GE
ტრენინგი ბიზნესის ადმინისტრირებაში
კურსი მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირების ძირითად დისციპლინებს:
  • მენეჯმენტი;
  • მარკეტინგი;
  • ფინანსები;
  • საგადასახადო  საქმე;
  • სამეწარმეო სამართალი;
  • ფსიქოლოგიური ტრეინინგი.
კურსი გათვალისწინებულია:
როგორც დამწყები, ასევე მოქმედი მენეჯერებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც სურს წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, ან უკვე  მუშაობენ ამა თუ იმ ორგანიზაციაში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე,  მაგრამ არ ყოფნით შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომ სწორად შეძლონ ბიზნესის მართვა, დაგეგმვა, კონტროლი,  ფინანსური გათვლების წარმოება, მარკეტინგული კვლევა, ბიზნეს გეგმის შედგენა.
მიიღებენ ნებისმიერი მეწარმისთვის საჭირო სამეწარმეო და საგადასახადო საკითხებზე სრულყოფილ ინფორმაციას, შეისწავლიან იურიდიულად გამართულ დოკუმენტაციის წარმოებას.
ფსიქოლოგიური ტრენინგებზე მსმენელები შეისწავლიან გუნდური მუშაობის პრინციპებს, მოტივაციის ამაღლებას, ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკების სწორად წარმართვას, თანამშრომლებს შორის ან მომხმარებელთან წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების დროულად მოგვარებას და სხვ.
განსაკუთრებული ყურაღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო,  ასევე  ქართული კომპანიებისთვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს.
ყველაზე წარმატებული ორი სტუდენტი სტაჟირებას გაივლის ქართულ კომპანიებში.
ლექციები ტარდება საღამოს  საათებში - კვირაში 3-ჯერ;
სულ ჩატარდება - 34 -  2სთ-იანი ლექცია –  სულ 68 საათი;
თანხის გადახდა შეგიძლიათ ორ ეტაპად;
სწავლის ღირებულება 700 ლარი.
მსურველთა მიღება დაწყებულია  და მიმდინარეობს  წინასწარი ჩაწერით, მსურველთა რაოდენობა შეზღუდულია.
ჯგუფი შედგება  არაუმეტეს 10 მსმენელისგან;
სწავლის და მომსახურების ღირებულების გადახდა შეგიძლიათ, როგორც ნაღდი და  უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.
შეგახსენებთ! სასწავლო ცენტრი აგრეთვე თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან კადრების გადამზადებაში ადგილზე მომსახურებით, როგორც ჩვენს მიერ შემუშავებული,  ასევე სპეციფიური - თქვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი - სასწავლო ცენტრის მენეჯერი.
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები