GE
სამედიცინო მასაჟის და კინეზოთერაპიის პროფესიონალური სწავლების სასერტიფიკატო კურსი!

მოგესალმებით!

მასაჟისტ-რეაბილიტოლოგთა დახელოვნების ცენტრი გთავაზობთ სამედიცინო მასაჟის და კინეზოთერაპიის შესწავლას პროფესიონალურ დონეზე თვეში 150-ლარად!!! პროგრამის პრეზენტაცია-გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგება 4-ოქტომბერს დღის 11-საათზე. სწავლება გრძელდება 4-ოქტომბრიდან 26-თებერვლის ჩათვლით. 

სასწავლი კურსს გაუძღვება ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მანუალური თერაპიისა და ორთოპედიული მასაჟის პედაგოგი Tevdore Mosulishvili ასევე მასაჟისტ-მეთოდისტი ქეთი გელდიაშვილი სასწავლო კურსზე მიიღებიან ყველა ასაკის და სქესის,აგრეთვე რუსულენოვანი და 9-კლას დამთავრებული მსმენელები.

სწავლის სრული ღირებულება 750-ლარი. გადახდა მოხდება ეტაპობრივად-ყოველთვიურად გადაიხდით 150-ლარს!

სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი 3-ენოვანი სერტიფიკატი.სერტიფიკატის ღირებულება 30-ლარი!

ამ სასწავლო პროგრამაში შეისწავლება მოზრდილთა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა-კინეზოთერაპია. სწავლება გათვლილია 57-მეცადინეობაზე. აქედან 8-არის თეორია, 3-შერეული თეორია-პრაქტიკა, ხოლო 46-არის პრაქტიკული მეცადინეობა. კვირაში ჩატარდება 3-მეცადინეობა, ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა 2-საათი.სწავლის დღეები იქნება როგორც ორშაბათი,ოთხშაბათი,პარასკევი ,ასევე სამშაბათი,ხუთშაბათი,შაბათი. სასწავლო საათები იქნება ყველა დროს: 10:00 12:00 14:00 16:00 და 18:00 საათზე. თქვენ გექნებათ საშუალება აირჩიოთ თქვენთვის მისაღები დღეების და საათების გრაფიკი.ამასთანავე თუ ვერ შეძლებთ იმ ჯგუფში დასწრებას,სადაც თქვენ ირიცხებით,გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ სხვა საათობრივ ჯგუფს, ან მომდევნო დღეს პარალელური ჯგუფის მეცადინეობას.

საბუთების მიღება იწარმოებს 27-სექტემბრიდან.დაგჭირდებათ მხოლოდ პირადობა. 4-ოქტომბერს,დღის 11-საათზე გაიმართება ღია კარის დღე. 6-ოქტომბერს ჩატარდება პირველი თეორიული მეცადინეობა. 
ჩვენი მისამართია: თბილისი, ივანე თარხნიშვილის 21 (ვერა,მელიქიშვილის და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე,ფილარმონიიდან 100-მეტრში)

იხილეთ სწავლების დეტალური გეგმა-გრაფიკი:

4/X 11- საათი ღია კარის დღე!

1) 6/ X თეორია. მასაჟის განმარტება. კანონმდებლობა.მასაჟის ნომერ პირველი წესი.მასაჟის კაბინეტის მოწყობილობა.მასაჟის ზეგავლენა ორგანიზმზე.ნომერ პირველი კანონი.უკუჩვენებები.პაციენტის გასინჯვის ზოგადი მეთოდიკა.
(სტუდენტების ჯგუფებად გადანაწილება)
2) 7/8/ X თეორია-პრაქტიკა. კლასიფიკატორები,კრიტერიუმები. 
ხელსმის ილეთების ახსნა:ა.სწორხაზოვანი. ბ.შემოხვევითი.გ.ხელსმა ხელის გულებით სპირალურად. 
3) 11/ X / პრაქტიკა- ა.უთოობა (კლასიკურად ზურგზე, ქვემოდან ზემოთ კიდურებზე,შემხვედრი უთოობა) ბ. ნალისებური ზურგზე კლასიკურად,მონაცვლეობით. ნალისებური ქვედა კიდურებზე. გ.შენაცვლებითი ხელსმა.
4) 13/ X პრაქტიკა- ა.შემხვედრი ხელსმა კლასიკურად და წინამხრების დახმარებით. ბ.ურთიერთსაპირისპირო ხელსმა. გ.ხელსმა მთლიანი მტევნით სპირალურად ქვედა კიდურებზე. დ.ფოცხისებური ხელსმა. 
5) 15/ X პრაქტიკა- ა.სრესა პირველი თითის ბალიშებით და სიბრტყეებით სპირალურად. ბ.სრესა ოთხი თითით ცერის გარდა სპირალურად მარჯვნიდან მარცხნივ,ქვემოდან ზემოთ. გ.სწორხაზოვანი სრესა თითებით. 
6) 18/ X პრაქტიკა- ა.სრესა მუშტებით სპირალურად კიდურებზე პარალელურად და მონაცვლეობით.ბ.ხერხვა, გადაკვეთები. გ.სავარცხლისებური სრესა პარალელურად, მონაცვლეობით და შტრიხისებურად. 
7) 20/ X პრაქტიკა- ა.სრესა წინამხრებით სპირალურად. ბ.სრესა წინამხრის მედიალური-პროქსიმალური ზედაპირით. გ.რანდვა კლასიკური და უცნაური. 
8) 22/ X გამოწურვები.
9) 25/ X თეორია-პრაქტიკა. ხელსმის და სრესის პრაქტიკული ჩაბარება. ტესტირებული გამოცდა.
10) 27/ X პრაქტიკა- ა.ორდინალური თელვა. ბ.კლასიკური ორმაგი წრიული. გ.კლასიკური ორმაგი გრიფი კლასიკურად და დამძიმებულად.
11) 29/ X პრაქტიკა- ა.ღრმა თელვა ოთხი თითით. ბ.გასწვრივი თელვა. გ.შემხვედრი თელვა კლასიკურად, შემოხვევითად და ურთიერთსაპირისპიროდ. დ.გორება-ტალღისებური ილეთი. 
12) 1/ XI პრაქტიკა- ა.შეკუმშვა ზურგზე კლასიკურად. გრძელი შეკუმშვა წვივებზე. ბარძაყზე შეკუმშვა ნების ფუძით და მტევნით. ბ.გაჭიმვა კლასიკურად,ჯვარედინად და გაჭიმვა ურთიერთსაპირისპიროდ. გ.ზეწოლა ზურგზე,მხრის და მენჯის სარტყლებზე. წვივზე.
13) 3/ XI პრაქტიკა- ვიბრაცია მთლიანად უწყვეტიც და წყვეტილიც. 
14) 5/ XI დამაგვირგვინებელი ილეთები. 
15) 8/ XI თეორია-პრაქტიკა. თელვის და ვიბრაციის პრაქტიკული შემაჯამებელი და ზეპირი თეორიული ჩათვლა. 
16) 10/ XI თეორია- ყველა განვლილი მასალის შუალედური ტესტირებული გამოცდა.
17) 12/ XI თეორია- ართროლოგია, მიოლოგია, ოსტეოლოგია, მოძრაობის ფიზიოლოგია, ხერხემლის ძვლოვანი ანატომია.
18) 15/ XI პრაქტიკა- ილეთების ჩვენება თითების სიგრძის მაქსიმალური გამოყენებით ხელსმა-სრესის მაგალითზე.
19) 17/ XI პრაქტიკა- ხერხემლის მასაჟის ახსნა.
20) 19/ XI პრაქტიკა-ზურგის მასაჟის სრულად ახსნა.
22-23-დასვენება!
21) 24/ XI პრაქტიკა- ნაწილობრივი ჩაბარება
22) 26/ XI პრაქტიკა- პრაქტიკა- სრული ჩაბარება 
23) 29/ XI პრაქტიკა- თეორია- ზურგის კუნთოვანი ანატომია, ტანდეგობის დარღვევის სხვადასხვა ფორმები: სქოლიოზი,კიფოზი,ლორდოზი.
24) 1/ XII პრაქტიკა- დიდების ყველა ჯგუფის ვარჯიშების ახსნა.
25) 3/ XII ვარჯიშების პრაქტიკული მეცადინეობა.
26) 6/ XII ტანდეგობის დარღვევის სახეების ვარჯიშების პრაქტიკული ჩაბარება და ტესტირებული გამოცდა.
27) 8/ XII თეორია- ანატომია კისრის ანატომია.კუნთები.ხერხემლის შეერთებანი.დისკოპათიები, ოსტეოხონდროზი-კისრის, გულ- მკერდის და წელის მალების. რადიკულიტი. მაანკილოზებელი სპონდილოართროზი-ბეხტერევის დაავადება. სპონდილოზი. 
28) 10/ XII მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 
29) 13/ XII მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 
30) 15/ XII მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 
31) 17/ XII მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 
32) 20/ XII მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა. 
33) 22/ XII მასაჟის პრაქტიკული ჩაბარება 
34) 24/ XII პრაქტიკა- კისრის მასაჟის ახსნა. 
35) 27/ XII პრაქტიკა 
36) 29/ XII პრაქტიკა 
საშობაო არდადეგები! 31-დეკემბრიდან 9-იანვრის ჩათვლით!
37) 10/I პრაქტიკა. ჩაბარება.
38) 12/I,გულმკერდის და წელის ნაწილის ოსტეოხონდროზის ვარჯიშების ახსნა.
39) 14/I კისრის ვარჯიშების ახსნა.
40) 17/I ვარჯიშები.
19-იანვარი.ნათლისღება. დასვენება.
41) 21/I ვარჯიშების პრაქტიკული ჩაბარება.ტესტირებული გამოცდა. 
42) 22/I თეორია ტრავმული დაზიანების სახეები.ინსულტი. სტაციონარული სინდრომი.სპორტული მასაჟის სახეობების ზოგადი მიმოხილვა, ზედა კიდურების ანატომია და 
პათოლოგიები. თეორია ტარდება ორივე ნაკადის სტუდენტებისთვის ერთ დღეს.
43) 24/ I ზედა კიდურების მასაჟის პრაქტიკული ახსნა.
44) 26/I პრაქტიკა.
45) 28/I პრაქტიკა.
46) 31/I პრაქტიკული პასიური მოძრაობებით.
47) 2/ II პრაქტიკული წინააღმდეგობრივი მოძრაობებით.
48) 4/ II პრაქტიკა. წინააღმდეგობრივი და პასიური მოძრაობების გამოყენებით.
49) 7/ II ტესტირებული გამოცდა.
50) 9/ II I თეორია ქვედა კიდურების ანატომია. ქვედა კიდურის ტრავმული დაზიანების სახეები.
51) 11/ II პრაქტიკა. ქვედა კიდურების მასაჟის ახსნა.
52) 14/ II პრაქტიკა. 
53) 16/ II პრაქტიკა.
54) 18/ II პრაქტიკა. ჩაბარება.
55) 21/ II წინასატესტო შემაჯამებელი მეცადინეობა!
56) 23/ II სასერტიფიკატო გამოცდა
57) 25/ II სერტიფიკატების გადაცემა!

სწავლის საფასურის გადახდის გრაფიკი:

I- 150 ლარი: 10-ოქტომბრის ჩათვლით.
II- 150 ლარი: 10-ნოემბრის ჩათვლით.
III- 150 ლარი: 10-დეკემბრის ჩათვლით.
IV- 150 ლარი: 15-იანვრის ჩათვლით.
V- 150 ლარი: 15-თებერვლის ჩათვლით.

სერტიფიკატის ღირებულება 30-ლარი სერტიფიკატების გადაცემის დღეს!

პირველი ეტაპის დასრულების და სერტიფიცირების შემდეგ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ მეორე ეტაპად შეისწავლოთ ბავშვთა ორთოპედიული პათოლოგიები. ხანგრძლივობა 4- თვე. ღირებულება თვეში 150-ლარი.
 
გისურვებთ ჯანმრთელობას  

  • სავარაუდო თარიღი გასულია
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დღის
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები