GE
უფასო ტრენინგი დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის ბიზნესის უნარ-ჩვევებში

ჯუნიორ ეჩივვმენტ საქართველო, სთავაზობს დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს, უფასოდ გაიარონ "ბიზნესის უნარ-ჩვევების" პედაგოგთა მოსამზადებელი ონლაინ ტრენინგი.

  • ტრენინგი ჩატარდებაა 16 სექტემბერს 16:00-20:00 საათამდე.
  • ტრენინგს ექნება ონლაინ სახე და გაიმართება ზუმის აპლიკაციის გამოყენებით.

ტრენინგის დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცემათ 123 ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი

ბიზნესის უნარ-ჩვევების დაწყებითი განათლების პროგრამების ქართული ვერსია მომზადდა "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო"-ს მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) ფარგლებში, რომლის მიზანია კითხვის, მათემატიკისა და ბიზნესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება დაწყებით კლასებში საქართველოში. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა ინტეგრირებულია STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) უნარების სწავლებასთან.

პროგრამა ახალგაზრდებში ავითარებს, ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორიცაა: სამუშაოსთვის მზაობა, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება.

"ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო" შესაძლებლობას აძლევს ყველა სკოლას, მათ შორის კერძო სკოლებსაც, ჩაერთონ ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამაში, რათა აღნიშნული უნარ ჩვევები და სასწავლო მეთოდოლოგია უფრო მეტი მოსწავლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

 იხილეთ პროგრამები კლასების მიხედვით:

  • I კლასის „ჩვენ თვითონ“, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ჩვენ თვითონ 
  • II კლასის „ჩვენი ოჯახი“, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ჩვენი ოჯახი
  • III კლასის „ჩვენი საზოგადოება“, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ჩვენი საზოგადოება 
  • Vკლასის „ჩვენი ქალაქი“, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ჩვენი ქალაქი 
  • V-VI კლასის „ჩვენი რეგიონი“, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ჩვენი რეგიონი 
  • VI-VII-VIII კლასის „ჩვენი ქვეყანა“, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ჩვენი ქვეყანა 
  • VII-VIII-IX კლასის „ფულზე მეტი“, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ფულზე მეტი 
  • IX-X-XI-XII კლასის „იყავი მეწარმე“, ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: იყავი მეწარმე
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები