GE
პრაქტიკული ლოჯისტიკის ინტენსიური კურსი
ლოჯისტიკა მოიცავს საქონლის ბრუნვის პროცესში მატერიალური რესურსებისა და ინფორმაციის მართვას.
მისი ძირითადი მიმართულებებია: ტრანსპორტის, სავაჭრო, სასაწყობე, სამეწარმეო და დისტრიბუციის.

ინფორმაცია კურსის შესახებ:
  • პროდუქციაზე მოთხოვნის განსაზღვრა და კლასიფიკაცია. ABC ანალიზი;  Incoterms;
  • მომარაგების ლოჯისტიკა. შესყიდვების დაგეგმარება, Supply Chain - მოწოდების ჯაჭვი;
  • მარაგები და საწყობი, რეალიზაცია–დისტრიბუციის ლოჯისტიკა;
  • შეკვეთების ფორმირება, კონტროლი, კრედიტორული დავალიანების მონიტორინგი;
  • ტრანსპორტირება და განბაჟება;
  • წარმოების  ლოჯისტიკა,
  • თვითღირებულების განსაზღვრა, ფასწარმოქმნა; ფასთა დინამიკის შესახებ ანალიტიკური დასკვნების მომზადება;
  • ბაზრის ანალიზი და დაგეგმარება;
  • დოკუმენტაციის წარმოება და რეესტრი, კადრების მართვა, საინფორმაციო ბაზის ფორმირება და მართვის მექანიზმები;
  • შედეგების ანალიზი და რაპორტირება;
  • გრაფიკები და დიაგრამები.
ლოჯისტიკის მართვა სხვადასხვა პროგრამიდანაა შესაძლებელი, რადგან Excel-ი თითქმის ყველა პროგრამიდან იღებს მონაცემებს, მისი ფუნქციებითა და შესაძლებლობებით განვიხილავთ ლოჯისტიკის ძირითადი პუნქტების კონტროლს. Excel-სა და Access-ში მოხდება ამ თეორიული საკითხების პრაქტიკული განხორციელება.

კურსი განკუთვნილია: სასაწყობე, სატრანსპორტო, გადაზიდვების, მომარაგებისა და დისტრიბუციის სფეროს თანამშრომლებისა და ადმინისტრაციისათვის.

კურსს უძღვება პროგრამისტ–ლოჯისტიკოსი, რომელიც შეკვეთის სახით ორგანიზაციებს უმზადებს  ლოჯისტიკურ აღრიცხვა–კონტროლს, სასწავლო კურსის პრაქტიკული ამოცანები რეალური შეკვეთების მოდელებია.
გაითვალისწინეთ - სასწავლო კურსის პრაქტიკული ამოცანები რეალური შეკვეთების მოდელებია;

ჩვენი მსმენელები არიან: ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში, ელიტელექტრონიქსი, შირნჰოფერი, გლაქსოსმიტკლაინი,"გაეროს ფონდი საქართველოში", სატრანსპორტო კომპანია "გიანტი", სამშენებლო კომპანია , სადისტრიბუციო ორგანიზაცია, სს "ვისოლი", წარმოება-მომარაგების და საბაჟოს თანამშრომლები და სხვა.

სწავლის ხანგრძლივობა
24 ლექცია - 1სთ -იანი.

სწავლის ღირებულება:
ინდივიდუალურად - 450 ლარი.
ორ კაციან კგუფში - 350 ლარი.
სამ-ოთხ კაციან ჯგუფში - 280 ლარი.

,,ინტელექტ ცენტრი” აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებს აგზავნის სტაჟირებაზე დასაქმების გარანტიით. მსმენელებს კურსის ბოლოს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება, გამორჩეულებს რეკომენდაციას მისცემს პედაგოგი და მათ CV-ს იტოვებს ,,ინტელექტ ცენტრის” ბაზაში, დამკვეთი კომპანიისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე ხდება მათი მონაცემების გაგზავნა. სადაც მიიღებენ რეალურ პრაქტიკას და აქტიურად გამოიყენებენ ჩვენთან მიღებულ ცოდნას. ვაკანსიის შემთხვევაში კი მათ უფრო მეტი შანსი ექნებათ, რომ დასაქმდნენ იმავე კომპანიაში.

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ჩვენი ვებ გვერდიდან www.intelc.ge გამოგზავნოთ მსმენელის ფორმა რეგისტრაციისათვის.

ასევე, შეგიძლიათ, შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები