GE
პროგრამა ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში - 2
ღირებულება: 749 ლარი
CLS - გამოიყენე რეალური შანსი - გახდი წარმატებული ადვოკატი ჩვენთან ერთად! აქცია! სწავლა 0% 24 თვემდე განვადებით.

"კავკასიის ადვოკატთა სკოლა CLS"-ს სამოქალაქო სამართლის სკოლა გიწვევთ იურისტებს, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს 3 თვიან კომპლექსურ სერთიფიცირებულ პროგრამაზე ადვოკატის საპროცესო უნარ-ჩვევებში.
CLS გაძლევთ რეალურ შანსს, 3 თვეში შეიძინოთ და გაიღრმავოთ აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გახდეთ ევროსტანდარტების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი ადვოკატი.

რატომ უნდა ისწავლოთ CLS -ში?
CLS -ის პროგრამებს უძღვებიან ცნობილი პროფესორები, ადვოკატები და მოსამართლეები. CLS -ის პროგრამა ეფუძნება სამართლის და სხვა დარგებში საქართველოსა და უცხო ქვეყნის გამოცდილებას. პროგრამის დასრულებისას გათვალისწინებულია სტაჟირება. CLS გახლავთ ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მინიჭებული აქვს ორგანიზაციული აკრედიტაცია.

CLS - ში მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია 0% 24 თვემდე მომენტალური განვადებით.

კრედიტები: სტუდენტებს სკოლის გავლა ჩაეთვლებათ სამართლის კლინიკად და სტაჟირებად, უნივერსიტეტებში მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტები (თუ ეს კომპონტები გათვალისწინებულია შესაბამის უნივერსიტეტში).
ინფრასტრუქტურა: CLS -ში სწავლა გააჩნია ევროსტანდარტების შესაბამისი დონის ინფრასტრუქტურა, აუდიტორიები, საპრეზენტაციო დარბაზები და ბიბლიოთეკა.

პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საგნებს:
  • სამოქალაქო საპროცესო უნარ- ჩვევები: 32 სთ ტრენერი შალვა ქურდაძე ადვოკატი, სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი;
  • ადმინისტრაციულ საპროცესო უნარ - ჩვევები: 14 სთ. ტრენერი ნინო ქადაგიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
  • სამართლებრივი მართლწერა (საპროცესო დოკუმენტაციის შედგენა): 10 სთ. - ტრენერები მარი ჭყონია (სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე), ზურაბ ჭყონია ადვოკატი, ას. პროფესორი;
  • რიტორიკა - სასამართლო მჭერმეტყველება: 12 სთ. - ტრენერი ცირა ბარბაქაძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
    ელექტრონული მართლმსაჯულება 6 სთ - ტრენერი მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი.
პროგრამის გავლის შედეგად მსმენელები შესძლებენ:
  • სასამართლოზე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეთა დამოუკიდებლად წარმართვას;
  • სამართლებრივი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას;
  • სასამართლოზე სიტყვის დასაბუთებულად და დამაჯერებლად წარმოთქმას, კამათს;
  • სამართლის ცოდნის ეფექტურად გამოყენებას პრაქტიკული საქმიანობისას;
  • კრიტიკული ანალიზისა და მტკიცებულებებზე დამყარებული დასკვნის გაკეთებას;
  • დოკუმენტაციის მომზადებას (სარჩელის, შუამდგომლობის, საჩივრების და სხვა) და მასში ცვლილებების შეტანას.
სწავლების შედეგების მიღწევის მეთოდები:
  • ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები;
  • იმიტირებული სასამართლო პროცესები;
  • ინტერაქტიული მეცადინეობები;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • ახსნა-განმარტების მეთოდი;
  • სიტუაციური ამოცანები;
  • როლების განაწილება;
  • შესწავლა და ანალიზი;
  • პრობლემის გადაჭრაზე ორიეტირებული სავარჯიშოები;
  • გუნდური მუშაობა.
ჩვენი პარტნიორები
  • თბილისის საქალაქო სასამართლო;
  • თბილისის მერიის თბილისელების ადვოკატის სამსახური;
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
სკოლაში I ნაკადის სწავლა სრულდება.

პროგრამა განკუთვნილია:
  • იურისტებისათვის;
  • მოქმედი ადვოკატებისათვის;
  • სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, რომლებსაც გავლილი აქვთ სამოქალაქო პროცესი.
სკოლაში სწავლის ხანგრძლივობა - 3 თვე.
საკონტაქტო დღეები: კვირაში 2 დღე ( უქმე და დასვენების დღეების გარდა).
საკონტაქტო დრო: 2 სთ. -2,5 სთ. 18:30 სთ.

აქცია სწავლა 0% განვადებით:
CLS -ში შესაძლებელია სწავლა 0% პროცენტიანი მომენტალური განვადებით (24 თვემდე). განვადების დამტკიცება შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენით. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა CLS -ს სერთიფიკატი.

წარმოსადგენი საბუთები:
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • 1 ფოტოსურათი 3/4/;
  • CV;
  • დიპლომის ასლი (სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა სასწავლებლიდან).
მიმდინარეობს რეგისტრაცია!
გაითვალისწინეთ, მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები