GE
აქცია ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის ტრეინინგ-კურსზე!
ღირებულება: 140 ლარი

ITC - აკადემიაში დაიწყო მიღება პროფესიულ ტრეინინგ-კურსზე „ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგია“ + სერთიფიკატი!

მიმდინარეობს ფასდაკლება ტრეინინგ-კურსზე და 400 ლარის ნაცვლად  გადაიხდით 140 ლარს! იჩქარეთ! აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია!

სრული კურსის მოიცავს 10 საათს და გადანაწილდება 2სთ.30წთ.-იანი ლექციებით.

თითოეულ მსმენელს უფასოდ გადაეცემა  ტრეინინგ-კურსის ფარგლებში შემუშავებული ელექტრონული პროგრამის  მასალები.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი - შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე  (ტესტირებაზე მონაწილეობის და სერთიფიკატის საფასური - 20 ლარი)

ITC- აკადემია გასცემს ორ ენოვან ლიცენზირებულ სერთიფიკატს, რომელიც აპრობირებულია, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში!

კურსს წარუძღვება: ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი თბილისის ღია უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში - თეონა ნუცუბიძე.

სალექციო კურსი შემუშავებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება უახლეს კვლევებს და მეთოდებს!

ტრეინინგზე თეორიულ საკითხებთან ერთად განიხილება კონკრეტული პრაქტიკული ქეისები და დავალებები. 

კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია: მასწავლებლებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, სოც.მუშაკებისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პირთათვის, ექიმებისთვის და ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!

წინამდებარე სასწავლო მოდული შესაძლებლობას მისცემს  მსმენელს გაეცნონ ბავშვის/მოზარდის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და დაინახონ რა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორები განსაზღვრავენ პრობლემურ ქცევას, ასევე  როგორია  მოზარდის მე-იდენტობის ფორმირების პროცესი, განხილული იქნება მოზარდის ფსიქოსოციალური და მორალური განვითარების თავისებურებები, განვითარების  დარღვევის რამდენიმე ფორმა. მსმენელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ საუკეთესო გამოცდილებას, თეორიულ მიდგომებს  და გაითვალისწინებს იმ პრობლემებს, რომლებსაც  ექსპერტები აწყდებიან არასრულწლოვნებთან მუშაობისას, იქნება ეს  მათთან კომუნიკაცია თუ  მათი  ასაკობრივი თავისებურებების, მოთხოვნილებებისა და მოტივების სწორად აღქმა და გაზრება. 

საკითხისადმი  ამდაგვარი - სისტემური მიდგომა საშუალებას მოგვცემს დავინახოთ  მოზარდის მიერ ჩადენილი არასასურველი ქცევა, არა როგორც ერთი კონკრეტული ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, არამედ  გავიაზროთ და დავინახოთ სრული  სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტი, რაც საბოლოოდ  ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებაში დაგვეხმარება.

კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი თემები:

1. ბავშვის ინტელექტუალური ასაკობრივი განვითარების თავისებურებები: შემეცნებითი/ კოგნიტური განვითარების თეორიები; ჟ. პიაჟეს „ინტელექტუალური განვითარების თეორია.“

  • ჩვილი ბავშვის კოგნიტური განვითარების თავისებურებები; 
  • ადრეული ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თეორიები; 
  • შუა ბავშვობის შემეცნებითი განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის კოგნიტური განვითარების თავისებურებები. 
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი  კატეგორიისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი თავისებურებების გამოყენება სწავლა- განვითარების პროცესში.

2. ბავშვის სოციალური და ემოციური განვითარების კანონზომიერებები:

  • ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;  ე. ერიქსონის „პიროვნების განვითარების ფსიქო- სოციალური თეორია.“
  • ჩვილი ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები; 
  • ადრეული ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თეორიები;
  • შუა ბავშვობის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის ემოციური და სოციალური განვითარების თავისებურებები.
  • ბავშვთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისათვის დამახასიათებელი სოციალური და ფსიქოლოგიური/ ემოციური მახასიათებლების პრაქტიკული თვალით დანახვა და ბავშვის განვითარების პროცესში ხელშემწყობი მექანიზმების გააზრება.

3. აღზრდა და კომუნიკაცია: სოციალური გარემოს როლი ბავშვის ზრდა- განვითარების, მისი დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში:

  • სოციალური დასწავლის თეორიები; ქცევითი თეორია- ბიჰევიორიზმი.
  • პოზიტიური განმტკიცების, ნეგატიური განმტკიცების, პოზიტიური დასჯის, ნეგატიური დასჯის მექანიზმები; მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები; პრემარკის პრინციპი და მისი გამოყენების დადებითი შედეგები.
  • განმამტკიცებელი და ავერსიული სტიმულები, როგორც ხელშემწყობი ან/ და ხელის შემშლელი ბავშვის, როგორც დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში;
  • ეფექტური და არაეფექტური სტრატეგიები; მათი ეფექტურობის/ არაეფექტურობის დასაბუთება.
  • სტრატეგიების პრაქტიკული გამოყენება.
  • განსხვავებული სტრატეგიების პრაქტიკაში გამოყენების პრინციპები;
  • რეკომენდაციები მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბავშვთან ეფექტური მუშაობითა და კომუნიკაციით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის.

4. როგორ ვიქცევით ბავშვის თანდასწრებით?! მოზრდილი ადამიანის ქცევა, როგორც მაგალითი ბავშვის შემდგომი ქცევისათვის.

  • მოდელირებით სწავლა. ა. ბანდურას „სოციალურ- კოგნიტური თეორია“.
  • მოდელირებით სწავლის სპეციფიკა;
  • მიბაძვით სწავლის საფეხურები;
  • მიბაძვით სწავლის ფაქტორები;
  • მიბაძვა, როგორც სწავლის წამყვანი ფორმა ბავშვებისათვის.
  • პიროვნული ფაქტორები: თვითეფექტიანობა და თვითრეგულაცია.
  • თვითეფექტიანობის რაობა და მისი მნიშვნელობა სწავლა- სწავლების პროცესში;
  • თვითრეგულაცია და თვითრეგულაციის მექანიზმები.

5.მოზარდობა - გარდამვალი ასაკი.

  • მოზარდობა, როგორც მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი.
  • მოზარდობის ხანის ქრონოლოგიური ასაკის განსაზღვრა;
  • მოზარდისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, როგორც სირთულე თუ “ლეგიტიმური”ასაკობრივი თავისებურება?!
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათებელი ზოგადი ასაკობრივი თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანის სხეულებრივი/ ფიზიკური და მოტორული ცვლილებები;
  • მოზარდობის ხანის ფსიქოლოგიური თავისებურებები;
  • მოზარდობის ხანისთვის დამახასიათბელი კვებითი აშლილობები: ანორექსია, ბულიმია.
  • პიროვნული სფეროს განვითარება.
  • თვიშეფასება და თვითკონცეფცია;
  • ურთიერთსაწინაღმდეგო თავისებურებები და მათი გამოვლენის ფორმები.

ტრეინინგის მსვლელობისას თითოეული მსმენელი მიიღებს რჩევებს და მითითებებს  ინდივიდუალურად თავიანთი პროფესიიდან და საქმიანობიდან  გამომდინარე.

კურსის ბოლოს შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი
ტესტირებაზე მონაწილეობის და სერთიფიკატის საფასური - 20 ლარი.

იმისათვის რომ ისარგებლოთ  მიმდინარე ფასდაკლებით - აუცილებელია  განაცხადის შევსება ქვემოთ მითითებულ ბმულზე ან დარეგისტრირდით ტელეფონით.

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები