GE

ჯანო ბაგრატიონი #6                       ტელ.: (+995 32) 2 15 55 51        ელ.ფოსტა: study@itstep.ge
თბილისი, საქართველო                                                                        ვებგვერდი: http://www.itstep.org

მეტი
დისტანციური აკადემია - ციფრული მარკეტინგი და დიზაინი

ციფრული მარკეტინგი და დიზაინი

ტექნოლოგიუერი და ინდუსტრიული პროგრესის ერაში, დღითი დღე იცვლება ყველა სფერო და მათი არსებობის პრინციპები.

რათქმაუნდა ერთერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მიმართულება, რომელიც საოცარ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიების ცვლილებასთან ერთად, არის მარკეტინგი და რეკლამა. იცვლება მომხმარებლის ქცევის წესები, ინტერესები და გემოვნება.

დღეს ნებისმიერი – დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს.

  • როგორ მოვახდინოთ კომპანიის, ბიზნესის ან პროდუქტის პოზიციონირება?
  • როგორ დავაინტერესოთ მომხმარებელი?
  • როგორ გავზარდოთ გაყიდვების კონვერსია?
  • როგორ მივიბყროთ მომხმარებლის ყურადღება თვალისმომჭრელი რეკლამებით?
  • როგორ ვაქციოთ ჩვენი ფანტაზია, იდეები, საკუთარი ხელით შექმნილ და რეალობაში გაცოცხლებულ მაკეტებად?
  • როგორ გახდეთ ინფლუენსერი?

თუ გსურთ გაეცნოთ წარმატების ამ ფორმულას და პროფესიონალური გამოცდილება მიიღოთ, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

 პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • რა არის ციფრული მარკეტინგი
  • რა არის ციფრული მარკეტინგის ძირითადი ინსტრუმენტები და მათი გამოყენების წესები
  • როგორ შევქმნათ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და გეგმა
  • როგორ შევქმნათ ჩვენი ბრენდი და სავიზიტო (ლენდინგ) გვერდი
  • როგორ მოვახდინოთ ჩვენი გვერდის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია (SEO), Wordpres - ის ბაზაზე აწყობილი ვებგვერდის მაგალითზე.
  • როგორ განვსაზღვროთ სამიზნე აუდიტორია და დავსახოთ მათთან მისაწვდომი არხები
  • როგორ შევქმნათ და ვმართოთ სოციალური ბიზნეს გვერდები
  • როგორ შევქმნათ თვალის მომჭრელი რეკლამები სოციალური ქსელებისთვის
  • როგორ მივაწოდოთ მომხმარებლებს სიახლეები, აქციები და ვაწარმოოთ მუდმივი ვიზუალური კომუნიკაცია მათთან
  • როგორ მოვიზიდოთ მომხმარებელი ნაკლები დანახარჯებით და მივიღოთ მეტი მოგება
  • როგორ მოვახდინოთ ლიდების გენერაცია და ავაწყოთ გაყიდვების არხები (Funnel)
  • როგორ მოვახდინოთ მომხმარებლებთან ურთიერთობის მართვის მენეჯმენტი

 პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ თქვენი ბრენდი (ლოგო, ლენდინგგვერდი, სოციალური ქსელის პროფილი)
  • ონლაინ ოპტიმიზაცია გაუკეთოთ თქვენს ბიზნესს
  • დაგეგმოთ ციფრული მარკეტინგის აქტივობები და მოახდინოთ მათი ბიუჯეტირება
  • სწორად განსაზღვროთ და განავითაროთ გაყიდვების მთელი პროცესი
  • შექმნათ სარეკლამო ბანერები და გიფები სოციალური ქსელებისთვის
  • დაეუფლებით პროგრამულ ინსტრუმენტებს

დიზაინისთვის: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe After Effect

სოციალური ქსელებისთვის: Facebook Business Manager, Instagram, LinkedIn, YouTube

საძიებო სისტემებისთვის: SEO, HTML5 საწყისები Wordpres - ის ვებსაიტის მაგალითზე.

მომხმარებლების მართვისთვის: CRM -სისტემები

პროგრამის ხანგრძლივობა:

დისტანციური სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, რომელიც მოიცავს როგორც ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს და გრძელდება 6 თვე

ასინქრონული სწავლებისთვის გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო მოდული ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალის, ტესტების საშუალებით.

სინქრონული ონლაინ სწავლებისას კვირაში 2 ჯერ 3-3 საათიანი ონლაინ ლექცია ჩატარდება 6 თვის მანძილზე, სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ მენტორს ექნებათ აქტიური ინტერაქციის საშუალება. პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

კურსი განკუთვნილია: 

  • ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას
  • მათთვის ვისაც სურს მაღალანაზღაურებადი სამსახურში დასაქმება
  • მათთვის ვისაც სურს სახლიდან გაუსვლელად იმუშაოს დაისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
  • სტარტაპერებისთვის, ვისაც სურს თავისი სტარტაპ პროდუქტის ინტერნეტ სივრცეში მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალური მოგებით დარეკლამება
  • აბიტურიენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის,
  • მარკეტერებისთვის
  • პროექტის მენეჯერებისთვის

 პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შექმნით თქვენს პროფესიონალურ პორტფოლიოს.

აკადემია თავის მხრივ იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

3D დიზაინი და გრაფიკა, ანიმაცია

3ds Max, Substance Painter, Vray და Maya ერთერთი წამყვანი პროგრამებია სამგანზომილებიან მოდელირებაში, რომელსაც იყენებენ ფილმების, თამაშების, არქიტექტურის, პროდუქტის დიზაინის და სხვა უამრავ ინდუსტრიაში.

ამ პროგრამებს აქვთ ხელსაწყოების უდიდესი ბიბლიოთეკა, რომელიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის სამგანზომილებიანი საქმიანობისთვის. კურსი დაგეხმარებათ, რომ მარტივად აითვისოთ სამგანზომილებიანი გრაფიკის საფუძვლები, განვითარდნეთ თქვენთვის სასურველი მიმართულებით და გააგრძელოთ პროფესიონალური კარიერა ამავე პროგრამების გამოყენებით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაქვთ არჩეული თქვენი სამომავლო მოღვაწეობის სფერო 3D გრაფიკაში, ან თუ თქვენ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, მაგრამ არ იცით ეს კურსი გამოგადგებათ თუ არა, ორივე შემთხვევაში ეს კურსი თქვენთვისაა, რადგან:

  • კურსი მორგებულია მათზე, ვისაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება 3D გრაფიკაში.
  • კურსის მსვლელობისას მიღებული ცოდნის საფუძველზე ისწავლით სხვადასხვა დისციპლინას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ სასურველ ინდუსტრიაში.
  • ისწავლით რა არის 3D გრაფიკა და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • 3ds Max-ის ბაზაზე შექმნით სხვადასხვა ტიპის და სირთულის 3D ობიექტებს.
  • ისწავლით Substance Painter-ის ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • ისწავლით რა არის ტექსტურირება და რა პრინციპებზეა აგებული 3D ობიექტების მატერიალები.
  • Substance Painter-ის ბაზაზე შეძლებთ შექმნათ ტექსტურები თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტებისთვის.
  • ისწავლით რა არის რენდერირება და რა პრინციპებზეა აგებული რენდერინგ პლაგინები.
  • ისწავლით 3ds Max-ის ბაზაზე V-ray რენდერინგ პლაგინის გამოყენებას.
  • შეძლებთ დაარენდეროთ თქვენ მიერ შექმნილი დატექსტურირებული 3D ობიექტები ფოტორეალისტური განათებებით V-ray-ის ბაზაზე.
  • ისწავლით რა არის და რა პრინციპებზეა აგებული ანიმაცია.
  • ისწავლით Maya-ს ინტერფეისს და მასში ნავიგაციას.
  • Maya-ს ბაზაზე ისწავლით როგორ აამოძრაოთ თქვენ მიერ შექმნილი 3D ობიექტები და შექმნათ ანიმაცია.

პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:

  • შექმნათ 3D ობიექტები თამაშებსა თუ ფილმებისთვის.
  • შექმნათ სრულყოფილი ანიმაცია.
  • იმუშაოთ პროდუქტის დიზაინის სფეროში, როგორც 3D გრაფიკოსი.
  • შექმნათ სამგანზომილებიანი სარეკლამო რგოლები.
  • გამოიყენოთ მიღებული ცოდნა არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში.

პროგრამის ხანგრძლივობა:

სასწავლ პროგრამა აგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, რომელიც მოიცავს როგორც ასინქრონულ, ასევე, სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს და გრძელდება 12თვე.

ასინქრონული სწავლებისთვის გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი დისტანციური სასწავლო მოდული ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალის და ტესტების საშუალებით.

სინქრონული ონლაინ სწავლებისას კვირაში 2-ჯერ 3-3 საათიანი ონლაინ ლექცია ჩატარდება 12 თვის მანძილზე, სადაც სტუდენტებს და მენტორს ექნებათ აქტიური ინტერაქციის საშუალება. პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

კურსი განკუთვნილია:

  • ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სურს დაეუფლოს ახალ პროფესიას
  • მათთვის ვისაც სურს მაღალანაზღაურებადი სამსახურში დასაქმება
  • მათთვის ვისაც სურს სახლიდან გაუსვლელად იმუშაოს დაისტანციურად მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
  • მათთვის ვისაც სურს 3D სარეკლამო ბანერების და ვიდეოების შექმნა
  • მათთვის ვისაც სურს 3D ინდუსტრიაში მოღვაწეობა
  • მათთვის ვისაც უნდა თამაშების დიზაინერად მუშაობა
  • მათთვის ვისაც სურს მულტიპლიკაციის შექმნა
  • აბიტურიენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის
  • მარკეტერებისთვის

 პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შექმნით თქვენს პროფესიონალურ პორტფოლიოს.

აკადემია, თავის მხრივ, იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ივნისი 2020
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები