GE
სამაგისტრო პროგრამები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
ღირებულება: 8400 ლარი
2012/2013 სასწავლო წელს კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა გთავაზობთ სამაგისტრო პროგრამებს ორი სპეციალობით:
  1. ევროპისმცოდნეობა
  2. ამერიკისმცოდნეობა, კინომცოდნეობა.
კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ხარისხი და უცხო ენის (ინგლისური, გერმანული ან ფრანგული) კარგად ცოდნა.

პროგრამის კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ხარისხის მისანიჭებლად საჭირო კრედიტების რაოდენობაა 120 კრედიტი.

სამაგისტრო კურსის დასასრულებლად 120 ECTS კრედიტი უნდა შეაგროვოთ სავალდებულო და არჩევითი საგნების  და სამაგისტრო ნაშრომის (თემა ან პროექტი) მეშვეობით. თითოეული საგნის აკადემიური წონა არის 5,6 ან 7 ECTS კრედიტი, ხოლო სამაგისტრო ნაშრომის აკადემიური წონა არის 20 ECTS კრედიტი.

ჩვენი პროგრამა შესაძლებლობას გაძლევთ ერთმანეთს შეუთავსოთ სწავლა და მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სემესტრულად შეგიძლიათ  თავად შეიდგინოთ საკუთარი გრაფიკი და განისაზღვროთ სამაგისტრო პროგრამის დასრულების გეგმა.
  • აირჩიეთ სემესტრის განმავლობაში იმდენი საგანი, რამდენის ხარისხიანად სწავლის დრო და ფინანსებიც გაქვთ სემესტრის დაწყებისას;
  • ისწავლოთ ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ და ისწავლოთ მაშინ, როცა ეს ცოდნა ყველაზე აქტუალურია თქვენთვის;
  • მეცადინეობა თითოეულ საგანში შედგება კვირაში ერთხელ, საღამოს 19:00-22:00 სთ–ზე. ყველა საგანში გათვალისწინებულია სემესტრში 15 სამსაათიანი ლექცია.
კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობაა 2-დან 5 წლამდე.

სწავლების საფასურის გადახდის კომფორტული სქემა
საუნივერსიტეტო სქემა სამაგისტრო პროგრამას თქვენთვის ფინანსურადაც ხელმისაწვდომს ხდის. სტუდენტი იხდის მხოლოდ იმ საგნის ღირებულებას, რომელზეც მოცემულ სემესტრში დარეგისტრირდა. 

გადახდის დეტალური სქემა ასეთია:
  • ერთი ECTS კრედიტის ღირებულება არის 70 ლარი;
  • კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში თითოეული საგანი 5,6 ან 7 ECTS კრედიტიანია;
  • სამაგისტრო ნაშრომის შემთხვევაში კი იხდით 1400 ლარს (70 ლარი X 20 კრედიტი).
სწავლების მთლიანი საფასური კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე მთლიანად შეადგენს 8 400  ლარს.
 
პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიონალიზმი და რესურსები
კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლისას თქვენ შეხვდებით პროფესიონალებს, რომელთაც განათლება მიღებული აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის უნივერსტეტებში. განათლების მიღების პროცესში გთავაზობთ უახლეს ლიტერატურასა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს:
  • ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპიუტერული ლაბორატორიითა და ბიბლიოთეკით.
  • მონაწილეობა მიიღოთ სტუდენტურ სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში.
  • შეხვედრებსა და დისკუსიებში საინტერესო სტუმრებთან
თუ გსურთ ჩვენთან ისწავლოთ
  • უნდა ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო გამოცდა და გადალახოთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი;
მოთხოვნები:
  • გთხოვთ შეავსოთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა
  • წარმოადგინეთ მოთხოვნილი საბუთები კავკასიის უნივერსტეტში შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. 77
    პირადობის მოწმობის ასლი;
  • 2 ცალი ფოტოსურათი (საპასპორტო ზომის);
  • ბაკალავრის დიპლომის და დანართის ასლი დამოწმებული ნოტარიუსით ან ამონაწერი ხარისხის მინიჭების ბრძანებიდან;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბილეთი;
  • სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისათვის);
  • მოამზადეთ სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 250 სიტყვას;
  • სარეკომენდაციო წერილი (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) და რეზიუმე (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე).
საკონტაქტო პირები:

გურანდა ჭელიძე, კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის რეგიონმცოდნეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი
ტელ.: 2 37 77 77 ((შიდა: 162); ელ.ფოსტა: gchelidze@cu.edu.ge 

მერი ერისთავი, კავკასიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  სკოლის სასწავლო მენეჯერი
ტელ: 2 37 77 77 (შიდა: 163); ელ.ფოსტა: meristavi@cu.edu.ge

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები