GE
ექსპრეს კურსი სოციალურ მედიაში
ღირებულება: 150 ლარი
ტრენინგის შესახებ:
სოციალური მედიის მართვა არის ხელოვნება კომპანიის წარმატებული იმიჯის შესაქმნელად. სოციალური მედიის მართვის განყოფილება თანამედროვე ორგანიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეპარტემენტია.

ჩვენს დროში – სოციალური მედიის და მედია ტექნოლოგიების ეპოქაში, არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება Facebook-მა შეცვალა და ჟურნალისტები, რომელთაც პოპულარულობა ინტერნეტით გავრცელებულმა სტატიამ ან ერთმა ვიდეომ მოუტანა.

კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობები საკუთარი თუ კომპანიის იმიჯის ფორმირებისას, რეპუტაციის შექმნისას, როგორ უნდა აწარმოონ ონლაინ პიარ კამპანია, რა შესაძლებლობებს აძლევს სოციალური მედია პოლიტიკურ პიარს, კერძო ბიზნესს და საჯარო პირს, რა ეფექტი მოაქვს ონლაინ პიარსა და მარკეტინგს საზოგადოებისთვის.

მსმენელები გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარ-ჩვევებს, რაც მათ სოციალურ მედია-ქსელებთან ურთიერთობისთვის სჭირდებათ.

პროგრამა განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დასაქმდეს სოციალური მედიის მიმართულებით და დამოუკიდებლად მართოს კომპანიის სოციალური ქსელები. ასევე მათთვის ვისაც სურს გაიღრმავოს ცოდნა ახალი მედიის მიმართულებით.

პროგრამის მსვლელობისას განხილული იქნება როგორც თეორია, ასევე, პრაქტიკული მაგალითები ქართული და უცხოური კომპანიების მაგალითზე. ზოგადად პროგრამა განაწილებულია შემდეგი პრინციპით: 30% – 70% , თეორია/პრაქტიკა.

ტრენინგის მოდულები
  • რა არის სოციალური მედია? დეფინიცია; სოციალური მედია არხები და თავისებურებები; ტექნიკური მხარეები და შესაძლებლობები; სოც. მედიის როლი მარკეტინგში და პიარში;
  • სოციალური მედია მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში; სოც. მედიის განვითარება რეგიონების მიხედვით, საერთაშორისო ქეისები, საქართველოში პოპულარული არხები; როგორ შეცვალა სოც. მედიამ მსოფლიო;
  • ინტერნეტ-მარკეტინგი; SEO - ეფექტური ინტერნეტ მარკეტინგი; კვლევა; სტრატეგია; მონიტორინგი;
  • სოციალური მედია და პიარი; ონლაინ პიარ კამპანიის დაგეგმვის პრინციპები; სოც. მედიის სხვადასხვა ხერხები და მეთოდები პიარში; ონლაინ რეპუტაცია;
  • Facebook - მარკეტინგის მძლავრი იარაღი, Google-ის პროდუქტები; Facebook-ის შესაძლებლობები, აპლიკაციები და სხვა ტექნიკური მახასიათებლები.
  • ბლოგინგი - პერსონალური, კორპორაციული;  სხვაობა პერსონალურ და კორპორაციულ ბლოგინგს შორის; ბლოგი მარკეტინგში და პიარში; მულტიმედიური მასალები;
  • ყოველი ტრენინგის შემდეგ მსმენელებს გადაეგზავნებათ ჰენდაუთები და სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარებათ მოკლე დროის განმავლობაში მიიღონ მეტი ცოდნა საგნის გარშემო.
პროგრამის ხანგრძლივობა 6 საათი, 2 შეხვედრა.

ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ ინტელექტ ცენტრის სერთიფიკატს და სარეკომენდაციო წერილს!
ლექციებს უძღვება ტრენერი - თამთა მეძმარიაშვილი - MBA მარკეტინგის სფეროში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება. დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - GIPA. ამჟამად არის „ჯიპისის“ მარკეტინგული პროექტების მენეჯერი.

ტრენინგები ჩატარება შესაძლებელია როგორც სამუშაო საათების შემდეგ ასევე  შაბათ-კვირას. ღია კარის დღეზე დასწრება შესაძლებელია ყველ დაინტერესებული პირისთვის
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები