GE
გრანდიოზული ფასდაკლება ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის კურსზე!
ღირებულება: 85 ლარი
„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C“ გთავაზობთ გრანდიოზულ ფასდაკლებას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის ექსპრეს ტრეინინგ-კურსზე!
 
მიმდინარე აქციით და თანადაფინასების პროექტით ტრეინინგ-კურსზე 400 ლარის ნაცვლად გადაიხდით მხოლოდ 85 ლარს!
 
იმისათვის, რომ ისარგებლოთ მიმდინარე აქციით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია 24 მარტამდე!
 
ტრეინინგის დაწყების სასურველ ჯგუფს ირჩევს მსმენელი:
I ჯგუფი: შაბათი/კვირა 14სთ.30წთ - ლექციები იწყება 24 მარტიდან!
II ჯგუფი: შაბათი/კვირა 14სთ.30წთ - ლექციები იწყება 30 მარტიდან!
 
„ინოვაციური ტრეინინგ ცენტრი I T C“-ის თქვენ ირჩევთ, რადგან:
  • „I T C“ ტრეინინგ ცენტრს აქვს უკვე 6-წლიან გამოცდილება;
  • „I T C“ დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით;
  • „I T C“ ორიენტირებულია ინოვაციურ სასწავლო პროგრამებზე;
  • „I T C“ გამოირჩევა საუკეთესო სასწავლო გარემოთი და მორგებულია მსმენელის მოთხოვნებს.

ტრეინინგზე თეორიულ საკითხებთან ერთად განიხილება კონკრეტული პრაქტიკული ქეისები და თითოეულ მსმენელს ტრეინინგ-კურსის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის მასალები გადაეცემა ელექტრონულად!

ტრეინინგ ცენტრი გასცემს ორენოვან ლიცენზირებულ სერტიფიკატს!

ტრეინინგზე თეორიულ საკითხებთან ერთად განიხილება კონკრეტული პრაქტიკული ქეისები და თითოეულ მსმენელს ტრეინინგ-კურსის ფარგლებში შემუშავებული პროგრამის მასალები გადაეცემა ელექტრონულად!

კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია:
  • მასწავლებლებისთვის,
  • ფსიქოლოგებისთვის,
  • სტუდენტებისთვის,
  • მშობლებისთვის,
  • სოც.მუშაკებისთვის,
  • ექიმებისთვის და ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!
წინამდებარე სასწავლო მოდული შესაძლებლობას მისცემს არასრულწლოვან მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებს და დაინტერესებულ პირებს გაეცნონ ბავშვის/მოზარდის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და დაინახონ რა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავენ პრობლემურ ქცევას, ასევე როგორია მოზარდის მე-იდენტობის ფორმირების პროცესში, განხილული იქნება მოზარდის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარების თავისებურებები, განვითარების დარღვევის რამდენიმე ფორმა.
 
მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საუკეთესო გამოცდილებას, თეორიულ მიდგომებს და გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებსაც ექსპერტები აწყდებიან არასრულწლოვნებთან მუშაობისას, იქნება ეს მათთან კომუნიკაცია თუ მათი ასაკობრივი თავისებურებების, მოთხოვნილებებისა და მოტივების სწორად აღქმა და გაზრება.
 
საკითხისადმი ამდაგვარი - სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მოზარდის მიერ ჩადენილი არასასურველიქცევა, არა როგორც ერთი კონკრეტული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, არამედ გავიაზროთ და დავინახოთ სრული სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტი, რაც საბოლოოდ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებაში დაგვეხმარება.

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:
1. ბავშვის ინტელექტუალური ასაკობრივი განვითარების თავისებურებები: შემეცნებითი/ კოგნიტური განვითარების თეორიები; ჟ. პიაჟეს „ინტელექტუალური განვითარების თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის კოგნიტური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის კოგნიტური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი  კატეგორიისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი თავისებურებების გამოყენება სწავლა- განვითარების პროცესში.
2. ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარების კანონზომიერებები:
  • ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები; ე. ერიქსონის „პიროვნების განვითარების ფსიქო- სოციალური თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • ადრეული ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის დამახასიათებელი სოციალური და ფსიქოლოგიური/ ემოციური მახასიათებლების პრაქტიკული თვალით დანახვა და ბავშვის განვითარების პროცესში ხელშემწყობი მექანიზმების გააზრება.
3. აღზრდა და კომუნიკაცია: სოციალური გარემოს როლი ბავშვის ზრდა- განვითარების, მისი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში:
  • სოციალური დასწავლის თეორიები; ქცევითი თეორია- ბიჰევიორიზმი.
  • პოზიტიური განმტკიცების, ნეგატიური განმტკიცების, პოზიტიური დასჯის, ნეგატიური დასჯის მექანიზმები; მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები;
  • პრემარკის პრინციპი და მისი გამოყენების დადებითი შედეგები.
  • განმამტკიცებელი და ავერსიული სტიმულები, როგორც ხელშემწყობი ან/ და ხელის შემშლელი ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი
  • პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში;
  • ეფექტური და არაეფექტური სტრატეგიები; მათი ეფექტურობის/ არაეფექტურობის დასაბუთება.
  • სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება.
  • განსხვავებული სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპები;
  • რეკომენდაციები მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვთან ეფექტური მუშაობითა და კომუნიკაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.
4. როგორ ვიქცევით ბავშვის თანდასწრებით?! მოზრდილი ადამიანის ქცევა, როგორც მაგალითი ბავშვის შემდგომი ქცევისათვის.
  • მოდელირებით სწავლა. ა. ბანდურას „სოციალურ- კოგნიტური თეორია“.
  • მოდელირებით სწავლის სპეციფიკა;
  • მიბაძვით სწავლის საფეხურები;
  • მიბაძვით სწავლის ფაქტორები;
  • მიბაძვა, როგორც სწავლის წამყვანი ფორმა ბავშვებისათვის.
  • პიროვნული ფაქტორები: თვითეფექტიანობა და თვითრეგულაცია.
  • თვითეფექტიანობის რაობა და მისი მნიშვნელობა სწავლა- სწავლების პროცესში;
  • თვითრეგულაცია და თვითრეგულაციის მექანიზმები.
5. მოზარდობა- გარდამვალი ასაკი.
  • მოზარდობა, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი.
  • მოზარდობის ხანის ქრონოლოგიური ასაკის განსაზღვრა;
  • მოზარდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, როგორც სირთულე თუ “ლეგიტიმური”ასაკობრივი თავისებურება?!
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათებელი ზოგადი ასაკობრივი თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის სხეულებრივი/ ფიზიკური და მოტორული ცვლილებები;
  • მოზარდობის ხანის ფსიქოლოგიური თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათბელი კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია.
  • პიროვნული სფეროს განვითარება.
  • თვიშეფასება და თვითკონცეფცია;
  • ურთიერთსაწინაღმდეგო თავისებურებები და მათი გამოვლენის ფორმები.
ტრეინინგის მსვლელობისასთითოეული მსმენელი მიიღებს რჩევებს და მითითებებს ინდივიდუალურად თავიანთი პროფესიიდან და საქმიანობიდან გამომდინარე.
 
კურსს წარუძღვება ფსიქოლოგი: თეონა ნუცუბიძე

კურსიმოიცავს 10 სალექციო საათს.
საფასური: 85 ლარი

მსმენელს აქვს შესაძლებლობა  სურვილის მიხედვით-კურსის დასრულების შემდგომ აიღოს ორ-ენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი ტესტირების(რომელიც მოიცავს ტრეინინგზე განხილული თემების შეჯამებას) საფუძველზე.
 
ტესტირებაზე რეგისტრაციის და სერტიფიკატის საფასური შეადგენს 15 ლარს.

იმისათვის რომ ისარგებლოთ მიმდინარე აქციით 24 მარტის ჩათვლით უნდა მოახდინოთ ნაწილი თანხის (25-30 ლარის) ანაგრიშსწორება, რათა თქვენი განაცხადი გააქტიურდეს აღნიშნულ კურსზე, ხოლო დანარჩენს გადაიხდით ტრეინინგის დაწყების დროს!     
 
თანხის ანაგრსწორება უნდამოახდინოთ საბანკო ანგარიშზე:
  • ს.ს. „თიბისიბანკი“, ა/ა GE 50TB7841336080100003, მიმღებიშპს „ინოვაციურიტრეინინგცენტრი ITC“
  • ს.ს. „საქართველოსბანკი“, ა/ა GE03BG0000000725061400, მიმღები: შპს „ინოვაციურიტრეინინგცენტრი“
ან შეგიძლიათ მობრძანდეთ ტრეინინგ ცენტრში და სალაროში გადაიხადოთ რეგისტრაციის საფასური!
იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები