GE
ადამიანური რესურსების მართვის საზაფხულო ინტენსიური კურსი
ინტელექტ ცენტრი გთავაზობთ ბიზნეს ფსიქოლოგიურ ტრენინგებს.

ტრეინინგები მიმდინარეობს ინტერაქციული სწავლების სტილში ”case study” ფორმატით; აერთიანებს თეორიული ინფორმაციის გადაცემას პრეზენტაციის ფორმით და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განმტკიცებაზე ორიენტირებულ  ინდივიდუალურ და გუნდურ სავარჯიშოებს, სტრატეგიულ ბიზნეს  სიმულაციებსა და საქმიან თამაშებს.

სასწავლო პროგრამის შედეგად, ვირტუალური “სტრატეგიული ბიზნეს თამაშების” გამოყენებით, შეიძენთ და დახვეწთ ბიზნეს საქმიანობის წარმოების უნარ-ჩვევებს.

ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები:
ტრენინგი მოიცავს ორგანიზაციის  ადამიანური რესურსების მართვის ნებისმიერი ეტაპის საფუძვლიან განხილვას.
  • ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • ოგრანიზაციული მართვის სტრუქტურის შესაბამისად შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავება/მომზადება (სამუშაო აღწერილობები, ინსტრუქციები, ფუნქცია–მოვალეობები და პასუხისმგებლობები, შინაგანაწესი, სტანდარტები და ა.შ.);
  • პოზიციების შესაბამისი კომპეტენციების პროფილების ფორმირება;
  • კომპეტენციების ტესტირება და ფსიქო პორტრეტების შექმნა;
  • კადრების შერჩევა/ჰეად ჰუნტინგ ორგანიზაციის ღირებულებების შესაბამისად;
  • ორგანიზაციული კვლევა (თანამშრომლების კმაყოფილება, ლოიალურობა, შრომითი მოტივატორები და სხვა);
  • ადამიანური რესურსის მუშაობის ეფექტურობის შეფასება  ორგანიზაციაზე მორგებული  შეფასების სისტემის ფორმირებით;
  • ორგანიზაციაში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და პრობლემების მოგვარებისა და პრევენციისათვის  შესატყვისი მოქნილი სატრეინინგო პროგრამების შემუშავება;
  • კადრების განვითარების დაგეგმვა, კარიერული რუქების შექმნა;
  • ორგანიზაციის მიზნების შესაბამისი ტრენინგების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციული გუნდის მაფორმირებელი აქტივობების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მისტიური მომხმარებლის მომზადება.
ტრენინგს უძღვება: ფსიქოლოგი; ბიზნეს ტრენერი; HR კონსულტანტი – ირმა ბერძენიშვილი.

ტრენინგის ღირებულება ერთი მსმენელისთვის ტრენინგ ჯგუფში – 450 ლარი;
ტრენინგის ხანგრძლივობა - 17 ასტრონომიული სთ;
ტრენინგის ღირებულება ინდივიდუალური სწავლების შემთხვევაში – 900  ლარი;
ტრენინგის ხანგრძლივობა - 14 აკადემიური  სთ.

,,ინტელექტ ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს  ადგილობრივ და საერთაშორისო ტიპის ორგანიზაციებთან  კადრების გადამზადებაში. ბიზნეს ფსიქოლოგიური
ტრენინგების თემატიკა შემუშავებული იქნება სპეციალურად თქვენი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, ვებ გვერდიდან www.intelc.ge  გამოგზავნოთ მსმენელის ფორმა რეგისტრაციისათვის.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები