GE

აღმაშენებლის 172                  ტელ: (+995) 593 55 50 25          ელფოსტა: ctaedu.ge@gmail.com
თბილისი, საქართველო                  (+995) 555 87 08 80           ვებგვერდი: http://www.ctaedu.ge
                                                                                                          ფეისბუქი: http://on.fb.me/1tWS6qS

მეტი
IT ინჟინერიის კურსი
სასწავლო კურსის მიზანი:

კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დამოუკიდებლად გადაჭრას კომპიუტერული პრობლემები: (რემონტი, აწყობა, დიაგნოსტიკა, მონაცემების გაძლიერება)

კურსდამთავრებულს ეცოდინება:
  • კომპიუტერების კლასიფიკაცია;
  • პერსონალური კომპიუტერის ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების იდენტიფიკაცია, მათი მახასიათებლები;
  • აპარატურული მოწყობილობების მუშაობის პრინციპები, მათი თავსებადობა;
  • სხვადასხვა დანიშნულების პერიფერიული მოწყობილობების დაკავშირებისა და მუშაობის თავისებურებები;
  • ქსელის ფუნდამენტალური პრინციპები.
კურსდამთავრებული შეძლებს:
  • წარმოქმნილი პროგრამული პრობლემების მიზეზის დადგენასა და მათ კვლიფიციურ აღმოფხვრას;
  • კომპიუტერის სრულ ტექნიკურ უზრუნველყოფას, მისი ძირითადი და დამხმარე აპარატურული ნაწილების დაკავშირებით;
  • კომპიუტერის აპარატურული ნაწილის შეცვლა-განახლებას;
  • დაზიანების შესაძლო მიზეზების დადგენას და მათ აღმოფხვრას;
  • ქსელის ინსტალაციას და გატესტვას;
თემის დასახელება და შინაარსი:
  • ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის საზომი ერთეულები; ორობითი სისტემა
  • სისტემური ბლოკის (CASE), კვების ბლოკის (PSU), სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა, ტიპები, ფორმფაქტორები; ჩიპსეტი; სისტემური რესურსები და მათი დანიშნულება
  • ცენტრალური პროცესორი (CPU), მისი მახასიათებლები; პროცესორის პრაქტიკული განხილვა.
  • მუდმივი მეხსიერების მოწყობილობის ტიპები, ოპერატიული მეხსიერების ტიპები, მეხსიერების მოდულები, ქეშმეხსიერება, მეხსიერების შეცდომები
  • მყარი დისკის (HDD), CD/DVD/Flash მოწყობილობების თეორიული და პრაქტიკული განხილვა.
  • დამგროვებლების ინტერფეისის ტიპები, ფაილური სისტემების (FAT, NTFS) მიმოხილვა;
  • ვიდეო ადაპტერის (Video card), მონიტორის ტიპები და მათი მახასიათებლები.
  • ქსელის ადაპტერის, აუდიოადაპტერის, გამაგრილებელი სისტემების (COOLER) თეორიული და პრაქტიკული მიმოხილვა,
  • გაფართოების სლოტების და პორტების განხილვა, პორტები და კაბელები
  • პერსონალური კომპიუტერის დაშლა/აწყობა, მოწყობილობების შეცვლა, დამატება.
  • პორტატული მოწყობილობების (Laptop, Notebook) ძირითადი ნაწილების თეორიული და პრაქტიკული განხილვა, სპეციფიკური მახასიათებლების მიმოხილვა.
  • კომპიუტერის მოწყობილობების დიაგნოსტიკა, ტესტირება, პრობლემის აღმოფხვრა.
  • BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა, პარამეტრების კონფიგურაცია.
  • სხვადასხვა პერიფერიული მოწყობილობების (Printer, Scaner, Projector,...) დაყენება და პარამეტრების მომართვა.
  • კომპიუტერის ქსელში ჩართვა. ქსელის კონტროლერი. ქსელის პარამეტრები.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი დეკემბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები