GE

ჩარგლის ქ. 73                         ტელ: +995 (32) 261 12 98       ელ–ფოსტა: ciu@ciu.edu.ge
თბილისი, საქართველო                 +995 (32) 294 59 92       ვებ–გვერდი: http://www.ciu.edu.ge
                                                                                                        ფეისბუქი: https://goo.gl/ZdkL8D

მეტი
კურსები სამ საგანში: react, python და კალკულუსი

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საკვირაო სკოლა გთავაზობთ კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამირების ენების შესწავლას, რომლებიც ინოვაციურ, პრაქტიკულ და დიდი პოტენციალის მქონე მიდგომას წარმოადგენს მსოფლიო ბაზარზე პროგრამირების/აპლიკაციების შექმნის მიმართულებით.

Python - React - Calculus

კსუ-ის საკვირაო სკოლის სპეციალისტებმა შეიმუშავეს 3 კურსი: React, Python და კალკულუსი. პირველი ორი არის პროგრამირების ენები, ხოლო კალკულუსის კურსი კი მორგებულია იმ ალგორითმების შესწავლაზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ზემოთ აღნიშნული პროგრამირების ენების ათვისებისათვის.

სამიზნე ჯგუფი:

  • სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები;
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები;
  • სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი;
  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი.

კურსის ხანგრძლივობა:

4 თვე;
კვირაში 4 სთ.

კურსის მოცულობა:

კალკულუსი - 60 სთ
Python - 60 სთ
React – 60 სთ

კურსის ღირებულება:

კსუ-ის ექსკლუზიური შემოთავაზება: კურსები საუნივერსიტეტო თანადაფინანსებით!

კალკულუსი - 550 ლარი (ნაცვლად 1060 ლარი)
Python - 650 ლარი (ნაცვლად 1300 ლარი)
React - 650 ლარი (ნაცვლად 1300 ლარი)

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 22.03.2019

  • საკვირაო სკოლაში ლექციები ჩატარება შაბათ-კვირას, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე. თითო მეცადინეობა 2 სთ.
  • ლექციებს წაიკითხავენ კომპანია systemcorp-ის წარმომადგენლები, რომელთა კვალიფიკაცია როგორც შიდა ასევე მსოფლიო ბაზარზე სხვადასხვა პროდუქტის გატანითა და კონკურსებში (ჰაკათონებში) გამარჯვებითაც დასტურდება, ხოლო თეორიული მასალის სწორად გადმოცემის უნარი როგორც აკადემიური წარმატებით სან დიეგოს პროგრამაზე, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციების ჩატარების გამოცდილებითაც.
  • კურსების დასრულების შემდეგ გაიცემა სათანადო ორენოვანი სერტიფიკატი, რაც კიდევ უფრო გაზრდის კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობას სხვადასხვა კომპანიებში და ასევე შეეძლებათ მონაწილეობის მიღება ტექნოლოგიურ კონკურსებში/ჰაკათონებში როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო მასშტაბით.

კურსების მოკლე აღწერილობა

კალკულუსი

კალკულუსი არის ცვლილების მატემატიკუსი შესწავლა. მას გააჩნია ორი ძირითადი დარგი, დეფერენციალური აღრიცხვა და ინტეგრალური კალკულუსი, ეს ორი დარგი ერთმანეთთან დაკავშირებულია კალკულუსის ფუნდამენტური თეორემებით. ორივე დარგი იყენებს ფუნდამენტურ ცნებებს დაახლოებით უსასრულო მიმდევრობის და უსასრულო მწკრივს კარგად განსაზღვრული ლიმიტით.

კურსის გავლის წინაპირობაა პრეკალკულუსის ცოდნა. შესაბამისად კურსის პირველი ნაწილი პრეკალკულუსის ძირითადი დებულებების შესწავლით დაიწყება. პრეკალკულუსის და კალკულუსის გავლისას ძირითადი აქცენტი გაკეთდება პროგრამირების ენისთვის აუცილებელი ლოგარითმების შესწავლაზე.

Python

პითონი არის მაღალი დონის, ინტერპრეტირებადი პროგრამირების ენა, შესაძლებლობათა ფართო სპექტრით, რომლის სინტაქსი ყურადღებას ამახვილებს კოდის მარტივ გარჩევადობაზე. პითონს გააჩნია დიდი რაოდენობით დამხმარე ბიბლიოთეკები რაც ამარტივებს და უფრო პროდუქტიულს ხდის კოდის წერას.

პითონი წარმოდგენილია ნებისმიერი ოპერაციული სისტემისთვის, ასევე ხელმისაწვდომია მისი სრული კოდი, რაც ხელს უწყობს მის სწრაფ და შედეგიან განვითარებას. პითონის მახასიათებელთა შორის აღსანიშნავია:

  • უაღრესად ცხადი, გასაგები და კითხვადი სინტაქსი;
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების მხარდაჭერა;
  • სრული მოდულარულობა;
  • მონაცემთა უაღრესად მაღალი დონის ტიპირება;
  • მეტადატასთან ურთიერთობის და მეტაპროგრამირების მხარდაჭერა;
  • ფართო სტანდარტული ბიბლიოთეკა.

პითონის ინტერპრეტატორი წარმოადგენს ვირტუალურ მანქანას, ამდენად ეს ენა მულტიპლატფორმულია და მასზე შექმნილი პროგრამების გაშვება შესაძლებელია ყველა ინტერფეისზე

პითონის შემსწავლელი კურსი მოიცავს Python-ს და მის ორ ძირითად მანქანური სწავლების framework-ს: Keras და TensorFlow.

React

რეაქტი თანამედროვე, ოპტიმიზირებულიო ფრეიმვორქია, რომელიც უამრავი მოდულაციის საშუალებას აძლევს მომხმარებელს.ფეისბუქი ბაზაზე შექმნილი ენა უზრუნველჰყოფს cross-platform მობილურ და ვებ აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას.

რეგისტრაციის ვადები: 25.02.2019-22.03.2019

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი მარტი 2019
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები