GE

აღმაშენებლის 172                  ტელ: (+995) 593 55 50 25          ელფოსტა: ctaedu.ge@gmail.com
თბილისი, საქართველო                  (+995) 555 87 08 80           ვებგვერდი: http://www.ctaedu.ge
                                                                                                          ფეისბუქი: http://on.fb.me/1tWS6qS

მეტი
კურსი Java პროგრამირებაში
კომპიუტერული ტექნოლოგიების აკადემია გთავაზობთ კურსს java პროგრამირებაში.

ზოგადი აღწერა: კურსი მოიცავს ობიექტზე ორიენტირებული ენა java-ს მეშვეობით ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების მეთოდების შესწავლას,ასევე ალგორითმების აგებისა და ანალიზის საფუძვლებს,ფუნდამენტურ ალგორითმებს, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის, რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა,XML და ვებ პროგრამირების საფუძვლებს.

რა უნდა შემეძლოს კურსის გავლისათვის?
 
მონაწილეებს არ მოეთხოვებათ რაიმე სპეციალური ცოდნა პროგრამირებაში კურსის დაძლევისათვის.მათ უნდა ქონდეთ მხოლოდ კომპიუტერთან მუშაობის ძირითადი უნარ- ჩვევები.

რას შესძლებს მონაწილე კურსის დასრულების შემდეგ?

კურსის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ პროგრამულად გადაჭრათ თქვენს წინაშე დამდგარი საშუალო და რთული ამოცანები. თქვენ შეგეძლებათ შექმნით გრაფიკული სამომხმარებლო ინტეფეისი, მაგალითად windows კალკულატორი, კალენდარი. ბანკომატის ინტერფეისი.თამაშები: ”XO”, სუდოკუ და ა.შ.ვებ აპლიკაციები, როგორიცაა ონლაინ მაღაზია, ბიბლიოთეკა, ტესტირების სისტემა და ა.შ.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეს ექნება საკმაოდ მყარი ცოდნა ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ძირითადი პრიციპების შესახებ (მემკვიდრეობა, ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი, კლასი, ობიექტი) ჯავას გამოყენებით.მათ შეეძლებათ სასურველი ინფორმაციის მიღება ინტერნეტიდან:stackoverflow და ა.შ. ასევე მონაწილეს ექნება კარგი წარმოდგენა computer science-ს შესახებ.ესენია ფუნდამენტური ძებნისა და დალაგების ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები. სტუდენტები შეისწავლიან მრავალნაკადიან პროგრამირების,სამომხმარებლო ინტერფეისის დიზაინის, დიზაინის ნიმუშების, რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის, XML დოკუმენტების დამუშავების და ვებ პროგრამირების საფუძვლებს ჯავაში,რის შედეგადაც მათ შეეძლებათ დამოუკიდებლად გაიღრმავონ ცოდნა ლიტერატურის დახმარებით ჯავაში ან ძალიან მარტივად და სწრაფად შეისწავლონ Android აპლიკაციების პროგრამირება ან სხვა პროგრამული ენები, როგორიცაა:c#,php,javascript და აშ.

სწავლების მეთოდოლოგიები:

სწავლების პროცესი არ მოიცას მხოლოდ ენის სინტაქსის სწავლებას,არამედ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ყველა პროცესს. გამოიყენება სწავლების ვიზუალური მეთოდი. ყურადღება მიექცევა პროგრამირების კარგ სტილს და სუფთა,კარგად კომენტირებული კოდის წერას. მიუხედავად პროგრამის დატვირთულობისა მასალა ისეთი დოზითაა შერჩეული, რომ მისი დაძლევა ადვილი იყოს.სტუდენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია სლაიდების სახით. შემდეგ ისმევა ამოცანა და ხდება მისი განხორციელება ყველა ეტაპის და დეტალის გათვალისწინებით. ამის შემდგომ სტუდენტებს ეძლევათ პრაქტიკული დავალება,რომლის გარჩევაც ხდება შემდგომ. მნიშვნელოვანია ალგორითმების ხელით დაფაზე ტრასირება და სტრიქონ-სტრიქონ კოდის გარჩევა, რაც მაქსიმალურად ადვილად გასაგებს ხდის მასალას.პროცესი არის ინტერაქტიული და მიმდინარეობს ორმხრივი კითხვა-პასუხის რეჟიმში.ყოველ ტრენინგზე მოხდება კონკრეტული case study-ს გარჩევა, რომელის მოიცავს რეალურთან მიახლოებულ ამოცანის იმპლემენტაციას სხვადასხვა სფეროდან: საბანკო საქმე, მათემატიკა, ფიზიკა, ბიზნესი, ალგორითმები, თამაშები და ა.შ., რაც საინტერესოს ხდის სწავლების პროცესს.სტუდენტებს ეძლევათ დავალება და ასევე კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული პროგრამული მაგალითები დასამუშავებლად.ასევე ეძლევათ სლაიდები და შედგენილი კონსპექტი ქართულად და ასევე დამატებითი მასალა ინგლისურად.

პროგრამის სილაბუსი:

1) Introduction to Computers and Programming Languages,Introduction to Object-Oriented Programming and Software Development,History of java,Getting Started with Java(JDK,JRE,JVM),Primitive data types in java ,Operators,Operator precedence. Identifiers,Comments,Keywords;

2) Selection Statements: if, if else,nested if statements. switch. Looping: for, while. do-while. type casting. Autoboxing and Unboxing;

3) Arrays and arraylist.Creating an Array,Array Initialization,Working with Arrays ,Using Multi- Math dimensional Arrays. Working with Common Classes Java .lang., Java. lang. System, Java. util. Scanner. For-each loop;

4) Java. lang. String, Stringbuilder class. stingbuffer class. UML language. software engineering life cycle. case study. summary of basics;

5) Java Classes OOP part 1– Introduction to Object Oriented programming, Classes and Objects,The Importance of Encapsulation, Java Constructors, Access Modifiers, Method Overloading;


6) Java Classes OOP– part 2: Arrays of Objects, Polymorphism and Inheritance, The ‘Protected’ ModifierUsing ‘this’ and ‘super’, Static Members & Methods;

7) Java Classes OOP– part 3:Interfaces & Abstract Classes, memory organization for objects: heap, stack. The ‘final’ keyword;


8) Java Classes OOP– part 4:The Class ‘Object’, Nested Classes, Enums in Java.case study UML design and implementation;

9) Exceptions & Assertions: The ‘try-catch-finally’, Compile-time Exceptions,Describing Common Exceptions, Creating Custom Exceptions, Using Assertions;

10) The ‘Classpath’ in Java,Creating Archives, Debugging with the IDE. Regular Expressions, Lambda expressions, functional style programming. (Java SE 8), Organizing Classes and Interfaces in Packages , Package as Access Protection , Defining Packages.Naming conventions for packages;
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი აპრილი 2019
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები
მიმდინარე პროგრამები