GE
კურსი PR-ის ინტეგრირებულ მიდგომაში
The London School of Public Relations and Branding (LSPR) წამყვანი საგანმანათლებო ცენტრია საზოგადოებასთან ურთიერთობის, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების, ბრენდინგის და რეპუტაციის მართვის დარგში. ლონდონში არსებულ სათაო ოფისთან ერთად, The London School of Public Relations and Branding ტრეინინგებს მსოფლიოს 18 ქვეყანაში ატარებს.
საქართველოში LSPR-ის ფილიალი აცხადებს მიღებას საერთაშორისო სადიპლომო კურსზე: 21-ე საუკუნე, საზოგადოებასთან ურთიერთობა - ინტეგრირებული მიმართულება.
კურსის მიზანია მსურველები მოამზადოს საზოგადოებასთან ურთიერთობაში, ბრენდინგში, ინტეგრირებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებსა და რისკის მართვაში მსოფლიოში აპრობირებული უახლესი მეთოდების გამოყენებით. კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან მის მონათესავე სფეროში სურს კარიერის განვითარება, ან უკვე დაკავებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის/მარკეტინგის/მედიის/ინვესტორებთან ურთიერთობის/ბრენდინგის სფეროში საქმიანობით.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების შესავალი ნაწილი;
  • პროცესი - საზოგადოებასთან ურთიერთობა: case study და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები;
  • სტრატეგია და დაგეგმვა, კვლევა და მიზნობრივი აუდიტორები;
  • მედიასთან ურთიერთობა: მასმედიის ჟანრები;
  • მედიასთან ურთიერთობის ტექნოლოგიები;
  • პიარის საბაზისო ფინანსური და ბიზნეს ოპერაციები, ბიზნეს ეთიკა;
  • შეთავაზებების დაგეგმვა, მომზადება და პრეზენტაცია, კლიენტთან ურთიერთობა;
  • კორპორაციული აზროვნება და რეპუტაცია;
  • კორპორაციული საქმიანობა და ლობიზმი;
  • ბრენდი, ბრენდის მართვა;
  • ღონისძიებების დაგემვა, სპონსორობა;
  • რისკის მენეჯმენტი და კრიზისის მართვა;
  • ინტერნეტი, ე-PR, M-commerce;
  • მედია ანალიზი, შეფასება, ბაზრის კვლევა.
ორსაათიანი გამოცდა და მსმენელის საბოლოო პროექტი, ლონდონში The London School of Public Relations and Branding-ის სათაო ოფისში გასწორდება. კურსის გავლისას, გამოცდის შემდეგ, მსმენელი საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სერთიფიკატს მიიღებს.
ტრეინინგი ჩატარდება 8 კვირის განმავლობაში, კვირაში ორჯერ, ინგლისურ ენაზე.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2009 წლის 26 სექტემბერი.
15 სექტემბრამდე სწავლის საფასურის ორმოცდაათი პროცენტის გადახდის შემთხვევაში მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ ამ ვებ-გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
მიმდინარეობს რეგისტრაცია.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ინგლისური
  • სწავლის ფორმა საღამოს
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები