GE
სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, გამოყენებითი ფსიქოლოგია, ევროპისმცოდნეობა
საბაკალავრო პროგრამის დასახელება: სოციალური მეცნიერებები: პოლიტიკის მეცნიერებები, სოციოლოგია, გამოყენებითი ფსიქოლოგია, ევროპისმცოდნეობა (Maj/Min).

მისანიჭებელი კვალიფიკაცია
: სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი/ სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი პოლიტიკის მეცნიერებებში/ სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი სოციოლოგიაში/ სოციალურ მეცნირებათა ბაკალავრი ფსიქოლოგიაში/ სოციალურ მეცნიერებათა ბაკალავრი ევროპისმცოდნეობაში.

პროგრამის მოცულობა კრედიტებში:  240 კრედიტი (აქედან 60 კრედიტი - ზოგადი მოდული, 120 კრედიტი - ძირითადი პროგრამა, 60 კრედიტი - მეორე პროგრამა/ თავისუფალი კრედიტები).

პროგრამის მიზანი: სოციალური მეცნიერებები ინტერდისციპლინური პროგრამაა. მისი მიზანია, მისცეს სტუდენტს ფართო ცოდნა სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დარგის - ევროპისმცოდნეობის, პოლიტიკის მეცნიერებების, სოციოლოგიის, გამოყენებითი ფსიქოლოგიის - და ამ დარგებს შორის ურთიერთმიმართების შესახებ; გააცნოს მას სოციალური მეცნიერებების განვითარების ისტორია, ძირითადი ცნებები, თეორიები, მიდგომები და კვლევის მეთოდები; განუვითაროს მას პოლიტიკური, სოციალური და ფსიქოლოგიური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და შეფასების უნარი; ერთ-ერთ დარგზე კონცენტრაციის შემთხვევაში კი მისცეს შედარებით ღრმა ცოდნა ამ დარგის შესახებ.
 
სწავლის შედეგები: კურსდამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა სოციალური მეცნიერებების ერთ-ერთი ან სხვადასხვა დარგისა და მათი ურთიერთმიმართების შესახებ; მას შეუძლია კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ინტერპრეტაცია და შეფასება.

პოლიტიკის მეცნიერებებზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა  პოლიტიკის მეცნიერებების საფუძვლების, ძირითადი კონცეფციების, თეორიების და მიდგომების, დარგის განვითარების ეტაპების, თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ; პოლიტიკური საკითხების კვლევის მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ. კურსდამთავრებულს შეუძლია პოლიტიკური იდეების, ინსტიტუციების და პოლიტიკური ქცევის ანალიზი, პოლიტიკური საკითხების და მოვლენების სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესწავლა და შეფასება.

სოციოლოგიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსადამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა სოციალური მეცნიერებების საფუძვლების, სოციოლოგიის ძირითადი კონცეფციების, თეორიებისა და მიმდინარეობების შესახებ; შეუძლია მინიმალური ხელმძღვანელობით რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის დაგეგმვა და ჩატარება ეთიკური და ტექნიკური საკითხების გაცნობიერებით.

გამოყენებით ფსიქოლოგიაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ფართო ცოდნა ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის შესახებ, შესწავლილი აქვს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიულ მიდგომები და ემპირიული აღმოჩენები, რომლებსაც ამა თუ იმ სფეროში გამოყენებულ ფსიქოტექნიკებს ეფუძნება. კურსდამთავრებულს შეუძლია მარტივი თეორიული თუ ექსპერიმენტული კვლევითი პროექტის სხვადასხვა კომპონენტის დაგეგმვა და განხორციელება წინასწარ განსაზღვრული რეკომენდაციების/ინსტრუქციების მიხედვით.

ევროპისმცოდნეობაზე კონცენტრაციის შემთხვევაში კურსდამთავრებულს აქვს ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკის, ევროკავშირის ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიის, მათი სტრუქტურისა და ფუნქციის შესახებ ზოგადი ცოდნა; შესწავლილი ექნება ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, ევროპაში მიმდინარე პროცესები, ევროპის კულტურული, სოციალური და ისტორიული ასპექტები, ევროკავშირის ინსტიტუტების როლი, ფუნქციები და პოლიტიკის მნიშვნელობა; გააზრებული აქვს ევროპაში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკა ეროვნულ, რეგიონულ, ადგილობრივ პროცესებთან და პოლიტიკასთან მიმართებაში.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები