GE

ა. ყაზბეგის 34/34ბ                      ტელ.: (+995 32) 2 15 55 51        ელ.ფოსტა: study@itstep.ge
თბილისი, საქართველო                                                                  ვებგვერდი: http://www.itstep.org

მეტი
დისტანციური აკადემია - Frontend ვებ-პროგრამირება

Frontend ვებ-პროგრამირება

ისწავლეთ HTML5, CSS3 და JavaScript ერთად ერთ კურსში და გახდით წარმატებული frontend დეველოპერი 6 თვეში!

IT აკადემია STEP-ის საერთაშორისო ექსპერტებმა და მეთოდისტებმა შეადგინეს 6 თვიანი ონლაინ სასწავლო პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ პროფესიონალი Frontend Web Developer დიდი და მნიშვნელოვანი პროექტებით!

დღეს, ტექნოლოგიური და ინდუსტრიული პროგრესის ერაში ნებისმიერი – დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. ინტერნეტ სივრცეში წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ვებგვერდი წარმოადგენს. 

ხვდებით, რომ ერთადერთი ფუნქციონალი ვებ აპლიკაციის, რომელთანაც მომხმარებელი პირდაპირ ურთიერთობს არის ვებ-გვერდის მეშვეობით?

დღევანდელი მომხმარებელი ბევრს მოელის ვებ-გვერდისგან: იგი უნდა იტვირთებოდეს სწრაფად, აწვდიდეს სასურველ სერვისს და კომფორტული იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან შესვლისას.

  • როგორ შევქმნათ მიმზიდველი ვებგვერდი?
  • როგორ გავხადოთ გვერდი ადვილად წაკითხვადი და მომხმარებლისთვის ინფორმატიული?
  • როგორ მოვახდინოთ შინაარსის სტრუქტუირება და მისი განვითარება ვებგვერდზე?
  • როგორ შევქმნათ გვერდი, რომელიც ნებისმიერი მოწყობილობიდან, პორტატული კომპიუტერიდან, ტაბლეტიდან, მობილური ტელეფონიდან, სრულყოფილად იხსნებოდეს და მორგებული იყოს ვებ ბროუზერების ფართო სპექტრზე?
  • როგორ შევქმნათ დინამიური და ინტერაქტიული გვერდები?
  • როგორ შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთგვერდიანი თანამედროვე ლენდინგ გვერდები?
  • როგორ გავხადოთ ჩვენი გვერდი ინტერნეტში ძებნადი?
  • როგორ გამოვაქვეყნოთ ჩვენს მიერ შექმნილი გვერდი ინტერნეტსივრცეში

თუ გსურთ გაეცნოთ FrontEnd დეველოპერულ საიდუმლო ფორმულას, მიიღოთ პროფესიონალური გამოცდილება, და გახდეთ კონკურენტუნარიანი დეველოპერი, მაშინ ეს კურსი თქვენთვისაა!

პროგრამის ფარგლებში შეისწავლით:

  • ციფრული წიგნიერების საფუძვლებს
  • როგორ მუშაობს ვებსივრცე, მისი ფუნქციონირების პრონციპები
  • რა არის სერვერი და ჰოსტინგი
  • ვისუალური დიზაინის საფუძვლებს, UI/UX
  • HTML5 ჰიპერტექსტური მარკირების ენას
  • CSS3 სტილების კასკადური ცხრილების გამოყენებას
  • Bootstrap 4 კლიენტის მხარის ფრეიმვორქს
  • Javascript პროგრამირების ენას მიდი პროცედურული და ობიექტზე ორიენტირებული მხარით. ბიბლიოთეკა Jquery და მის Framework ენებს: Ajax, Json, TypeScript, Angular 8
  • ისწავლით თუ როგორ ჩააშენოთ თქვენს Web გვერდზე ტექნოლოგია Google map, Faceboob Apk, Google analytics
  • პროგრამის გავლის შემდეგ თქვენ შეგეძლებათ:
  • შექმნათ სხვა თანამედროვე დიზაინის, სხვადასხვა ბიზნეს პროცესებზე მორგებული ვებგვერდები და ვებპროგრამები
  • შექმნათ მომხმარებლის ქცევაზე და კომფორტზე მორგებული გვერდები.
  • გამოიყენოთ ვებ ინსტრუმენტები საიტების დაყენებისა და მართვისთვის.
  • მიღებთ Frontend ვებპროგრამირების პროფესიულ გამოცდილებას
  • შეისწავლით Backend პროგრამირების საფუძვლებს

დღეს კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად პროგრამისტები იძულებული არიან შეისწავონ პროგრამირების რამოდენინიმე ენა, რადგან ერთი უნივერსალური  არ არსებობს. არსებული სასწავლო პროგრამა საშუალებას მოგცემთ ეზიაროთ პროგრამირების საწყისებს და დასრულების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღოთ გაარძელოთ მოღვაწეობა ვებპროგრამისტის პროფესიით თუ ჩაეფლოთ პროგრამირების უკიდეგანო სამყაროში უფრო მეტი პროფესიების და უნარების შესაძენად.

პროგრამის ხანგრძლივობა:

დისტანციური სასწავლო პროგრამა აგებულია თანამედროვე სწავლების მეთოდებზე, რომელიც მოიცავს როგორც ასინქრონული, ისე სინქრონული დისტანციური სწავლების ფორმებს და გრძელდება 6 თვე

ასინქრონული სწავლებისთვის გამოიყენება სპეციალურ პლატფორმაზე აწყობილი სასწავლო მოდული ვიდეო ლექციების, პრაქტიკული დავალებების, ტექსტური სასწავლო მასალის, ტესტების საშუალებით.

სინქრონული ონლაინ სწავლებისას კვირაში 2 ჯერ 3-3 საათიანი ონლაინ ლექცია ჩატარდება 6 თვის მანძილზე, სადაც სტუდენტებს და პრაქტიკოს პროფესიონალ მენტორს ექნებათ აქტიური ინტერაქციის საშუალება. პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის საშუალებით მიიღებთ 21-ე საუკუნის სამუშაო უნარჩვევებს და შეძლებთ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

კურსი განკუთვნილია:

  • ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც სურს დაეუფლოს ახალ მომავლის პროფესიას
  • მათთვის ვისაც სურს შედარებით მოკლე დროში დაეუფლოს პროფესიას და დასაქმდეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, ვისაც უნდა თავისი კომაპნიისთვის ნაკლები დანახარჯებით მომგებიანი გვერდის შექმნა
  • სტარტაპერებისთვის ვისაც უნდა თავისი სტარტაპისთვის ლენდინგ გვერდის ანდ ვებაპლიკაციის შექმნა
  • აბიტურიენტებისთვის
  • სტუდენტებისთვის,
  • მათთვის ვისაც სურთ პროგრამის დაწერა და მიმზიდველი ვებ-საიტის გაკეთება
  • დამწყები პროგრამისტებისთვის, ვისაც სურს, თავისი მომავალი დაუკავშიროს ვებპროგრამირებას
  • მათთვის ვისაც უყვარს კოდირება და პროგრამირება

კურსი არ მოითხოვს პროგრამირების საბაზისო ცოდნას და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. პროგრამა აგებულია რეალურ პრაქტიკულ ამოცანებზე, რომლის განმავლობაშიც თქვენ შექმნით თქვენს პროფესიონალურ პორტფოლიოს.

აკადემია თავის მხრივ იზრუნებს წარმატებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიებთან დასაქმებაზე.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი სექტემბერი 2020
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები