GE

აღმაშენებლის 172                  ტელ: (+995) 593 55 50 25          ელფოსტა: ctaedu.ge@gmail.com
თბილისი, საქართველო                  (+995) 555 87 08 80           ვებგვერდი: http://www.ctaedu.ge
                                                                                                          ფეისბუქი: http://on.fb.me/1tWS6qS

მეტი
IT ქსელის სასწავლო კურსი
სწავლა მიმდინარეობს CISCO აკადემიის ელექტრონული მასალების გამოყენებით.
 
ხანგრძლივობა: 2 თვე.
საფასური: 200 ლარი (გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად).
 
გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
 
სასწავლო კურსის პროგრამა:
1. ინფორმაციის ცნება, ინფორმაციის სახეები, ინფორმაციის საზომი ერთეულები; ორობითი სისტემა; სისტემური ბლოკის (CASE); კვების ბლოკის (PSU); სისტემური პლატის (Motherboard) არქიტექტურა; ტიპები; ფორმფაქტორები; ჩიპსეტი; სისტემური რესურსები და მათი დანიშნულება; ცენტრალური პროცესორი (CPU); მისი მახასიათებლები; პროცესორის პრაქტიკული განხილვა;
 
2. უსაფრთხოების დაცვა ლაბორატორიული პროცედურების დროს და ხელსაწყოების სწორი გამოყენება; კომპიუტერის დაშლა/აწყობა; BIOS-ის თეორიული და პრაქტიკული განხილვა; პარამეტრების კონფიგურაცია;
 
3. ქსელის ადაპტერის ინსტალაცია და კონფიგურაცია; ქსელის პროგრამული კონფიგურაცია; მისამართების დანიშვნა (IPv4, IPv6), ალტერნატიული მისამართების დანიშვნა, DNS კლიენტის კონფიგურაცია, DHCP-სერვერის კონფიგურაცია, კავშირის შემოწმება; ახალი შეერთების შექმნა (კაბელური და უკაბელო), Internet Options, Internet Explorer;
 
4. ქსელში მუშაობის ორგანიზება (Homegroup, Workgroup, Domain); რესურსების გაზიარება - Sharing, რესურსებზე წვდომის უფლებების განსაზღვრა (Security); Network and Sharing Center; ქსელური პრინტერის ინსტალაცია და მისი პარამეტრების მომართვა, Map Network Drive;
 
5. ქსელის მიმოხილვა; რესურსების გადაცემა ქსელში; ლოკალური (LAN); გლობალური (WAN) და Internet ქსელები; ქსელის კომპონენტები: შუალედური და საბოლოო მოწყობილობები, ქსელური მედია; კაბელების სტანდარტები; ტოპოლოგიები, ქსელის ტიპები, ინტერნტეთან კავშირის ტექნოლოგიები, ქსელური პროტოკოლები და სტანდარტები, სტანდარტიზაციის ორგანიზაციები.ქსელის დაყოფა დონეებად, OSI მოდელი, TCP/IP მოდელი, OSI და TCP/IP მოდელების შედარება, მონაცემთა გადაცემა ქსელში (მონაცემთა ენკაპსულაცია და დეკაპსულაცია, ლოკალურ და დაშორებულ რესურსებზე წვდომა);ფიზიკური დონის პროტოკოლები, ფიზიკური დონის მიზანი, პირველი დონის ფუნდამენტალური პრინციპები, ქსელური მედია საშუალებები: სპილენძის კაბელი, UTP კაბელი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, უკაბელო შეერთება;სამონტაჟე ინსტრუმენტები და მათი გამოყენება, ქსელური მოწყობილობების მონტაჟი.
 
6. არხის დონის პროტოკოლები, არხის დონის მიზანი, არხის დონის ქვედონეები (LLC და MAC), მეორე დონის ფრეიმის სტრუქტურა, მეორე დონის სტანდარტები, მედიაზე წვდომის კონტროლი (ტოპოლოგიები, ფართო ქსელის ტოპოლოგიები, ლოკალური ქსელის ტოპოლოგიები), არხის დონის ფრეიმი (Header, მეორე დონის მისამართი, Trailer), LAN და WAN ფრეიმები, Ethernet ფრეიმი, Point-to-Point (PPP) ფრეიმი, 802.11 უკაბელო ქსელის ფრეიმი.Ethernet-ი, Ethernet-ის პროტოკოლი: Ethenet-ის გამოყენება (LLC და MAC ქვედონეები, MAC ქვედონე, მედიაზე წვდომის კონტროლი, MAC მისამართი, ფრეიმის დამუშავება), Ethernet ფრეიმის ატრიბუტები (Ethernet ენკაპსულაცია, Ethernet ფრეიმის ზომა), Ethernet MAC მისამართი (MAC მისამართი და თექვსმეტობითი კოდი, Unicast, Broadcast და Multicast MAC მისამართები), MAC და IP მისამართები, მისამართების განსაზღვრის პროტოკოლი (ARP, RARP);სვიჩინგი: კომუტატორის MAC მისამართების ცხრილი, Duplex რეჟიმები, Auto-MDIX.
 
7. ქსელური დონე, ქსელური დონის პროტოკოლები, IP პროტოკოლის მახასიათებლები (Connectionless, Best Effort Delivery, Media Independent, IP ენკაპსულაცია), IPv4 პაკეტი (IPv4 Header, Header Fields, IPv4 ვერსიის შეზღუდვები), IPv6 პაკეტი (IPv6 -ის ენკაპსულაცია, IPv6 Header, Header Fields);მარშრუტიზაცია (Routing): ჰოსტ კომპიუტერის მარშრუტიზაცია (Default Gateway, IPv4 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი, მარტივი IPv4 და IPv6 ჰოსტის მარშრუტიზაციის ცხრილი), როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი (IPv4 როუტერის მარშრუტიზაციის ცხრილი, პირდაპირ დაკავშირებული მარშრუტიზაციის ცხრილის ელემენტები, დაშორებული ქსელის მარშრუტიზაციის ცხრილის ელემენტები, Next-Hop მისამართი, მარტივი როუტერის IPv4 მარშრუტიზაციის ცხრილი).ტრანსპორტის დონე, ტრანსპორტის დონის პროტოკოლები: მონაცემთა ტრანსპორტირება (ტრანსპორტის დონის მნიშვნელობა, ტრანსპორტის დონის საიმედოობა, TCP და UDP პროტოკოლები), TCP და UDP პროტოკოლების მიმოხილვა (TCP პროტოკოლის მნიშვნელობა, TCP და UDP პორტების დამისამართება, TCP და UDP პროტოკოლების სეგმენტაცია, TCP კომუნიკაცია, TCP-ის საიმედოობა და ნაკადის კონტროლი, UDP კომუნიკაცია).გამოყენებითი დონე, გამოყენებითი დონის პროტოკოლები (OSI მოდელის გამოყენებითი, სესიისა და პრეზენტაციის დონეები, TCP/IP გამოყენებითი დონის პროტოკოლები), ყველაზე ცნობილი გამოყენებითი დონის პროტოკოლები და სერვისები, IP დამისამართების სერვისების უზრუნველყოფა (DNS, DHCP), ფაილების გაზიარების სერვისების უზრუნველყოფა (FTP, TFTP).
 
8. IP დამისამართება, IPv4 ქსელის მისამართები (IPv4 მისამართის სტრუქტურა, IPv4 ქვექსელის ნიღაბი, IPv4 Unicast, Broadcast, Multicast მისამართები, IPv4 მისამართების ტიპები), IPv6 ქსელის მისამართები (IPv6 დამისამართება, IPv6 მისამართების ტიპები, IPv6 Unicats მისამართები, IPv6 Multicast მისამართები), კავშირის შემოწმება (ICMP პროტოკოლი, ტესტირება და შემოწმება);IP ქსელების ქვექსელებად დაყოფა, IPv4 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქსელის სეგმენტაცია, ქვექსელებად დაყოფის ფორმულა, 4 ქვექსელის შექმნა, 8 ქვექსელის შექმნა, ქვექსელის ნიღაბის განსაზღვრა), დამისამართების სქემა, IPv6 ქსელის ქვექსელებად დაყოფა (ქვექსელებად დაყოფა Subnet ID-ის გამოყენებით, IPv6 ქვექსელის განაწილება, ქვექსელებად დაყოფა Interface ID-ში).
 
9. მარშრუტიზატორების (Router) აგებულება (პროცესორი, მეხსიერება, შიდა მოწყობილობები, გარე პორტები, LAN და WAN ინტერფეისები, ოპერაციული სისტემა), მარშრუტიზატორის ჩატვირთვა (ჩატვირთვის ფაილები, ჩატვირთვის პროცესი), მარშრუტიზატორის მონტაჟი და კონფიგურაცია.
 
10. უკაბელო ქსელი (WI-FI), უკაბელო ქსელის მარშრუტიზატორების აგებულება, მისი მონტაჟი და კონფიგურაცია, უსაფრთხოება უკაბელო ქსელებში.
 
11. ქსელის პრობლემების მოძიება და აღმოფხვრა, ქსელში სამუშაო პროგრამების გამოყენება (Remote Desktop Connection, Remote Assistance, Team Viewer, Net Monitor Employee, Wireshark, Putty და ა.შ).
 
12. პორტატული მოწყობილობები - ლეპტოპების, ნოუთბუქების აღწერა, ძირითადი კონფიგურაცია, ტექნიკური მომსახურეობა, დიაგნოსტიკა და პრობლემების აღმოფხვრა;მობილური მოწყობილობები - ოპერაციული სისტემები, ძირითადი კონფიგურაცია, ტექნიკური უსაფრთხოება და პროგრამული აღდგენა.
 
13. პრინტერები და სკანერები - ყველა საჭირო პროცედურის მიმოხილვა, რომელიც დაკავშირებულია პრინტერებისა და სკანერების გამოყენებასთან.
 
14. უსაფრთხოება - უსაფრთხოების მნიშვნელობა, ძირითადი საფრთხეების აღწერა და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება;გავრცელებული ვირუსების და მათგან თავდაცვის გზების განხილვა, ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია/კონფიგურაცია;სხვა დამაზიანებელ პროგრამებთან საბრძოლველად სხვადასხვა უტილიტების გამოყენება;უსაფრთხოების შესამოწმებელი უტილიტები; ტესტირება და მონიტორინგი.
15. ქსელის უსაფრთხოების დაცვა (ქსელური მოწყობილობების დაცვის ღონისძიებები, ქსელური საფრთხეების კატეგორიები, ფიზიკური უსაფრთხოება, უსაფრთხოების სისუსტეები), ქსელური შეტევების სახეები მათგან თავდაცვის გზები, მოწყობილობების დაცვა;უსაფრთხოების წესების შემუშავება. უსაფრთხოების კომპონენტების არჩევა საჭიროების ნიადაგზე, უსაფრთხოების ხერხები.სისტემის უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა: Windows Update, firewall-ის ტიპები;პერსონალური ფაიერვოლის კონფიგურირება (Windows Firewall, WFAS);ვირტუალური დაცული ქსელების (VPN) ტექნოლოგიის საფუძვლები.
 
16. MS Office ფაილების უსაფრთხოება და წვდომის კონტროლის განსაზღვრა.
17. სერტიფიკატები. ციფრული სერტიფიკატების განხილვა და მათი მართვა;ფაილებზე ელექტრონული ხელმოწერის განხორციელება, დაშიფრული ელექტრონული წერილების გაგზავნა.
 
18. მონაცემთა სარეზერვო ასლის შექმნა/აღდგენა Acronis პროგრამის საშუალებით;ოპერაციული სისტემის სარეზერვო ასლის შექმნა და მისი აღდგენა Acronis პროგრამით;მყარი დისკის კლონირება.
 
19. კომუნიკაციისთვის საჭირო უნარები - პროფესიონალური უნარებისა და საკომუნიკაციო ტექნიკის აღწერა.დიაგნოსტიკა და პრობლემის გადაწყვეტა - კომპიუტერის ოპერაციული სისტემების, პორტატული კომპიუტერების, პრინტერებისა და სკანერების, ქსელისა და უსაფრთხოების პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაწყვეტის გზების განხილვა.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ოქტომბერი 2018
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები