ტრენინგი დაეხმარება მსმენელებს (სტუდენტებს, კომპანიის თანამშრომლებს, მენეჯერებს და დაინტერესებულ პირებს) დაეუფლონ თანამედროვე ეფექტური PR მენეჯმენტის პრინციპებს, დაგეგმონ და განახორციელონ PR-კამპანიები, სრულყონ კორპორაციული კულტურა, აამაღლონ კომპანიის იმიჯი, განამტკიცონ რეპუტაცია და შეინარჩუნონ ფართო საზოგადოების ნდობის ფაქტორი. ტრენინგის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობების ზუსტი ტექნოლოგიების შესწავლა და მათი ეფექტურად გამოყენება.
ტრენინგი ორ კვირიან იქნება 40 საათიანი, რაც გულისხმობს 20 საათიან სალექციო დროს და 20 საათიან ინდივიდუალურ მუშაობას (სახლში დაგეგმილი დავალებები, ტესტები, პრეზენტაციები, საკითხავი ლიტერატურა).
ტრენინგი მოიცავს: ჰენდაუთებს, დისკზე ჩაწერილ პრეზენტაციებს, სახელმძღვანელოებს, ტესტებს, სავარჯიშო მასალებს.
ტრეინინგის მსვლელობა გულისხმობს ინტერაქტიულ მუშაობას: პავარპოინტის პრეზენტაციები, პრაქტიკული სავარჯიშოები, როლური თამაშები და ვიდეო ჩვენებები.
კურსდამთავრებულებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატი და დანართი, სადაც მითითებული იქნება საგნების და საათების დასახელება და რაოდენობა.
ტრენინგის ღირებულებაა: შეთანხმებით. (კორპორატიული შეკვეთის შემთხვევაში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ფასდაკლებები).
თემატიკა:
- კომუნიკაციების მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაცია;
- საზოგადოებასთან ურთიერთობების (PR) ძირითადი პრინციპები;
- საარჩევნო PR ტექნოლოგიების მენეჯმენტი;
- პოლიტიკური PR ფსიქოლოგია; სტრეს მენეჯმენტი;
- PR სტრატეგია, PR მენეჯმენტი;
- Internet PR;
- PR და იმიჯმეიკინგი (იმიჯის შექმნა);
- მედიასთან ურთიერთობა (მედია ანონსი, პრესრელიზი, პრესკიტი, წლიური ანგარიში, პრეზენტაცია, პრესკონფერენცია);
- PR კამპანიები, პრომო აქციები;
- PR და ბრენდინგი (ბრენდის შექმნა);
- შეფასება/ტესტირება/პრეზენტაციები.
ტრენინგს ჩაატარებენ საერთაშორისო დონის ტრენერები: მაია ქავთარაშვილი, გიორგი რუსიტაშვილი, რამაზ საყვარელიძე, ბერდია ნაცვლიშვილი, ვახტანგ სურგულაძე, ელდარ პირმისაშვილი, თეონა ლომთაძე, ნინო პერტენავა.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს