GE
საჯარო გამოსვლისა და დარწმუნების ხელოვნება
ღირებულება: 380 ლარი
როგორ უნდა მოემზადოთ საჯარო გამოსვლისთვის და მოახდინოთ დადებითი გავლენა მსმენელზე?
 
ამ კითხვაზე პასუხი შეგიძლიათ საჯარო გამოსვლების და დარწმუნები ხელოვნების ტრენინგზე მიიღოთ. ეს არის კურსი თქვენთვის თუ ხართ: საშუალო და მაღალი დონის მენეჯერი, PR-ის სპეციალისტი, მარკეტოლოგი, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლი, საჯარო მოხელე, იურისტი, ჟურნალისტი... ან უბრალოდ ადამიანი, რომლის პროფესია ითხოვს დარწმუნების ხელოვნების სათანადო ცოდნას!
 
ტრენერის შესახებ:
ილია მესხი 2000 წლიდან საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის წევრი, მრავალი ტურნირის მონაწილე, ტრენერი და მსაჯი, მიყავს საჯარო სიტყვით გამოსვლის კურსი საქართველოს უნივერსიტეტში, არის ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მოწვეული ტრენერი.

კურსის თემატიკა:
  • საჯარო სიტყვით გამოსვლის პრინციპები
  • მსმენელის ანალიზი და ადაპტაცია
  • შესავლის ელემენტები, დებულების ჩამოყალიბება, დასკვნის მომზადება
  • მთავარი პუნქტების გამოყოფა, ქვეპუნქტების გამოყოფა და იერარქიული გაწერა
  • დამატებითი საპრეზენტაციო მასალების მომზადება
  • შესაფერისი, ადეკვატური, გასაგები და ხატოვანი საუბარი
  • სხეულის და ხმის ეფექტიანი გამოყენება
  • ინფორმაციული გამოსვლის ეფექტიანობის კრიტერიუმები, ინფორმაციის მიწოდების მეთოდები
  • LOGOS / PATHOS / ETHOS
  • დამარწმუნებელი და მოტივაციური გამოსვლის სტრატეგიები
ხანგრძლივობა: 1 თვე (30 საათი / 10 შეხვედრა )
ტრენინგის დღეები:
ორშაბათი19:00 - 22:00
ოთხშაბათი 19:00 - 22:00
პარასკევი 19:00 - 22:00

ღირებულება: კურსის სრული ღირებულებაა 380 ლარი
ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 მაისი
 
ტრენინგის ფორმატი:
დისკუსია/დებატები; ჯგუფური მუშაობა: პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL); შემთხვევის ანალიზი (Case study); გონებრივი იერიში (Brain storming); დემონსტრირების მეთოდი; გამოყენებული იქნება აგრეთვე ინდუქციის, დედუქციის, ანალიზისა და სინთეზის მეთოდები.

სასწავლო კურსის მიზანია:
  • შეუქმნას მსმენელს ცოდნის მარაგი საჯარო სიტყვით გამოსვლის ძირითად პრინციპებზე
  • შეასწავლოს საჯარო სიტყვით გამოსვლის მომზადების ეტაპები და სიტყვით გამოსვლის ტექნიკა
  • მიაწოდოს მსმენელს ინფორმაცია საჯარო სიტყვით გამოსვლაში არსებულ უახლეს ტენდენციების შესახებ
  • ასწავლოს მსმენელს სხვისი გამოსვლის შეფასება და კონსტრუქციული კრიტიკა.
ყოველ მსმენელს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი, ჰენდაუთი და დამატებითი ინფორმაცია საჭირო ლიტერატურაზე.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები