GE

იპოლიტე ხვიჩიას ქუჩა N17               ტელ: (+995) 591 97 65 36     ელ.ფოსტა: llcwinandwin@gmail.com
თბილისი, საქართველო                                (+995) 591 19 47 59

მეტი
ტრენინგი თემაზე არასრულწლოვანთა და სრულწლოვანთა განრიდების პროგრამა
ღირებულება: 30 ლარი
პროგრამაზე რეგისტრაცია
იურიდიული კომპანიაWin & Win გთავაზობთ ტრენინგს თემაზე არასრულწლოვანთა და სრულწლოვანთა განრიდების პროგრამა.
 
ტრენინგი განკუთვნილია:
  • განრიდების პროგრამის არსითა და მოქმედების სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებით დაინტერესებული პირებისათვის;
  • იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის;
  • მათთვის, ვისაც სურთ მომავალში სპეციალიზაცია გაიარონ არასრულწლოვანთა უფლებადამცველის სტატუსის მოსაპოვებლად.
სასწავლო კურსის შინაარსი:
  • განრიდების ინსტიტუტის მნიშვნელობა და მიზნები;
  • არასრულწლოვანთა განრიდება;
  • სრულწლოვანთა განრიდება;
  • განრიდებაში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობები;
  • განრიდება და მედიაცია;
  • დაზარალებულის როლი მედიაციის პროცესში.
ტრენინგის ფარგლებში გაეცნობით განრიდების პროგრამის საფეხურებს; სტატისტიკურ ინფორმაციას; ინფორმაციას მიიღებთ განრიდებაში ჩართულ მხარეებთან დაკავშრებით. ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია როლური თამაშები და კაზუსების განხილვა, რაც გაგიადვილებთ მღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
 
ტრენინგი ორიენტირებულია მონაწილეთათვის კონკრეტული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე, შესაბამისად წარიმართება ინტერაქტიულ რეჟიმში - შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები. ტრენინგის შემდეგ, თქვენ შეძლებთ თავად გააანალიზოთ განრიდების პროგრამის მნიშვნელობა, მისი მასშტაბები და საქართველოში დამკვიდრების არეალი. ამასთან, შესაძლებლობა გექნებათ მიღებული ინფორმაცია გაითვალისწინოთ პრაქტიკული საქმიანობის/აკადემიური კვლევის დროს.
 
ტრენერი - სალომე ადეიშვილი
პროკურორი, საქართველოს პროკურატურა

ტრენინგის ხანგრძლივობა: 6 საათი
თარიღი, დაწყების დრო: შაბათი, 30.11.2017, 13:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 30 ლარი

ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
 
რეგისტრაციისთვის ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადარიცხონ მონაწილეობის საფასური ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე და უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.
მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
მიმღების დასახელება: შპს ვინ ენდ ვინ
საიდენტიფიკაციო კოდი: 405232760
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE51BG0000000241555500

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი დეკემბერი 2017
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები