GE

კოსტავას ქ. 77ა                         ტელ.: (+995 32) 238 36 76           ელ.ფოსტა: info@jag.ge
თბილისი, საქართველო                     (+995) 558 59 11 95          ვებგვერდი: http://jag.ge/

მეტი
პედაგოგებისთვის უფასო ტრენინგი მეწარმეობის საფუძვლებში!
პედაგოგთა მომზადება მეწარმეობის საფუძვლებში!
 
“ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ ხელს უწყობს მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერებისა და დასაქმებისთვის მზაობის უნარების განვითარებას ახალგაზრდებში, რაც თანხვედრაშია როგორც  „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია − საქართველო 2020“-თან, ისე „განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021“-თან.
 
ამჟამად, „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს’’ მიერ მომზადებული პროგრამით და სასწავლო მასალებით, საჯარო სკოლებში ისწავლება „მეწარმეობის საფუძვლები’’, რომელიც არის არჩევითი საგანი.
 
თუ თქვენი სკოლა აირჩევს აღნიშნულ საგანს, ჩვენ ჩაგრთავთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტში „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში“, რომლის ფარგლებშიც უსასყიდლოდ გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებას:
  • მასწავლებლის მომზადებას;
  • მასწავლებლის ჩართვას სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში;
  • ყველა მასწავლებლისა და მოსწავლისთვის საჭირო რესურსების და მასალების გადაცემას;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, გამოფენა-გაყიდვებსა და ინოვაციების ბანაკებში მონაწილეობას;
  • სწავლების შესახებ კონსულტაციებს ცხელი ხაზის მეშვეობით;
  • მოსწავლეების  Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესში ჩართვას.
The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირების პროგრამა ევროპაში დამკვიდრებული სტანდარტებით 15-დან 25 წლამდე ასაკის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის;  „მეწარმეობის“ პროგრამის გავლა შესძენს საჭირო უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც დაეხმარებათ საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ან წარმატებით დასაქმებაში.
 
ESP-ის ჩაბარებით დასტურდება, რომ მოსწავლე/სტუდენტი ფლობს მეწარმეობრივ უნარებს და კომპეტენციებს, რაც  კონკრენტულ უპირატესობას სძენს მას სამუშაო ბაზარზე შესვლისას, ზრდის დასაქმების შანსს, დამსაქმებლებს აძლევს ნათელ სურათს პოტენციურ კანდიდატთა შესახებ.
 
ტრენინგის ბოლოს „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ გასცემს კურსის სრულად გავლის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ცნობადია მსოფლიოს 123 ქვეყანაში.
 
„ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი რესპუბლიკაში, მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
 
Junior Achievement WorldWide არის მსოფლიოში უდიდესი საგანმანათლებლო კლასტერი, რომელიც ფუნქციონირებს 123 ქვეყანაში. შესაბამისად, მის მიერ გაცემული სერტიფიკატი ცნობადია 123 ქვეყანაში. მისი მთავარი მიზანია „ახალგაზრდების მომზადება გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად“.
 
Junior Achievement დაფუძნდა 1919 წელს. მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას. 
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ივნისი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები