კურსი კომპიუტერულ ლოჯისტიკაში
ლოჯისტიკა მოიცავს საქონლის ბრუნვის პროცესში მატერიალური რესურსებისა და ინფორმაციის მართვას. მისი ძირითადი მიმართულებებია: ტრანსპორტის, სავაჭრო, სასაწყობე, სამეწარმეო და დისტრიბუციის.
პროგრამა:
- პროდუქციაზე მოთხოვნის განსაზღვრა და კლასიფიკაცია. ABC ანალიზი; Incoterms;
- მომარაგების ლოჯისტიკა. შესყიდვების დაგეგმარება, Supply Chain - მოწოდების ჯაჭვი;
- მარაგები და საწყობი, რეალიზაცია–დისტრიბუციის ლოჯისტიკა;
- შეკვეთების ფორმირება, კონტროლი, კრედიტორული დავალიანების მონიტორინგი;
- ტრანსპორტირება და განბაჟება;
- წარმოების ლოჯისტიკა;
- თვითღირებულების განსაზღვრა, ფასწარმოქმნა; ფასთა დინამიკის შესახებ ანალიტიკური დასკვნების მომზადება;
- ბაზრის ანალიზი და დაგეგმარება;
- დოკუმენტაციის წარმოება და რეესტრი, კადრების მართვა, საინფორმაციო ბაზის ფორმირება და მართვის მექანიზმები;
- შედეგების ანალიზი და რაპორტირება;
- გრაფიკები და დიაგრამები.
ლოჯისტიკის მართვა სხვადასხვა პროგრამიდანაა შესაძლებელი, რადგან Excel-ი თითქმის ყველა პროგრამიდან იღებს მონაცემებს, მისი ფუნქციებითა და შესაძლებლობებით განვიხილავთ ლოჯისტიკის ძირითადი პუნქტების კონტროლს. Excel-სა და Access-ში მოხდება ამ თეორიული საკითხების პრაქტიკული განხორციელება.
კურსი განკუთვნილია სასაწყობე, სატრანსპორტო, გადაზიდვების, მომარაგებისა და დისტრიბუციის სფეროს თანამშრომლებისა და ადმინისტრაციისათვის.
კურსს უძღვება პროგრამისტ-ლოჯისტიკოსი, რომელიც შეკვეთის სახით ორგანიზაციებს უმზადებს ლოჯისტიკურ აღრიცხვა–კონტროლს, სასწავლო კურსის პრაქტიკული ამოცანები რეალური შეკვეთების მოდელებია.
ჩვენი მსმენელები არიან: ელიტელექტრონიქსი, შირნჰოფერი, გლაქსოსმიტკლაინი,"გაეროს ფონდი საქართველოში", სატრანსპორტო კომპანია "გიანტი", სამშენებლო კომპანია , სადისტრიბუციო ორგანიზაცია, სს "ვისოლი", წარმოება-მომარაგების და საბაჟოს თანამშრომლები და სხვა.
ფასი:
- ინდივიდუალურად - 400 ლარი.
- ორ კაციან ჯგუფში - 300 ლარი.
- სამ-ოთხ კაციან ჯგუფში - 250 ლარი.
სწავლის ხანგრძლივობა 24 ლექცია 1 სთ-იანი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნინო მღებრიშვილს, სასწავლო ცენტრის მენეჯერს.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ამვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს