GE
აქცია - განვითარების დარღვევები ბავშვებსა და მოზარდებში ტრენინგ-კურსზე!
ღირებულება: 130 ლარი

„I T C“-აკადემიაში დაიწყო მიღება პროფესიულ ტრეინინგ-კურსზე "განვითარების დარღვევები ბავშვებსა და მოზარდებში" + სერთიფიკატი!

10 ნოემბრამდე მიმდინარეობს ფასდაკლება ტრეინინგ-კურსზე და 400 ლარის ნაცვლად  გადაიხდით 130 ლარს! იჩქარეთ! აუცილებელია წინასწარ რეგისტრაცია!

შესაძლებელია  სასურველი ჯგუფის არჩევა:
I ჯგუფი: კურსი ჩატარდება სასწავლო ცენტრში, შაბათ-კვირას 17.00სთ.ზე.- დაიწყება 20 ნოემბრიდან!
II ჯგუფი:  დისტანციური კურსი (ზუმის აპლიკაციის მეშვეობით) რომელიც ჩატარდება სამშაბათი-ხუთშაბათი 15სთ.ზე - დაიწყება 30 ნოემბრიდან!  

სრული კურსის მოიცავს 10 საათს და გადანაწილდება დღეში 2-სთ. -იანი ან 2სთ.30წთ.-იანი ლექციებით..

თითოეულ მსმენელს უფასოდ გადაეცემა ტრეინინგ-კურსის ფარგლებში შემუშავებული ელექტრონული პროგრამის  მასალები.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი - შემაჯამებელი ტესტირების საფუძველზე  (ტესტირებაზე მონაწილეობის და სერთიფიკატის საფასური 20ლარი)

ITC- ტრეინინგ ცენტრი გასცემს ორ ენოვან ლიცენზირებულ სერთიფიკატს,რომელიც აპრობირებულია, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორში!

კურსს წარუძღვება: ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი თბილისის ღია უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი ივანე ჯავახილის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოწვეული ლექტორი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში - თეონა ნუცუბიძე.

სალექციო კურსი შემუშავებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება უახლეს კვლევებს და მეთოდებს!

ტრეინინგზე თეორიულ საკითხებთან ერთად განიხილება კონკრეტული პრაქტიკული ქეისები და დავალებები!

კურსი არ მოითხოვს რაიმე საბაზისო ცოდნას და განკუთვნილია: მასწავლებლებისთვის, სპეც.მასწავლებლებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, სტუდენტებისთვის, მშობლებისთვის, სოც.მუშაკებისთვის, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მომუშავე პირთათვის, ექიმებისთვის და ნებისმიერი დაინტერსებული მსმენელისთვის!

ტრეინინგზე განსახილველი თემები:

დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევები

  • დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის განსაზღვრება:
  • დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის დეფინიცია;
  • დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის მახასიათებლები:
  • ენობრივი გადამუშავება
  • ვიზუალურ- სივრცითი გადამუშავება
  • ვიზუალურ- მოტორული გადამუშავება
  • ფონოლოგიური გადამუშავება
  • გადამუშავების სისწრაფე
  • მუშა მეხსიერების ფუნქციონირება
  • აღმასრულებელი ფუნქციები

დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის დიაგნოსტიკა:

  • დიაგნოსტიკური კრიტერიუმები;
  • დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის გამიჯვნა განვითარების სხვა ტიპის პრობლემისგან/ ებისგან, დიფერენციალური დიაგნოზი.
  • სწავლის სირთულე თუ დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევა?
  • სწავლის განსხვავებული სტილი თუ დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევა?
  • დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის დროს გამოსარიცხი სხვადასხვა გარემოება.

დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის შესაძლო გამოვლინებები ასაკის მიხედვით:

  • სკოლამდელი ასაკი
  • სასკოლო და დაწყებითი სკოლის ასაკი
  • შუა ბავშვობის შემდგომი ასაკი (მოზარდობის დასაწყისი)

დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის შესაძლო მიზეზები.

  • მემკვიდრეობა
  • მუცლადყოფნისას, თავის ტვინის პრენატალური განვითარების თავისებურებანი
  • თავის ტვინის ფუნქციური ასიმეტრია
  • გარემო ფაქტორები
     

დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის ტიპები:

  • კითხვის უნარის სპეციფიკური დარღვევა
  • წერის უნარის სპეციფიკური დარღვევა
  • მათემატიკური/ ანგარიშის უნარის სპეციფიკური დარღვევა

დასწვალის უნარის სპეციფიკური დარღვევების ეპიდემოლოგია.

დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის მქონე ბავშვების/ მოზარდების დახმარება:

  • დახმარება ოჯახში
  • დახმარება სასწავლო დაწესებულებაში
  • პროფესიული დახმარება

დასწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევის მქონე ბავშვების/ მოზარდების სწავლება.

აუტისტური სპექტრის აშლილობა

აუტიზმის სპექტრის აშლილობის გავრცლება და აქტუალობა.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის რაობა:

  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის შინაარსი;


აუტიზმის სპექტრის აშლილობის ძირითადი მახასიათებლები:

  • კომუნიკაცია
  • სოციალური ურთიერთობები, სოციალური ინტერაქცია
  • ქცევა, შეზღუდული ინტერესები

აუტიზმის სპექტრის აშლილობასთან შესაძლო თანხმლები მდგომარეობები:

  • გულყრები, ეპილეფსია
  • გენეტიკური დარღვევები
  • პიკა
  • კუჭ-ნაწლავის დარღვევები
  • ძილის დარღვევა
  • სენსორული ინტერაქციის დარღვევა
  • ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობა
  • შფოთვითი აშლილობა
  • დარღვევები სხვა სფეროებში

აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოსტიკა:

  • დიაგნოსტიკური კრიტერიუმები;
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის გამიჯვნა განვითარების სხვა ტიპის პრობლემისგან/ ებისგან, დიფერენციალური დიაგნოზი.
     

ბავშვის ასაკის გათვალისწინებით საყურადღებო ნიშნები:

  • რას ვამჩნევთ, როდის და როგორ?


აუტიზმის სპექტრის აშლილობის შესაძლო მიზეზები:

  • დედასთან, ნაყოფსა ან/და ახალშობილთან დაკავშირებული ფაქტორები
  • გენეტიკური ფაქტორები
  • გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორები
  • ბიოლოგიური ფაქტორები
  • სოციო- ფსიქოლოგიური ფაქტორები
  • სხვა შესაძლო ფაქტორები

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების/ მოზარდების დახმარება/ ინტერვენცია:

 

  • სხვადასხვა თერაპიული მიდგომა:
  • ABA თერაპია, მისი მნიშვნელობა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის.
  • VB თერაპია, მისი მნიშვნელობა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის.
  • PRT თერაპია, მისი მნიშვნელობა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის.
  • ESDM და მისი მნიშვნელობა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის.
  • სხვა თერაპიული მიდგომები (DIR, RDI, TEACCH, SCERTS) და მათი მნიშვნელობა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის.
  • აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სამედიცინო დახმარება.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთანინტერვენციის დაგეგმვა/ განხორციელება, ინტერვენციის პროცესი.

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების/ მოზარდების სწავლება:

  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების/ მოზარდების ჩართვა სასკოლო გარემოში.
  • აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ინტეგრაცია საბავშვო ბაღში.

ტრეინინგის მსვლელობისას თითოეული მსმენელი მიიღებს რჩევებს და მითითებებს  ინდივიდუალურად თავიანთი პროფესიიდან და საქმიანობიდან  გამომდინარე.

კურსი მოიცავს 10-სალექციო საათს.

მსმენელს აქვს შესაძლებლობა  სურვილის მიხედვით- კურსის დასრულების შემდგომ აიღოს ორ-ენოვანი ლიცენზირებული სერთიფიკატი ტესტირების(რომელიც მოიცავს ტრეინინგზე განხილული თემების შეჯამებას)  საფუძველზე.

ტესტირებაზე რეგისტრაციის და სერთიფიკატის საფასური შეადგენს  20-ლარს.

იმისათვის რომ ისარგებლოთ მიმდინარე ფასდაკლებით - აუცილებელია  განაცხადის შევსება მითითებულ ბმულზე და უნდა მოახდინოთ ნაწილი თანხის  (25 ან 30ლარის)  ანგარიშსწორება 20 ნოემბრამდე რათა თქვენი განაცხადი გააქტიურდეს აღნიშნულ კურსზე,  ხოლო დანარჩენს გადაიხდით სასწავლო ცენტრში ტრეინინგის დაწყებამდე.
თანხის ანაგრიშსწორება უნდა მოახდინოთ საბანკო ანგარიშზე:
ს.ს. „საქართველოსბანკი“ , ა/ა  GE34BG0000000525726521 
მიმღები: შპს „აკადემია“  

იჩქარეთ! რაოდენობა შეზღუდულია!

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები