GE
იტალიური ენის კურსი

მათ ვისაც აქვს სურვილი დაეუფლოს იტალიურ ენას გთავაზობთ 3 თვიან, 6 თვიან და 1 წლიან სასწავლო კურსებს დონეების მიხედვით:

  1. იტალიური ენის სასწავლო კურსს A1, A2, B1, B2, C1, C2;
  2. იტალიაში სამუშაოდ წამსვლელთათვის დაჩქარებულ კურსებს;
  3. CILS-ის სასერთიფიკაციო გამოცდებზე გამსვლელთათვის მოსამზადებელ კურსებს;

A1- საწყისი დონე - ამ კურსის გავლის შემდეგ მსმენელი  შეძლებს გაიგოს და გამოიყენოს ყოველდღიური ფრაზები, ისაუბროს საკუთარ თავზე, შეძლოს მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა, გამართოს მარტივი დიალოგი, შეისწავლოს გრამატიკის საფუძვლები.

A2 - ამ კურსის გავლის შემდეგ მოსწავლე შეძლებს გაიგოს ხშირად გამოყენებადი წინადადებები, ისაუბროს ყოველდღიურ თემებზე, როგორიცაა ოჯახი, საყიდლები, აღწეროს საგნები, ადამიანები, შეძლოს  მარტივ სიტუაციებში კონტაქტის დამყარება, ისაუბროს აწმყოსა და წარსულ დროში.

B1 - მოსწავლეს შეუძლია გაიგოს და ისაუბროს სხვადასხვა თემებზე, გამოხატოს საკუთარი აზრი და ემოციები, გასცეს პასუხი შეკითხვებზე. შეძლებს საშუალო სირთულის ტექსტების გაგება-წაკითვას. შესწევს უნარი გაიგოს თემის მთავარი აზრი. გადმოსცემს აზრს მარტივად და თანმიმდევრულად, ეუფლება გრამატიკას საფუძვლიანად.

B2 - მსმენელს შეუძლია რთული, ტექნიკური ტექსტების გაგება. შეუძლია ისაუბროს ნებისმიერ თემაზე სწრაფად და ბუნებრივად. მსმენელი სიღრმისეულად დაეუფლება გრამატიკას. შეძლებს გაიგოს რთული საკითხების აუდიო-ვიდეო ინფორმაცია.

პროფესიული დონე C1, C2 - ეს დონე მოთხოვნადია იტალიის არაერთ უნივერსიტეტში.

ამ დონის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს  ნებისმიერ რთულ სიტუაციებში ენის ეფექტურად და მოქნილად გამოყენებას, ინფორმაციების შეჯამებას, აზრების სპონტანურად და თავისუფლად გადმოცემას.

ენის შესწავლა მიმდინარეობს თანამედროვე სასწავლო პროგრამებითა და ვიდეო-აუდიო მასალების გამოყენებით.

მსმენელთა ასაკი არ არის შეზღუდული.

A1 - B1 დონე - ინდივიდუალური მეცადინეობა - 200 ლარი; ჯგუფური - 150 ლარი - 1 თვე

B2 დონე - ინდივიდუალური მეცადინეობა - 250 ლარი; ჯგუფური - 180 ლარი - 1 თვე

C1 - C2 - ინდივიდუალური მეცადინეობა - 300 ლარი; ჯგუფური - 200 ლარი.

ენას შეგასწავლიან კვალიფიციური, პროფესიონალი პედაგოგები, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი გამოცდილება როგორც სასწავლო, ასევე სასერთიფიკაციო საგამოცდო მიმართულებით.
 

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები