GE
პროფესიული IT განათლება - კომპიუტერული დიზაინი და გრაფიკა

IT Academy Step-ი, დროებით, 3 მარტიდან გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რომელიც თავისი დონით  არ ჩამოუვარდება აკადემიის პროგრამის კლასიკურ სწავლებას. მთელი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტეპერებმა ფუჭად დრო არ დაკარგონ და არ ჩამორჩნენ ტექნოლოგიურ განვითარებას.

IT აკადემია STEP არის მსოფლიო ბრენდი - IT განათლების ლიდერი. აკადემიას აქვს 80-ზე მეტი ფილიალი მსოფლიოს მასშტაბით და 20-წლიანი გამოცდილება. IT აკადემია Step- ში ახალგაზრდები შეიძენენ უნარ-ჩვევებს, რომლის საშუალებითაც შეძლებენ თავი დაიმკვიდრონ 21-ე საუკუნის კონკურენტულ ტექნოლოგიურ შრომით სივრცეში.

კომპიუტერული დიზაინისა და გრაფიკის  მიმართულებით მიღებული ცოდნა და უნარები უზრუნველყოფენ IT სფეროში წარმატებულ პროფესიულ დასაწყისს.

IT აკადემია STEP-ის მეთოდისტების მიერ შემუშავებულია 2.5-წლიანი სწავლების პროგრამა, რომელიც აგებულია პრინციპით - "მაქსიმუმ პრაქტიკა, მინიმუმ თეორია" .

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • 2D გრაფიკის პროფესიულ შესწავლას (Adobe Photoshop, Adobe Ilustrator, Adobe InDesign)
  • ხატვის საფუძვლებს
  • ხელოვნების ისტორიას
  • დიზაინის საფუძვლებს
  • საფირმო სტილის სრული ციკლის შექმნას
  • სარეკლამო პროდუქციის შექმნას და მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებს
  • ტიპოგრაფიკას და გამომცემლობით სისტემებს
  • შრიფტის შექმნას
  • წინაბეჭდვით მომზადებას
  • ფოტოგრაფიას
  • UI/UX დიზაინს (Adobe XD)
  • ვიდეო რგოლების შექმნას და მონტაჟს (Adobe Premiere, Adobe After Effects) ხმის მონტაჟს
  • სოციალურ მედია-მენეჯმენტს
  • 3D დიზაინსა და მოდელირებას (3DS MAX , V – RAY, Substance Painter)
  • ინტერიერის დიზაინის საფუძვლებს (AutoCAD)
  • 3D პერსონაჟების შექმნას (ZBrush, Marvelous Designer, Maya 3D)
  • 3D ანიმაციას

ვის შეუძლია სწავლა?

ყველას 18-დან 55-წლამდე

5-სემესტრი
2,5 წელი
კვირაში 3 დღე
3 საათი

როგორ გავიაროთ რეგისტრაცია?

პროგრამაზე რეგისტრაცია ხდება როგორც ონლაინ, ასევე აკადემიაში ადგილზე მისვლით.

სტუდენტებთან სწავლის დაწყებამდე მოხდება ასევე ლექტორების გასაუბრებები.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები