკვეს აქტუალურ ქართულსა და დასავლურ ლიტერატურულ პროცესებში; შეისწავლოს ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზისა და ინტერპრეტაციის თანამედროვე მოდელები.

სამაგისტრო პროგრამა ლიტერატურის/კულტურის შესწავლის და კვლევის განსაკუთრებით ფართო შესაძლებლობებს იძლევა. შედარებითი ლიტერატურა (კომპარატივისტიკა) დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიტერატურისმცოდნეობითი დისციპლინაა. ინტერკულტურული თუ ინტერდისციპლინური მიდგომები შესაძლებელს ხდის, შევისწავლოთ ლიტერატურა სხვადასხვა დარგთან შედარების გზით, ან შევისწავლოთ სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურა/კულტურა ურთიერთშედარების გზით. 

დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგისტრანტი არ არის შეზღუდული საკვლევი ლიტერატურულ-კულტურული არეალის არჩევისას. შედარებითი ანალიზის, როგორც დარგის საყრდენი პრინციპის გამოყენებით, მაგისტრანტს საშუალება ეძლევა, საკუთარი პროფესიული ინტერესის შესაბამისად აირჩიოს საკვლევი ლიტერატურულ-კულტურული არეალი; დაეუფლოს კომპარატივისტულ მიდგომებს და, ასევე, საბაკალავრო დონეზე მიღებული დარგობრივი/ლინგვისტური კომპეტენციები გამოიყენოს პროფესიულ საქმიანობაში.

შედარებითი ლიტერატურის მიმართულებით პროგრამა მაგისტრანტს აღჭურვავს შესაბამისი მეთოდოლოგიური და ანალიტიკური კომპეტენციებით, გააცნობს ძირითად ლიტერატურისმცოდნეობით მეთოდოლოგიებსა და კონცეფციებს, განუვითარებს ლიტერატურული ტექსტის შესაბამის კონტექსტში კვლევის უნარებს; ხოლო ინტერდისციპლინარული ინტერესის არსებობის შემთხვევაში მაგისტრანტს შეეძლება საჭირო კურსების გავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამებიდან.

პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტი სარგებლობს მაქსიმალური აკადემიური თავისუფლებით: შემოთავაზებული კურსების უმეტესობა არჩევითია. ამასთან, სტუდენტი თავად განსაზღვრავს, როგორი თანმიმდევრობით შეისწავლოს სასურველი კურსები. სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუდმივად ახლდება უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის ფონდი. უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ასევე ხელმისაწვდომია სამეცნიერო სტატიების აქტუალური ელექტრონული ბაზები (EB­SCO, JSTOR, Project MUSE და სხვა).
 
პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ასპექტია ის, რომ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით (DAAD, ÖAD, MUSKIE, AECID) და სასწავლებლად გაემგზავრონ დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და ავსტრიის, ესპანეთისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებში, რაშიც მათ ყოველმხრივ დაეხმარებიან პროგრამაში ჩართული პროფესორები.

პროგრამაზე მიღება: სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ხორციელდება საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის, მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა:
  • გადალახოს საერთო სამაგისტრო გამოცდის მინიმალური ზღვარი;
  • 31 აგვისტომდე გაიროს რეგისტრაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის კანცელარია, ჩოლოყაშვილის 3/5);
  • 4-6 სექტემბერს გაიაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა: ანგლისტიკის მიმართულებით- გამოცდა; გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით - ესე (ელექტრონული ვერსია); რომანული ფილოლოგიის მიმართულებით - გასაუბრება; შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით - გასაუბრება.
საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის კოეფიციენტია 0, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის   ქულის კოეფიციენტია 100.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
  • განაცხადი (სპეციალური ფორმა, ივსება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში - სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბატათი და მისი ასლი;
  • ორი ფოტოსურათი და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის დედანი ასლთან ერთად, ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ.
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყონის დამადასტურებელი ცნობა.
პოგრამაზე მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო პირი: ნინო აბესაძე
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ჩოლოყაშვილის გამზ.3/5, ოთახი E-210
Tel: 2 231-057;   2 220- 648
Email: graduatschool@iliauni.edu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები