GE

ჯანო ბაგრატიონი #6                       ტელ.: (+995 32) 2 15 55 51        ელ.ფოსტა: study@itstep.ge
თბილისი, საქართველო                                                                        ვებგვერდი: http://www.itstep.org

მეტი
კომპიუტერული გრაფიკა, დიზაინი და პროგრამირება სკოლის პარალელურად!
ჯუნიორ IT აკადემია 15-18  წლის მოზარდებისთვის - „კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი სკოლის პარალელურად“
 
რამდენ საინტერესოს და უჩვეულოს მოიცავს  კომპიუტერული დიზაინისა და გრაფიკის მიმართულება, ყველაფერს ვერც კი ჩამოვთვლით. გრაფიკული ვებ დიზაინი, სარეკლამო პოლიგრაფია, სავაჭრო ნიშნები, საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, მანქანათმშენებლობის ობიექტები, ტრანსპორტი, სამოსი, ინტერიერი, შეფუთვა, ეტიკეტები, ბუკლეტები, კალენდრები, სავიზიტო ბარათები, სუვენირები, ილუსტრაციები... ამ ყველაფრის შექმნის შესწავლა  შეიძლება ადრეული ასაკიდან, და იდეების რეალიზება სკოლის პარალელურად.
 
რას ვასწავლით?
  • ხატვის საფუძვლები
  • დიზაინის შესავალი
  • სოციალური მედია
  • ფოტოგრაფია
  • 2D გრაფიკა (Adobe Lightroom, Adobe Illustrator cc19, Adobe Photoshop cc19)
ვის შეუძლია სწავლა?
  • ყველას 15-დან 18 წლამდე
  • 3 სემესტრი
  • 1.5 წელი
  • კვირაში 2 დღე
  • 2 საათი
ჯუნიორ IT აკადემია 15-18  წლის მოზარდებისთვის - „პროგრამირება სკოლის პარალელურად“
 
ადრეული ასაკიდან პროგრამირების საფუძვლების და ალგორითმული აზროვნების საშუალებით ვასწავლით დამოუკიდებელ და კრიტიკულ აზროვენაბას. გამოვუმუშავებთ თვით განვითარებისა და თვით სწავლის უნარებს. ვუნვითარებთ კომპლექსური, კრეატიული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარებს.
 
თამაშების და პროექტების შექმნაზე  მუშაობისას ვუნერგავთ გუნდურობას, თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და ლიდერობის  უნარებს.
კომპიუტერი აღარ იქნება მოზარდებისთვის სათამაშო, იგი გადაიქცევა საკუთარი თამაშების და პროგრამული უზრუნველყოფის  შექმნის ინსტრუმენტად, რომელიც საშუალებას მისცემს მათ სკოლის პარალელურად მიიღონ მატერიალური სარგებელი.
 
რას ვასწავლით?
  • ვებ დეველოპმენტი
  • ობიექტურად ორიენტირებული პროგრამირება 
  • C# პროგრამირების ენის საფუძვლები
  • თამაშების შექმნა UNITE გენერატორზე
ვის შეუძლია სწავლა?
  • ყველას 15-დან 18 წლამდე
  • 4-სემესტრი
  • 2 წელი
  • კვირაში 2 დღე
  • 2 საათი
IT აკადემია Step-ის სასწავლო პროგრამები შეესაბამება აშშ-ის და  ევროპული აკადემიის პროგრამებს. სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. აკადემიაში ასწავლიან მაღალკვალიფიცირებული თავისივე დარგის წარმატებული პრაქტიკოსი ლექტორები.

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია?
პროგრამაზე რეგისტრაცია ხდება როგორც ონლაინ ასევე აკადემიაში ადგილზე მისვლით.
 
სტუდენტებთან სწავლის დაწყებამდე მოხდება ასევე ლექტორების გასაუბრებები.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ოქტომბერი 2019
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები