GE
TOEFL/IELTS ინტენსიური სასწავლო კურსები
ღირებულება: 320 ლარი
"ინტელექტ ცენტრი" გთავაზობთ ინგლისური ენის TOEFL IELTS სპეციალიზებულ ინტენსიურ კურსებს.

გახსოვდეთ - დიდი წარმატება - სწორი არჩევანით იწყება!

გაითვალისწინეთ! კურსებს უძღვება: CELTA-ის (Cambridge Certificate of English Language Teaching to Adults) სერტიფიცირებული ბრიტანეთის საკონსულოს პროფესიონალი ტრენერი. ლექციები მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

TOEFL - (paper -based, IBT): კურსი გათვალისწინებულია მათთვის, ვინც სწავლის გაგრძელებას ან სპეციალისტად მუშაობის დაწყებას აპირებს აშშ-ში. მსურველმა უნდა იცოდეს ინგლისური საშუალოდ ან კარგად. სწავლის ვადა დამოკიდებულია მსმენელის ცოდნის დონეზე.

პროგრამა მოიცავს ოთხ ეტაპს:
  • Listening skill - (მოსმენა) - მოსმენის უნარის განვითარება. listening ნაწილი მოიცავს დიალოგებს, ლექციებს (გენეტიკა, ლინგვისტიკა, გეოლოგია) და დისკუსიებს, მოსმენა და შესაბამისი კითხვების პასუხი.
  • Speaking skill - (ლაპარაკი) - მოიცავს 6 ტოპიკს: 1 და 2 ტოპიკის დროს მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიაწოდოს გამომცდელს ინფორმაცია თავის თავზე, ზოგად თემებზე (მაგ. რას ნიშნავს ინტერნეტი შენთვის) 3-6 ტოპიკი დაფუძნებულია listening/reading-ის თემაზე და მოსწავლემ უნდა გააგრძელოს თემის განხილვა.
  • Reading skill- (კითხვა) - მეტად გართულებული ტექსტების განხილვა, მეთოდიკა სწრაფი კითხვისას, კითხვებზე პასუხი, სიტყვების მარაგზე მუშაობა.
  • Writing skill- (წერა) - ისწავლება ორი თემის დაწერა: ერთი - ზოგად თემებზე (300 სიტყვა), მეორე თემა listening-ზე დამოკიდებულია (150 სიტყვა)- წერის წესები და ფორმა.
TOEFL (paper -based) - კურსი შედგება 36 ლექციისგან + 3 გამოცდა:
  • Listening skill - (მოსმენა) - მოკლე და გრძელი დიალოგების გარჩევა. თემები, მოსმენა, სხვადასხვა საგნის - გეოლოგია, ისტორია, ბიოლოგია, სამედიცინო სფერო.
  • Structure - (გრამატიკის ნაწილი) - ამ ნაწილში ისწავლება წინადადებები, რომლებშიც უნდა იპოვოთ ერთი გრამატიკული შეცდომა, სულ გამოცდაზე სთავაზობენ 20-25 წინადადებას და მათი გარჩევა და შეცდომის პოვნა არის დროში შეზღუდული.
  • Reading skill- (ტექსტის გარჩევაა) - ისწავლება თემატიკური ტექსტების გარჩევა და ცალკე სიტყვების მარაგის დამუშავება. გამოცდაზე მოცემულია 4-5 ტექსტი, განსხვავებული სირთულის.
  • Writing skill - (თემის დაწერა) - კურსის დროს ისწავლება 150-200 ზოგადი თემა არა სპეციფიკური, ენის აღწერის წესები და სტრუქტურა.
მეცადინეობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფებში.
სწავლის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 18 ლექციას - 90 წთ
კურსის საფასური: 2-4 კაციან ჯგუფში - 320 ლარი
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

IELTS - კურსი გათვალისწინებულია მათთვის, ვინც მუშაობის დაწყებას აპირებს კანადასა და ევროპაში. სწავლის ვადა დამოკიდებულია მსმენელის ცოდნის დონეზე.

პროგრამა მოიცავს ოთხი უნარის შეფასებას:
  • Listening skill - (მოსმენა) - შეიცავს 4 მოსასმენ ნაწილს (საუბარი და ლექციები) მოსმენას მოჰყვება სხვადასხვა ამოცანა/ დავალება სიტყვების ჩაწერა, დაკავშირება, 3 ვარიანტიდან ერთის შერჩევა).
  • Speaking skill- (ლაპარაკი) - მოიცავს საუბარს 3 თემაზე, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიაწოდოს გამომცდელს ინფორმაცია თავის თავზე, ზოგად თემებზე (მაგ. რას ნიშნავს ინტერნეტი შენთვის)
  • Reading skill - (კითხვა) - მოიცავს 3 ტექსტის გართულებული ტექსტების გარჩევას მეთოდიკა სწრაფი კითხვისას, კითხვებზე პასუხი, სიტყვების მარაგზე მუშაობა.
  • Writing skill- (წერა) - თემის წერა: ზოგადი თემის წერა, აზრების დასაბუთება.
მეცადინეობა მიმდინარეობს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფებში
სწავლის ხანგრძლივობა: კურსი მოიცავს 18 ლექციას - 90 წთ
კურსის საფასური: 2-4 კაციან ჯგუფში - 320 ლარი;
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად.

მსმენელთა მიღება მიმდინარეობს ტესტირების საფუძველზე.

გაითვალისწინეთ! ჩვენი კურსდამთავრებულები არიან არა მხოლოდ ფიზიკური პირები, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
 
"ინტელექტ ცენტრი" აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიასთან და საუკეთესო კურსდამთავრებულებს აგზავნის სტაჟირებაზე. მსმენელებს კურსის ბოლოს ჩაუტარდებათ შესაბამისი ტესტირება, გამორჩეულებს რეკომენდაციას მისცემს პედაგოგი და მათ CV-ს იტოვებს "ინტელექტ ცენტრის" ბაზაში, დამკვეთი კომპანიისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მათი მონაცემები იგზავნება, სადაც მიიღებენ რეალურ პრაქტიკას და აქტიურად გამოიყენებენ ჩვენთან მიღებულ ცოდნას. ვაკანსიის შემთხვევაში კი მათ უფრო მეტი შანსი ექნებათ, რომ დასაქმდნენ იმავე კომპანიაში.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმა.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები