GE

ამაღლების ქუჩა 16                       ტელ.: (+995) 595 75 11 22               ელ.ფოსტა: naiargus@gmail.com
თბილისი, საქართველო                                                                          ვებგვერდი: http://www.criticallog.org

მეტი
ტრენინგი „თვითრეფლექსიის აქსელერატორი“
თვითრეფლექსიის აქსელერატორი - თვითგანვითარების მეგზური

შენი წარმატებისათვის!
 
პიროვნული თუ პროფესიული წარმატების მიღწევისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია საკუთარი თავის შეცნობა, გააზრება და საკუთარი უნარების მუდმივი განვითარება.

კრიტიკული აზროვნების სკოლა აცხადებს მიღებას ტრენინზე „თვითრეფლექსიის აქსელერატორი“;

თვითრეფლექსიის აქსელეატორი არის პიროვნული განვითარების ინტენსიური პროგრამა, ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ პიროვნული განვითარება და საკუთარი წარმატებული მომავლის კონსტრუირება.

ტრენინგი აგებულია პრაქტიკული ფსიქოლოგიის, ქოუჩინგის, სხეულის ენის და NLP ტექნოლოგიების თანამედროვე სისტემებზე და ტაქტიკებზე. პროგრამა ინტერაქციულია, სადაც მონაწილეები ნაბიჯ-ნაბიჯ სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით მუშაობენ საკუთარ თავზე.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ:
  • გაიაზრონ საკუთარი თავი, თავიანთი რესურსები და პოტენციალი;
  • აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და იყვნენ საკუთარი ცხოვრების მმართველები;
  • გაიაზრონ თავიანთი ღირებულებები და მიზნები;
  • გაიაზრონ რას ნიშნავს მათთვის წარმატება და განსაზღვრონ ის რესურსები, რაც მნიშვნელოვანია მათი წარმატებისათვის;
  • გაიფართოვონ სააზროვნო სისტემა;
  • შეიმუშავონ და დაგეგმონ საკუთარი მიზნების მიღწევის და ამოცანების შესრულების წარმატებული სტრატეგიები;
  • შეაფასონ გარემო, რომელშიც ისინი ცხოვრობენ და ის რესურები, რომლებიც ესჭიროებათ წარმატებისათვის;
  • დროში გაწერონ საკუთარი მიზნების მიღწევის გზები;
ტრენინგის დროს განსახილველი თემები:
  • რისგან შედგება ადამიანის „მე“;
  • ჩვენი ტვინი - ბიოლოგიური პროცესორი - მისი მუშაობის ალგორითმები და პროგრამირება მიზნების სწორი ფორმულირებისა და წარმატებისათვის;
  • ხედვა, ღირებულებები და მიზნები;
  • დრო და ქმედებები;
  • შიშები და ბარიერები;
  • სააზროვნო სისტემის გაფართოვების ტექნიკები;
  • ვარ მმართველი თუ მართული?
  • ინდიკატორები, რომლითაც ვაფასებ წარმატებულ სტრატეგიებს;
  • წარმატების მიღწევის სტრატეგიები და ტაქტიკები;
  • როგორ ვაქციო ოცნება მიზნად?
ტრენინგის თარიღები: 21, 23, 24, 28, 30, 31 ოქტომბერი;

ტრენინგის დრო: 19.00 - 22.00
პროგრამის ღირებულება: 330 ლარი;

7 ოქტომბრამდე რეგისტრაციისა და საფასურის გადახდის შემთხვევაში, პროგრამის ღირებულება 280 ლარი!

სტუნდენტებისათვის მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება;
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ოქტომბერი 2019
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები