IT ინჟინერია
სასწავლო კურსის მიზანი: კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერული პრობლემები: (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება)
სწავლის შედეგი:
კურსდამთავრებულს ეცოდინება:
- კომპიუტერების კლასიფიკაცია;
- პერსონალური კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების იდენტიფიკაცია, მათი მახასიათებლები;
- აპარატურული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავსებადობა;
- სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებისა და მუშაობის თავისებურებები;
- ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები.
კურსდამთავრებული შეძლებს:
- წარმოქმნილი პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ კვლიფიციურ აღმოფხვრას;
- კომპიუტერის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მისი ძირითადი და დამხმარე აპარატურული ნაწილების დაკავშირებით;
- კომპიუტერის აპარატურული ნაწილის შეცვლა-განახლებას;
- დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენას და მათ აღმოფხვრას;
- ქსელის ინსტალაციას და გატესტვას;
თემის დასახელება და შინაარსი:
- ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის საზომი ერთეულები; ორობითი სისტემა
- სისტემური ბლოკის (CASE), კვების ბლოკის (PSU), სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა, ტიპები, ფორმფაქტორები; ჩიპსეტი; სისტემური რესურსები და მათი დანიშნულება
- ცენტრალური პროცესორი (CPU), მისი მახასიათებლები; პროცესორის პრაქტიკული განხილვა.
- მუდმივი მეხსიერების მოწყობილობის ტიპები, ოპერატიული მეხსიერების ტიპები, მეხსიერების მოდულები, ქეშმეხსიერება, მეხსიერების შეცდომები
- მყარი დისკის (HDD), CD/DVD/Flash მოწყობილობების თეორიული და პრაქტიკული განხილვა.
- დამგროვებლების ინტერფეისის ტიპები, ფაილური სისტემების (FAT, NTFS) მიმოხილვა;
- ვიდეო ადაპტერის (Video card), მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები.
- ქსელის ადაპტერის, აუდიოადაპტერის, გამაგრილებელი სისტემების (COOLER) თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა,
- გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა, პორტები და კაბელები
- პერსონალური კომპიუტერის დაშლა/აწყობა, მოწყობილობების შეცვლა, დამატება.
- პორტატული მოწყობილობების (Laptop, Notebook) ძირითადი ნაწილების თეორიული და პრაქტიკული განხილვა, სპეციფიკური მახასიათებლების მიმოხილვა.
- კომპიუტერის მოწყობილობების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემის აღმოფხვრა.
- BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა, პარამეტრების კონფიგურაცია.
- სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების (Printer, Scaner, Projector,...) დაყენება და პარამეტრების მომართვა.
- კომპიუტერის ქსელში ჩართვა. ქსელის კონტროლერი. ქსელის პარამეტრები.
- სავარაუდო თარიღი გასულია
- ჩატარების ადგილი თბილისი
- სწავლების ენა ქართული
- სწავლის ფორმა საღამოს