GE
პროფესიული IT განათლება - კომპიუტერული დიზაინი და გრაფიკა
პროფესიული IT განათლება - დიზაინი და გრაფიკა
 
რამდენ საინტერესოს და უჩვეულოს მოიცავს  კომპიუტერული დიზაინისა და გრაფიკის მიმართულება, ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლით. მისი ცოდნა აუცილებელია მათთვის, ვისაც სურს იყოს შეუცვლელი, მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი თანამშრომელი ნებისმიერ კომპანიაში.
 
პროფესიონალიზმი, ფანტაზია, კრეატიული იდეები დაგეხმარებათ არამარტო შექმნათ შედევრები, არამედ განაგრძოთ აღმავალი სვლა კარიერულ კიბეზე.
 
IT აკადემია STEP-ის მეთოდისტების მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შემუშავებულია 2.5-წლიანი სწავლების პროგრამა, რომელიც აგებულია პრინციპით - "მაქსიმუმ პრაქტიკა, მინიმუმ თეორია" პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენებით.
 
სტუდენტები, რომელთაც განათლება IT აკადემია Step-ში მიიღეს, არიან თავის სფეროში სრულფასოვანი პროფესიონალები. მიღებული ცოდნა და უნარები უზრუნველყოფენ IT სფეროში წარმატებულ პროფესიულ დასაწყისს.
 
რას ვასწავლით?
თქვენ ეუფლებით არამედ 1 პროფესიას არამედ მინიმუმ 7-ს.
 
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
  • 2D გრაფიკის პროფესიულ შესწავლას (Adobe Photoshop, Adobe Ilustrator, Adobe InDesign)
  • ხატვის საფუძვლებს
  • ხელოვნების ისტორიას
  • დიზაინის საფუძვლებს
  • საფირმო სტილის სრული ციკლის შექმნას
  • სარეკლამო პროდუქციის შექმნას და მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებს
  • ტიპოგრაფიკას და გამომცემლობით სისტემებს
  • შრიფტის შექმნას
  • წინაბეჭდვით მომზადებას
  • ფოტოგრაფიას
  • UI/UX დიზაინს (Adobe XD)
  • ვიდეო რგოლების შექმნას და მონტაჟს (Adobe Premiere, Adobe After Effects) ხმის მონტაჟს
  • სოციალურ მედია-მენეჯმენტს
  • 3D დიზაინსა და მოდელირებას (3DS MAX , V – RAY, Substance Painter)
  • ინტერიერის დიზაინის საფუძვლებს (AutoCAD)
  • 3D პერსონაჟების შექმნას (ZBrush, Marvelous Designer, Maya 3D)
  • 3D ანიმაციას
ვის შეუძლია სწავლა?
ყველას 18-დან 55 წლამდე
5-სემესტრი
2,5 წელი
კვირაში 3 დღე
3 საათი
 
IT აკადემია Step-ის სასწავლო პროგრამები შეესაბამება აშშ-ის და  ევროპული აკადემიის პროგრამებს. სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. აკადემიაში ასწავლიან მაღალკვალიფიცირებული თავისივე დარგის წარმატებული პრაქტიკოსი ლექტორები.
 
როგორ გავიაროთ რეგისტრაცია?
პროგრამაზე რეგისტრაცია ხდება როგორც ონლაინ ასევე აკადემიაში ადგილზე მისვლით.
 
სტუდენტებთან სწავლის დაწყებამდე მოხდება ასევე ლექტორების გასაუბრებები.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები