GE
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (შპაიერი) აცხადებს მიღებას ერთობლივ სამაგისტრო  პროგრამაზე - ”საჯარო  მმართველობა”
“საჯარო მმართველობა” საერთაშორისო დონის პროექტია, რომელიც უზრუნველყოფს თანამედროვე ადმინისტრირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას სახელმწიფო მართვის ყველა დონეზე.
პროგრამის ხანგრძლივობაა ოთხი სემესტრი.
ლექციებს წაიკითხავენ საჯარო მმართველობის სფეროში საერთაშორისო აღიარების მქონე გერმანელი პროფესორები.
პროგრამის ფარგლებში  სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ:
  • ცალკეული კურსი მოისმინონ გერმანიაში;
  • სამაგისტრო ნაშრომი შეასრულონ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
სამაგისტრო პროგრამა შედგება შემდეგი მოდულებისაგან:
  • სახელმწიფო მმართველობის სამართლებრივი საფუძვლები;
  • სახელმწიფო და ეკონომიკა;
  • ორგანიზაცია და მენეჯმენტი;
  • ბიუჯეტი და ფინანსები;
  • პერსონალი და ხელმძღვანელობა;
  • კომუნიკაცია;
  • სახელმწიფო მმართველობის ევროპეიზაცია და ინტერნაციონალიზაცია;
  • ადგილობრივი თვითმმართველობა.
პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობები:
  • მსურველები უნდა ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და ინგლისურ ენას;
  • ჩაბარებული უნდა ქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საბუთები მიიღება 2009 წლის 15 სექტემბრიდან-30 სექტემბრამდე.
სამაგისტრო პროგრამის ღირებულება შეადგენს წელიწადში 3000 ლარს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი № 3;
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე   კორპუსი, ოთახი № 116.
საკონტაქტო პირი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე: თეა ჯუღელი
ტელ: 25 03 24, 877241199
ელ–ფოსტა: tea.jugeli@tsu.ge
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები