GE

თბილისი, ივანე თარხნიშვილის 21                      ტელ.: (+995) 595 92 79 24, (+995) 514 655 655 
ფეისბუქი: www.fb.com/masajireabilitacia              ელ.ფოსტა: reabilitacia@inbox.ru

მეტი
სამედიცინო მასაჟის სასერტიფიკატო კურსები

21 სექტემბრიდან ვიწყებთ ბავშვთა და მოზრდილთა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მასაჟის, მანუალური თერაპიის და კინეზოთერაპიის სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელებას!

პროგრამა განკუთვნილია მათთვის,ვისაც ნულიდან სურს მასაჟისტის პროფესიის შესწავლა!

პროგრამის განხორციელების ვადებია 21-სექტემბრიდან 12-თებერვლის ჩათვლით! 
კვირაში ჩატარდება 3-მეცადინეობა,ხანგრძლივობა 2 საათი.

კურსის ღირებულებაა თვეში 250-ლარი, სრული ღირებულება 1250-ლარი. გადახდის გრაფიკი: 

თანხის გადახდის გრაფიკი
30-სექტემბრის ჩათვლით  250-ლარი. 
30-ოქტომბრის ჩათვლით  250-ლარი.
30-ნოემბრის ჩათვლით      250-ლარი.
28-დეკემბრის ჩათვლით    250-ლარი.
29-იანვარის ჩათვლით        250-ლარი.

მეცადინეობის დღეები იქნება ორშაბათი,ოთხშაბათი და პარასკევი.
შემოთავაზებული სასწავლო საათები იქნება დილის 10:00 საათი, შუადღის 14:00 საათი,საღამოს 18:00 საათი.

პედაგოგები იქნებიან:
თევდორე მოსულიშვილი.ექიმი-ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მანუალური თერაპიისა და ორთოპედიული მასაჟის პედაგოგი.
ქეთი გელდიაშვილი მასაჟისტ-მეთოდისტი.

პარტნიორობას გაგიწევენ: კლინიკა „ახალი ხედვა“ .
სპორტ-კლუბი “taekwondo academy”

სწავლების დეტალური გეგმა-გრაფიკი იხილეთ: 

21/IX ღია კარის დღე
23/IX თეორია.მასაჟის განმარტება. კანონმდებლობა.მასაჟის ნომერ პირველი წესი.მასაჟის კაბინეტის მოწყობილობა.მასაჟის ზეგავლენა ორგანიზმზე.ნომერ პირველი კანონი. უკუჩვენებები.პაციენტის გასინჯვის ზოგადი მეთოდიკა.(სტუდენტების ჯგუფებად გადანაწილება)
25/IX თეორია-პრაქტიკა. კლასიფიკატორები, კრიტერიუმები. ხელსმის ილეთების ახსნა: ა.სწორხაზოვანი. ბ.შემოხვევითი.გ.ხელსმა ხელის გულებით სპირალურად.
28/IX პრაქტიკა- ა.უთოობა (კლასიკურად ზურგზე, ქვემოდან ზემოთ კიდურებზე. ბ.ნალისებური ზურგზე კლასიკურად,მონაცვლეობით.ნალისებური ქვედა კიდურებზე. გ.შენაცვლებითი ხელსმა.
30/IX პრაქტიკა- ა.შემხვედრი ხელსმა კლასიკურად და წინამხრების დახმარებით. ბ.ურთიერთსაპირისპირო ღრმა და ენერგიული ხელსმა. გ.ფოცხისებური ხელსმა.
2/X სრესის ახსნა მთლიანად. პრაქტიკულად გაკეთდება: ა.სრესა პირველი თითის ბალიშებით და სიბრტყეებით სპირალურად. ბ.სრესა ოთხი თითით ცერის გარდა სპირალურად მარჯვნიდან მარცხნივ, გ.სწორხაზოვანი სრესა თითებით.
5/X პრაქტიკა- ა.ხერხვა, გადაკვეთები. გ.სავარცხლისებური სრესა პარალელურად, მონაცვლეობით. გ.სრესა წინამხრებით სპირალურად. ბ.სრესა წინამხრის მედიალური პროქსიმალური ზედაპირით.
7/X პრაქტიკა-კლასიკური და უცნაური. B. გამოწურვები. 1.ნების ფუძით. 2.რვიანისებური. 3.საბრჩხილე ფალანგებით ქვედა კიდურზე.
9/X თელვის ახსნა სრულად.
12/X ორდინალური თელვა. ბ.კლასიკური ორმაგი წრიული. გ.ორმაგი გრიფი კლასიკურად და დამძიმებულად.
14/X ღრმა თელვა ოთხი თითით. ბ.გასწვრივი თელვა. გ.შემხვედრი თელვა კლასიკურად, შემოხვევითად და ურთიერთსაპირისპიროდ. დ.გორება-ტალღისებური ილეთი.
16/X შეკუმშვა ზურგზე კლასიკურად. გრძელი შეკუმშვა წვივებზე. ბარძაყზე შეკუმშვა ნების ფუძით და მტევნით. ბ.გაჭიმვა კლასიკურად,ჯვარედინად და გაჭიმვა ურთიე-რთსაპირისპიროდ. გ.ზეწოლა ზურგზე,მხრის და მენჯის სარტყელზე. წვივზე.
19/X ვიბრაციის ახსნა
21/X დამაგვირგვინებელის ახსნა
23/X ხელსმა-სრესის თეორიულ-პლაქტიკული გამეორება.
26/X თელვის,ვიბრაციის და დამაგვირგვინებელი ილეთებისპრაქტიკული შემაჯამებელი და ზეპირი გამოკითხვა. 
28/X ყველა განვლილი მასალის შუალედური ტესტირებული გამოცდა.
30/X თეორია-მანუალური თერაპიის ელემენტები: ართროლოგია, მიოლოგია, ოსტეოლოგია, მოძრაობის ფიზიოლოგია, ხერხემლის ძვლოვანი ანატომია.
2/XI ზურგის და ხერხემლის მასაჟი
4/XI ზურგის და ხერხემლის მასაჟი
6/XI ზურგის და ხერხემლის მასაჟი
9/XI ზურგის და ხერხემლის მასაჟი
11/XI ზურგის და ხერხემლის მასაჟი
13/XI  თეორია- ზურგის კუნთოვანი ანატომია, ტანდეგობის დარღვევის სხვადასხვა ფორმები: სქოლიოზი,კიფოზი,ლორდოზი. ვარჯიშების თეორიული ახსნა 7-ივე ჯგუფის.
16/XI  პრაქტიკა- დიდების პირველი-3 ჯგუფის ვარჯიშების ახსნა.
18/XI  პრაქტიკა- დიდების შემდეგი 4- ჯგუფის ვარჯიშების ახსნა.
20/XI  ვარჯიშების შეჯამება.
23/XI   ბავშვთა სქოლიოზში გამოსაყენებელი ვარჯიშები. სპორტ-კლუბი TAEKWONDO ACADEMY
25/XI   ბავშვთა სქოლიოზში გამოსაყენებელი ვარჯიშები. სპორტ-კლუბი TAEKWONDO ACADEMY
27/XI   თეორია-დისკოპათიები-ოსტეოხონდროზი. ხერხემლის შეერთებანი. ოსტეოხონ-დროზი კისრის,გულ-მკერდის და წელის მალების რადიკულიტი. მაანკილო-ზებელი სპონდილოართროზი-ბეხტერევის დაავადება. სპონდილოზი.
30/XI   ზურგის არაკლასიკური მასაჟის პრაქტიკული ახსნა.
2/XII ზურგის არაკლასიკური მასაჟი
4/XII ზურგის არაკლასიკური მასაჟი
7/XII ზურგის არაკლასიკური მასაჟი
9/XII ზურგის არაკლასიკური მასაჟი
11/XII შერეული. კისრის ანატომია და ოსტეოხონდროზის ვარჯიშების ახსნა.
14/XII კისრის მასაჟი და ოსტეოხონდროზის ვარჯიშები
16/XII კისრის მასაჟი და ოსტეოხონდროზის ვარჯიშები
18/XII კისრის მასაჟი და ოსტეოხონდროზის ვარჯიშები
21/XII კისრის მასაჟი და ოსტეოხონდროზის ვარჯიშები
23/XII კისრის მასაჟი და ოსტეოხონდროზის ვარჯიშები
25/XII თეორია ტრავმული დაზიანების სახეები.ინსულტი. ინსულტის შემდგომი პერიოდის მკურნალობა მიოსტიმულატორით. სტაციონარული სინდრომი. ზედა კიდურების ანატომია და პათოლოგიები.
28/XII ზედა კიდურების მასაჟის პრაქტიკული ახსნა.
30/XII ზედა კიდურების მასაჟის პრაქტიკული ახსნა.
საშობაო არდადეგები 1 იანვრიდან 10 იანვრის ჩათვლით.
11/I ზედა კიდურების მასაჟის პრაქტიკული ახსნა.
13/I ზედა კიდურების მასაჟის პრაქტიკული ახსნა.
15/I თეორია ქვედა კიდურების ანატომია. ქვედა კიდურის ტრავმული დაზიანების სახეები. ტერფის ანატომია. ტერფის პათოლოგიები.ბრტყელტერფიანობა.
18/I ქვედა კიდურების მასაჟის ახსნა.
20/I ქვედა კიდურების მასაჟი.
22/I ქვედა კიდურების მასაჟი.
25/I ქვედა კიდურების მასაჟი.
27/I ტერფის მასაჟის პრაქტიკული მეცადინეობა.
29/I ტერფის მასაჟის პრაქტიკული.
1/II სტაჟირება ტერფის კლინიკა ახალ-ხედვაში.
3/II სტაჟირება ტერფის კლინიკა ახალ-ხედვაში.
5/II ტერფის პრაქტიკული.
8/II წინასაეტაპო შემაჯამებელი მეცადინეობა.
10/II სასერტიფიკატო გამოცდა. 
12/ II სერტიფიცირება!

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრიციო ფორმა
  • სავარაუდო თარიღი ოქტომბერი 2026
  • ჩატარების ადგილი თბილისი
  • სწავლების ენა ქართული
  • სწავლის ფორმა დასწრებით
განიხილეთ და ნახეთ შეფასებები სასწავლო პროგრამებზე - შეუერთდით Aris.ge- განათლების ფეისბუკის ჯგუფს - ტრენინგები, კურსები, პროგრამები