GE
არტ–დიზაინ აკადემიის საბაკალავრო პროგრამა
ღირებულება: 2000 ლარი
არტ-დიზაინ აკადემიის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო  გამოფენებში, წარჩინებულ სტუდენტებს სტიპენდიასთან ერთად შანსი ეძლევათ პრაქტიკა გაიარონ და/ან სწავლა გააგრძელონ ევროპულ უმაღლეს და სპეციალურ სასწავლებლებში.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეუფლებიან:
  • ტანსაცმლის მოდელირება და ქსოვილის მხატვრული დამუშავება (ტრიკოტაჟი, ტყავი, თექა, ბატიკა, შაბორი);
  • ხის მხატვრული დამუშავება;
  • საიუველირო ნაწარმი (მინანქარი და სხვა);
  • მოცულობითი არქიტექტურა და სივრცის ორგანიზაცია;
  • ინტერიერის დიზაინი;
  • მხატვრული ფოტო, კომპიუტერული ხელოვნება;
  • ფერწერა;
  • გრაფიკა.
პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებს:
  • პროფესიული სამხატვრო სახელოსნოთი;
  • კეთილმოწყობილი სამკერვალო ლაბორატორიით;
  • მაღალი ტექნოლოგიების დაზგა–დანადგარებით;
  • სპეციალური ღუმელებით;
  • თანამედროვე ციფრული ფოტოტექნიკით;
  • დიდი სიმძლავრის კომპიუტერული სისტემებით და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით.
არტ–დიზაინ აკადემიის პროგრამა შედგენილია გამოცდილი პედაგოგების მიერ და დაფუძნებულია განსხვავებული და ორიგინალური სწავლების ხერხებზე, გამოყენებულია საქართველოსა და უცხოეთში აპრობირებული მოწინავე მეთოდები.

სტუდენტები იღებენ თეორიულ ცოდნას, გამოიმუშავებენ პროფესიულ პრაქტიკულ უნარ–ჩვევებს, შემოქმედებით აზროვნებას. მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ და საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსებში, სამეცნიერო და სამეცნიერო–პრაქტიკულ ღონისძიებებში. გამარჯვებულები იღებენ სპეციალურ ჯილდოებს, ნამუშევრები ქვეყნდება სპეციალურ გამოფენებში.
სტუდენტები, რომლებმაც მიაღწიეს პროფესიონალიზმის საკმაოდ მაღალ დონეს და დახელოვდნენ კონკრეტულ სპეციალობებში, საკუთარ ნამუშევრებს ათავსებენ (ინსტიტუტი უზრუნველყოფს) ცნობილ სალონებში, მონაწილეობას იღებენ გამოფენა–გაყიდვებში. ამ გზით მიღებული შემოსავლით ისტუმრებენ სწავლის საფასურს და იძენენ საბაზრო ეკონომიკის პირობებში არსებობის ჩვევებს.

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ ამ ვებ–გვერდზე განთავსებული სააპლიკაციო ფორმა.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი, 2009.
  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული, ინგლისური
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები