GE
სპეციალური სასერთიფიკატო კურსი ინფორმაციულ უსაფრთხოებასა და კიბერ ტერორიზმში
ღირებულება: 600 ლარი
ინფორმაციული უსაფრთხოების კვლევებისა და ანალიზის ცენტრი წარმოადგენს საქართველოში პირველ და დღესდღეობით ერთადერთ ორგანიზაციას, რომელიც ორიენტირებულია ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე.
ორგანიზაციის ბაზაზე შემუშავდა სპეციალური სასერთიფიკატო ტრეინინგ კურსი, რომლის მიზანია ამ სფეროში დასაქმებულ და უბრალოდ დაინტერესბულ პირებს მისცეს სრული ინფორმაცია თანამედროვე საფრთხეებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე ფუნდამენტურ ცნებებსა და თეორიებზე ინფორმაციული უსაფრთხოების, ტერორიზმისა და დაზვერვის შესახებ.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ სათანადო დონის ცოდნა, რათა ადმინისტრირების დონეზე თავად გადაწყვიტონ პრობლემები, რომლებიც ეხება ერთიანი ინფორმაციული სისტემების მართვას და მათში სენსიტიური ინფორმაციის დაცვას, საფრთხეების პრევენციასა და პროცესების ოპტიმიზაციას უსაფრთხოების მიმართულებით.
კურსის ხანგრძლივობა:
კურსი ითვალისწინებს ინტენსიურ მომზადებას 2 თვის განმავლობაში კვირაში სამჯერ
ლექცია გრძელდება საშუალოდ 2 საათს (მათ შორის 20 წუთიანი შესვენებით)
ლექციები იმართება საღამოს საათებში (დეტალური გრაფიკის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად)
ძირითადი თემები, რომლებსაც გაეცნობიან კურსის სტუდენტები:
  • შესავალი ინფორმაციულ უსაფრთხოებაში, თანამედროვე საფრთხეები და ტენდენციები
  • შესავალი საერთაშორისო ტერორიზმში
  • შესავალი დაზვერვაში (დაზვერვის სახეები, მიზნები, ამოცანები, ხერხები და ობიექტები)
  • ტერორიზმის ისტორია და თანამედროვე საფრთხეები
  • დაზვერვის თეორია და ისტორია
  • კიბერ ტერორიზმი და ინფორმაციული უსაფრთხოება
  • საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციები
  • ანტიტერორიზმი და კონტრტერორიზმი
  • CBRN - თანამედროვე იარაღები და ტერორისტული საფრთხეები
  • დაზვერვის ქეისების განხილვა ცივი ომის პერიოდიდან
  • კიბერ შპიონაჟი - დაზვერვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით
  • ტროას ცხენი და ელექტრონული შპიონაჟის სხვა ინსტრუმენტები
  • ვირუსები, მათი ანატომია და პრევენციის გზები
  • კიბერ დანაშაული და მისი სამართლებრივი ასპექტები
  • ჰაკერები - მათთან ბრძოლის გზები და ცნობილი ქეისების განხილვა
  • "მეკობრეობის" გავლენა ეკონომიკასა და IT ინდუსტრიაზე
  • სოციალური ინჟინერია და ინფორმაციის მოპოვების სხვა გზები
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემები სოციალურ ქსელში
  • კიბერ ომები (ქეისების განხილვა საქართველოსა და ესტონეთის მაგალითებზე)
  • ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტები
  • საფრთხეების მონიტორინგი, ანალიზი და პრევენცია
  • კიბერ უსაფრთხოების როლი სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებაში
სწავლების ფორმატი:
კურსი აგებულია სწავლების ინტერაქტიულ მეთოდზე, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს წამყვანი სასწავლებლების მიერ. სალექციო კურსი მაქსიმალურად ითვალისწინებს მსმენელების აქტივობას და დისკუსიებს. ამას ხელს უწყობს სტუდენტების რაოდენობაც ჯგუფში (არაუმეტეს 7 სწტუდენტისა).
ლექციების განმავლობაში მსმენელებს გადაეცემათ უნიკალური მასალები, რომლებიც დაეხმარებათ დამოუკიდებლად განაგრძონ ცოდნის გაღრმავება. მათ ასევე ექნებათ საშუალება ისარგებლონ ცენტრის მატერიალურ ტექნიკური და სალიტერატურო ბაზით.
სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. კურსის განმავლობაში სავალდებულოა ანალიტიკური სტატიების მომზადება დავალების მიხედვით, ერთი თემატური პრეზენტაციის მოწყობა და საბოლოო გამოცდის ჩაბარება.
კურსზე ჩარიცხვის პროცესი:
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ საკუთარი ავტობიოგრაფია და რეზიუმე ჩვენს ელექტრონულ მისამართზე.
აპლიკაციის მიღების შემდეგ მოხდება გასაუბრება, რათა შეფასდეს აპლიკანტის მზაობა კონკრეტული კურსისთვის და შეირჩეს შესაფერისი ჯგუფი. საბუთების მიღების ვადები და ჯგუფების დაკომპლექტების სტატუსი პერიოდულად გამოქვეყნდება ცენტრის ვებ-გვერდზე.
მოთხოვნები აპლიკანტების მიმართ:
კურსი არ მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას
კომპიუტერულ, იურიდიულ ან უსაფრთხოების სფეროში. საკმარისია მხოლოდ კომპიუტერთან პრაქტიკული მუშაობის ცოდნა, ინტერნეტში მასალების მოძიებისა და მათი ანალიზის უნარი.
კურსის გრაფიკი:
ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს სტუდენტებს და სწორედ ამიტომ ჯგუფები დგება თითოეულ მათგანთან ინდივიდუალური გასაუბრების შემდეგ, რომლის დროსაც ხდება ოპტიმალური გრაფიკის შერჩევა.
სწავლის საფასური:
სწავლის ღირებულება სრული კურსისთვის შეადგენს 600 ლარს. (სწავლის ღირებულებაში შედის ლიტერატურა, რომელიც სტუდენტს გადაეცემა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გადასახადი)
გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით გასაუბრებიდან ერთი კვირის განმავლობაში, სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ განვადების სისტემით ვადით 2 წლამდე.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები